პრეზიდენტმა გიორგი ხიშტოვანი და გიორგი მიროტაძე სებ-ის საბჭოს წევრებად წარადგინა

პრეზიდენტმა გიორგი ხიშტოვანი და გიორგი მიროტაძე სებ-ის საბჭოს წევრებად წარადგინა

access_time2019-05-16 16:30:32

გიორგი ხიშტოვანი და გიორგი მიროტაძე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა. ინფორმაცია bm.ge-ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დაუდასტურა.


კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატურას დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.



ახალი წევრების დასახელება საჭირო გახდა, რადგანაც დღეს ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრს – ვაჟა ჯანყარაშვილს და ნიკოლოზ გონგლიაშვილს თანამდებობრივი ვადა ამოეწურათ.


გიორგი ხიშტოვანი ამჟამად PMC კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორის თანამდებობას იკავებს.




გიორგი ხიშტოვანი ფლობს ბრემენის უნივერსიტეტის (გერმანია) ეკონომიკის დოქტორის აკადემიურ ხარისხს. მისი სადისერტაციო ნაშრომი მიმოიხილავს 2003-2012 წლებში საქართველოში მართვის სტრუქტურების ტრანსფორმაციას. გიორგი ასევე ფლობს ტრიერის უნივერსიტეტის (გერმანია) სამართლის მაგისტრის ხარისხს (LL.M), ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების მაგისტრის ხარისხს (MSc) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის ბაკალავრის ხარისხს. 2016 წლიდან დღემდე გიორგი ხიშტოვანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორია.


გიორგი ხიშტოვანს აქვს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ცხრაწლიანი პროფესიული სამუშაო გამოცდილება საჯარო, კერძო და არასამთავრო სექტორებში. 2015-2017 წლებში იგი იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SRNSF) სამეცნიერო პროგრამებისა და გრანტების ადმინისტრირების, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი, 2015-2016 წლებში – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2011-2014 წლებში ის მუშაობდა ბრემენის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 2009-2011 წლებში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ. გიორგის აქვს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ (მსოფლიო ბანკი, ევროპის საბჭო, UNDP, GIZ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა) განხორციელებული პროექტების ფარგლებში მკვლევრის, ტრენერის, კონსულტანტისა და პროექტების მენეჯერის მრავალწლიანი გამოცდილება.


BMG






თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით

თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით
access_time2019-05-21 16:30:38
ბოლო კვირების განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებას  ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ აფასებს. მისი განცხადებით, ვალუტის გაცვლითი კურსი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნაწილია და ის  ეროვნულმა ბანკმა უნდა გაატაროს. ამიტომ, ლარის კურსზე ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის. „ეროვნულმა ბანკმა საერთოდ ყველაფრისაგან ხელები დაიბანა. მას...

15 ივნისიდან „მაგთი ფიქსი“ უქმდება

15 ივნისიდან „მაგთი ფიქსი“ უქმდება
access_time2019-05-21 15:30:35
15 ივნისიდან „მაგთი ფიქსის“  ისევე როგორც EVDO-ს მოდემის  მომხმარებლები სერვისით ვერ ისარგებლებენ, - ამის შესახებ  “კომერსანტს“  სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომში“  განუცხადეს. 15 ივნისიდან CDMA ლიცენზიას ვადა გასდის  და  „მაგთი ფიქსის“ ნაცვლად, იმ ლოკაციებზე, სადაც მოქმედებს მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი,“მაგთის“ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ინტერნეტზე დაფუძნებული ფიქსირებული...

OPIC-სა და „პეის ჯგუფს“ შორის სესხის ხელშეკრულება ვაშინგტონში გაფორმდა

 OPIC-სა და „პეის ჯგუფს“ შორის სესხის ხელშეკრულება ვაშინგტონში  გაფორმდა
access_time2019-05-21 14:25:40
ფოთის ნავსადგურში ახალი, მულტიფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობისა და მართვის პროექტი, რომელსაც კავკასიის რეგიონში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანია „პეის ჯგუფი“ ახორციელებს, 50 მილიონი დოლარით დაფინანსდა აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ. 14 მაისს ვაშინგტონში სწორედ სესხის ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია...

მამუკა ბახტაძემ ქუთაისში მზის პანელების ქარხნა გახსნა

მამუკა ბახტაძემ ქუთაისში მზის პანელების ქარხნა გახსნა
access_time2019-05-21 12:26:11
ჩვენთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის პანელების ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.   მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეტი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.   „ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული სწორედ მაღალტექნოლოგიურ წარმოებებზე. ისეთ წარმოებებზე, რომლებსაც...

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2,7699 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2,7699 ლარად ივაჭრება
access_time2019-05-21 12:10:37
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:05 საათზე ერთი დოლარი 2,7699 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7470 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0643 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. მაგალითად, თიბისი ბანკში 1აშშ დოლარის ყიდვა 2.8050 ლარადაა შესაძლებელი, საქართველოს ბანკში კი 1 აშშ...


მსგავსი სიახლეები

up