პრეზიდენტმა, 20-21 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის ექიმები დააჯილდოვა

პრეზიდენტმა, 20-21 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის ექიმები დააჯილდოვა

access_time2019-06-26 17:13:43

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 20-21 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისათვის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა.


სალომე ზურაბიშვილმა, ღირსების მედლით დააჯილდოვა ჯანდაცვის სფეროს 4 წარმომადგენელი, რომლებმაც 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაშავებულ ადამიანებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.


ღირსების მედალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა: „რეგიონული ჰოსპიტალის“ ქირურგ - ოფთალმოლოგ რევაზ ომიაძეს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ქირურგ-ოფთალმოლოგ მარიამ გოლოვაჩოვას, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილეს, სოლომონ როსტომაშვილს.


როგორც დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, რეგიონული ჰოსპიტალის ქირურგ- ოფთალმოლოგმა, რევაზ ომიაძემ განაცხადა, 20 ივნისის ღამეს, თვალის კაკლის დაზიანებით, ჰოსპიტალში 2 ურთულესი პაციენტი შეიყვანეს.


"პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ნდობისთვის და ჩემთვის უდიდესი პატივია ეს ჯილდო. მე უბრალოდ სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებდი. შემოვიდა 2 ურთულესი პაციენტი, იყო თვალის კაკლის უმძიმესი დაზიანება და საბედნიეროდ, გაგვიმართლა, რომ მოვახერხეთ თვალის მთლიანობის აღდგენა", - აღნიშნა ოფთალმოლოგმა.



მედიცინის დოქტორმა და "ნიუ ჰოსპიტალის" “ქირურგ-ოფთალმოლოგმა, მარიამ გოლოვაჩოვამ განაცხადა, რომ 20 ივნისის რთულ ღამეს, ყველა ექიმმა მოიხადა თავისი ვალი.


"ჩვენ, ყველა ექიმი ვასრულებდით ჩვენს მოვალეობას, უბრალოდ განსხვავება იყო ის, რომ ეს მოვალეობა სრულდებოდა ძალიან მძიმე სტრესის ქვეშ, ძალიან რთული ღამე იყო და აბსოლუტურად ყველა ექიმმა მოიხადა თავისი ვალი", - განაცხადა ექიმმა.


პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერიისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები.


დედაქალაქის მერის სახელით, თბილისის ვიცე მერმა, ირაკლი ხმალაძემ ,,მადლობის სიგელი" გადასცა ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის" მთელ გუნდს სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.


როგორც ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრი, მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, მადლობას იმსახურებს არა მხოლოდ 20-21 ივნისში გაწეული საქმიანობისთვის, არამედ იმისთვისაც, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ.


"დღეს მქონდა პატივი, პირადად გადამეხადა მადლობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის კოლექტივისთვის. მადლობა იმ სამსახურისთვის, რომელიც ამ ადამიანებმა 20-21 ივნისის განმავლობაში გაუწიეს ჩვენს მოქალაქეებს და რა სამსახურითაც მათ წვლილი შეიტანეს ბევრის სიცოცხლის გადარჩენის საქმეში. ამ ადამიანების ღვაწლი და დამსახურება ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებაში და მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, არის საკმაოდ დიდი არა მხოლოდ ამ 2 დღის განმავლობაში, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან ეს ადამიანები ჩვენს მოქალაქეებს, რისთვისაც მათ მადლობა გადავუხადეთ სრულიად მუნიციპალიტეტის სახელით", - განაცხადა ხმალაძემ.





ექსპერტები ლარის კურსის სწრაფ გამყარებას ძირითადად, წინასაახალწლო პერიოდს უკავშირებენ

ექსპერტები ლარის კურსის სწრაფ გამყარებას ძირითადად, წინასაახალწლო პერიოდს უკავშირებენ
access_time2019-12-10 16:30:59
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება.  დღეს 13:56 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და წინა საახალწლო პერიოდს...

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე  1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება
access_time2019-12-10 14:10:15
დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 14:00 საათისთვის ლარი 2,8800 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 9  დეკემბრის  დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9446 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2606 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.9300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2,8600...

საქართველოში McDonald’s-ის ბრენდული ტანსაცმელი და ნივთები გაიყიდება

საქართველოში McDonald’s-ის ბრენდული ტანსაცმელი და ნივთები გაიყიდება
access_time2019-12-10 15:15:29
„საქართველოში McDonald’s-ის ბრენდული ტანსაცმელი და ნივთები გაიყიდება“-ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა  თემურ ჭყონიამ განუცხადა. უცნობია, რა სახის ინვესტიცია ჩაიდება პროექტში და რა ეღირება უშუალოდ ნივთები, თუმცა ცნობილია, რომ 2020-2021 წელს ქართველ მომხმარებელს McDonald’s-ის  ბრენდის ნივთების შეძენა შეეძლება. „რასაც McDonald’s-ის ნერგავს, მას აუცილებლად...

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა
access_time2019-12-10 11:30:00
10 დეკემბრიდან, დეველოპერული კომპანია „m2 დეველოპმენტი“, ახალ აქციას იწყებს და საახალწლო საჩუქრების თვეს აცხადებს. აქცია მშენებარე უბან m3 საბურთალოს ეხება, ბინის ყველა მყიდველი კი დაწესებული სამი საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს. აქციის მონაწილე მომავალი მობინადრეები შეძლებენ აირჩიონ: • ორკაციანი საგზური კუნძულ ბალიზე. (საგზური მთლიანადაა დაფინანსებული და მოიცავს სრულ პაკეტს)• საოჯახო ტექნიკა. (კომპლექტში შედის საუკეთესო ბრენდების ყველა აუცილებელი...

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები
access_time2019-12-10 13:30:53
2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მთავრობას 11 მინისტრი და 53 მინისტრის მოადგილე ჰყავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით შეისწავლა ამ თანამდებობის პირთა სამეწარმეო საქმიანობა, ასევე, მათ მიერ საკუთარი ბიზნესინტერესების სავალდებულო გამჟღავნების პრაქტიკა და გარკვეული...


მსგავსი სიახლეები

up