პრეზიდენტმა იუნესკოს კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესების ინიციატივით მიმართა

პრეზიდენტმა იუნესკოს კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესების ინიციატივით მიმართა

access_time2021-11-13 11:03:05

საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო იუნესკოს 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმში, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები შეიკრიბნენ და მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების მიმართულებით, ორგანიზაციის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 75 წელი გავიდა იუნესკო-ს დაფუძნებიდან, მას შემდეგ რაც ყველაფერი გაკეთდა, რომ ჩვენ დავაახლოვებოდით და დაგვეცა კაცობრიობის ყველა მემკვიდრეობა, რათა მშვიდობიან სამყაროში შეგვძლებოდა საკუთარი თავი მიგვეძღვნა იმ ყველაფრისთვის, რაც კაცობრიობის სიმდიდრეს ქმნის.

„ჩვენ კვლავ ახალი და უფრო და უფრო ძლიერი გამოწვევების წინაშე ვდგავართ.

ჩვენი ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობა, აგრესიის ობიექტად რჩება, აგრესიისა, რომლის მიზანიც ერთნის ისტორიის, მეორენის იდენტობისა და ყველას კულტურის წაშლაა.

განათლებაზე წვდომა, ის სიკეთე, რომელიც ყველაზე მეტად უნდა იყოს გაზიარებული, არათანაბრად გადანაწილებულ უფლებად რჩება, იმ უფლებად, რომელიც დღესაც კი მრავალი ქალისა და ბავშვისათვის აკრძალულია.

დღეს ჩვენი პლანეტის სხვადასხვა ადგილზე არსებული კონფლიქტები, რომელთა გადაჭრაც გვსურს, არა მხოლოდ მონუმენტებს, არამედ კულტურას, ისტორიას და, რა თქმა უნდა, სოლიდარობას ანადგურებს. ავღანეთი, სირია, ეს ყველაზე აქტუალური ორი შემთხვევა რომ ვახსენოთ, მტკივნეული მაგალითებია იმ რეალობისა, რომლებიც არსებობას არ წყვეტენ.


საქართველო თავად არის ამ გამოწვევის წინაშე. აფხაზეთში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისევე, როგორც „სამხრეთ ოსეთში“, მრავალი შუასაუკუნეების ეკლესია, კათედრალი და მონასტერი განადგურების პირასაა და დამახინჯების წინაშე დგას. ეს მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, წაშალოს საქართველოს კვალი ჩვენი ტერიტორიებიდან. ახლა ქართულ ენასა და ქართულ ენაზე განათლებაზე წვდომა აკრძალულია. არცერთი სკოლა აღარ ასწავლის ენას, ქართულენოვანი კლასები დაიხურა. დღეს საფრთხის ქვეშაა თავად აფხაზური ენა, კულტურულ უფლებებთან ერთად რეპრესირებულია ადამიანის უფლებები.

ყველა შემთხვევაში, ძალადობა ანადგურებს ინდივიდს, მის იდენტობას და საზოგადოებას. მნიშვნელოვანია, რომ იუნესკომ პასუხი გასცეს თანამედროვე დროის ამ გამოწვევებს, გარკვეულწილად თანამედროვე ხელსაწყოებითაც. შესაძლებელია იმაზე ფიქრი, რომ გაციფრულებას შეუძლია ხელი შეუწყოს იმის კონსერვაციას, რის გაქრობასაც ზოგიერთები ლამობენ, იმ მონუმენტების კონსერვაციას, რომლის გაქრობასაც აგრესორები ცდილობენ.

მსურს, ყურადღება შევაჩერო სხვა ძირითად გამოწვევაზე, რომელიც დღეს ჩვენი და ყველა საზოგადოების სიმსივნეა. ეს არის სიძულვილის ენა, რომელიც თავს ესხმის განათლებასა და ინტელექტს და გვიკრძალავს ერთმანეთის გაგებას. ეს არის ის, რაც ჩვენ გვყოფს და პოლარიზებას ახდენს - ეს სიძულვილის ენაა, რომელსაც თან ახლავს ცრუ, ფეიკინფორმაცია და რომელსაც სოციალური ქსელები ასე ხალისიანად ავრცელებენ. მას სურს დაყოფით, ფრაგმენტაციით და პოლარიზებით გაანადგუროს ის, რაც კაცობრიობის საერთო საფუძველია, სწორედ ის, რის კონსოლიდაციას და დაცვასაც ეს ორგანიზაცია ახდენს.

დოკუმენტი, რომელიც იუნესკომ ახლახან მიიღო, რათა გაუმკლავდეს სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის მოზღვავებას, პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელსაც მხარი უნდა დავუჭიროთ და გავაზიაროთ ყველამ ჩვენს ქვეყანებში. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა სიძულვილის ენაზე გავიმარჯვოთ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა შევინარჩუნოთ ენები, რომლებიც ერთმანეთის გაგებაში გვეხმარებიან და რომლებიც თავად გაქრობის ობიექტები არიან.

დასასრულს, მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო კავკასიურ ენათა ოჯახზე, რომელიც ყველაზე პატარა ლინგვისტური ოჯახია ევრაზიის კონტინენტზე, თუმცა ათეულ ენას მოიცავს. აფხაზური ენა ერთ-ერთია იმ მრავალ ენათა შორის, რომლებიც კავკასიას უძველესი დროიდან წარმოაჩენდნენ და რომელსაც არაბები ენების მთას უწოდებდნენ. კავკასიური ოჯახის ენები, ყველა, ქართული ენის გარდა, გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია.

მსურს თქვენ და ამ ორგანიზაციას, მოგმართოთ ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მოპყრობასა და მის ჩართულობას, რათა დაწესდეს კავკასიური ენების საერთაშორისო დღე. ჩვენ ეს ენები უნდა გადავარჩინოთ, ისევე როგორც უნდა ავკრძალოთ სიძულვილის ენა“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up