პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ოცნების შემომწირველი 5 კომპანია 775 000 დაფინანსდა

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ოცნების შემომწირველი 5 კომპანია 775 000 დაფინანსდა

access_time2021-09-13 17:00:55

2020 წელს 774 300 ლარით დაფინანსდა 5 კომპანია, რომელთა მესაკუთრეებსა და დირექტორებს „ქართული ოცნებისთვის“ და სალომე ზურაბიშვილისთვის 610 000 ლარი აქვთ შეწირული. ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევით, 93 ათასი ლარით დაფინანსდა ოცნების ყოფილი მაჟორიტარის, ზაქარია ქუცნაშვილის ძმის კომპანია შპს „ბაზალტ ფაიბერი“. მათი ინფორმაციით, ივერი ქუცნაშვილი კომპანიაში არაპირდაპირ წილებს ფლობს. კონკრეტულად კი, კომპანიის ბაზალტ ფაიბერის 7.5% მესაკუთრე შპს „გოლდენ ფლიის კაპიტალია“, რომლის 33.4% წილის მესაკუთრე ასევე ივერი ქუცნაშვილია.



„ფლანგვის დეტექტორის“ ცნობით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 2019 წელს ინდუსტრიული განვითარების მიმართულებით, რომელიც სასტუმრო და საწარმოების განვითარებას მოიცავს, 281 პროექტი დააფინანსა, საერთო ჯამში 22 331 323 ლარით. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ბენეფიციარებს შორის ხშირად ხვდებიან ქართული ოცნების მაღალჩინოსნების კომპანიებს ან თავად ქართულ ოცნების შემომწირველებსა და მათ კომპანიებს.



„ფლანგვის დეტექტორმა“ შეისწავლა 2020 წელს ინდუსტრიული ნაწილის ფარგლებში დაფინანსებული კომპანიები. დაფინანსებულ კომპანიებს შორის 6 კომპანია აღმოჩნდა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული. 5 კომპანიის შემთხვევაში მესაკუთრეები ქართული ოცნების შემომწირველები არიან, 1 კომპანიის შემთხვევაში კი კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრე პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ძმაა.



საერთო ჯამში 2020 წელს 774 300 ლარით დაფინანსდა 5 კომპანია, რომელთა მესაკუთრეებმა სხვადასხვა დროს ქართულ ოცნებასა და ოცნების მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს საერთო ჯამში 610 000 ლარი შესწირეს. მათ შორის ქართულ ოცნებას - 525 000 ლარი, ხოლო სალომე ზურაბიშვილს - 85 000 ლარი“, - ნათქვამია კვლევაში.




არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, შემომწირველებს შორის ყველაზე დიდი დაფინანსება 2020 წელს შპს Construction Service-მა და შპს „შატო კვირიკემ“ მიიღეს.



„შპს Construction Service-მა დაფინანსების სახით აწარმოე საქართველოსაგან 449 306 ლარი მიიღო. კომპანიის 55% წილის მესაკუთრეფ გიორგი გაბუნია, 2016 წელს მან ქართულ ოცნებას 55 000 ლარი შესწირა. კომპანიის 40% მესაკუთრეა შპს „ქისთოუნ ქონსთრაქშენ“, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრე გივი კუბლაშვილია, მან ქართულ ოცნებას 2020 წელს 60 000 ლარი შესწირა. გარდა აწარმოე საქართველოდან მიღებული დაფინანსებისა, კომპანია ტენდერებში მონაწილეობითაც იღებს თანხებს ბიუჯეტიდან. კომპანიას 2013-2021 წლებში 83 200 871 ლარის ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული. ხოლო გამარტივებული შესყიდვის სახით მიღებული აქვს 664 313 ლარი.



რაც შეეხება შპს „შატო კვირიკეს“, „აწარმოე საქართველომ“ 2020 წელს კომპანია 181 430 ლარით დააფინანსა. კომპანიის 100% წილის მესაკუთრე გიორგი ჭყონიაა. მან 2016, 2017, 2021 წლებში ქართულ ოცნებას ჯამში 180 000 ლარი შესწირა, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 60 000 ლარი. კომპანიის დირექტორმა გია ქათამაძემ ქართულ ოცნებას 2017, 2020, 2021 წლებში 115 000 ლარი შესწირა, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს – 5 000 ლარი“, - აცხადებენ „ფლანგვის დეტექტორში“.



მკვლევრები აღნიშნავენ, რომ თავად შპს „შატო კვირიკეს“ ტენდერებში მონაწილეობა არ უფიქსირდება, თუმცა კომპანია, მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვებში აქტიურად მონაწილეობს და იმარჯვებს გიორგი ჭყონიას მეორე კომპანია შპს „გზა“. კვლევაში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად იმისა რომ კომპანია 2005 წელს დაარსდა, ტენდერებში მონაწილეობას მხოლოდ 2011 წლიდან იწყებს. 2011-2021 წლებში კომპანიამ 101 151 958 ლარის ღირებულების 74 ტენდერში გაიმარჯვა. 29 შემთხვევაში კომპანიას კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია, ამ გზით მან 46 239 913 ლარის ხელშეკრულებები გააფორმა. ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, შპს „გზას“ ასევე უფიქსირდება გამარტივებული შესყიდვები, რაც უკონკურენტო გარემოში, პირდაპირი შესყიდვის წესით, კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას გულისხმობს. 2012-2021 წლებში შპს „გზას“ სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოებმა 29 გამარტივებული შესყიდვის შედეგად 9 589 167 ლარი გადასცეს.



შეგახსენებთ, რომ სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო უწყებაა, რომლის ფარგლებში ყოველწლიურად სხვადასხვა პროექტების დაფინანსება ხდება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up