საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ისრაელელ კოლეგა რუვენ რივლინთან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს.
„კორონავირუსის გარშემო შექმნილი სიტუაცია და კრიზისის შემდგომი ახალი მსოფლიოს საკითხი ისრაელის პრეზიდენტთან ერთად განვიხილეთ. ჩვენი მეგობრები ისრაელში ვაქცინაზე მუშაობენ. ვაქცინასთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე, ტურიზმის მომავალსა და ისრაელის მაღალი ტექნოლოგიების სექტორზე ვისაუბრეთ”, - წერს ზურაბიშვილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge