პრეზიდენტის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ მცირე ბიზნესის განვითარების პოტენციალი ვერ გამოიყენა

პრეზიდენტის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ მცირე ბიზნესის განვითარების პოტენციალი ვერ გამოიყენა

person access_time2016-05-12 17:00:46

საქართველოს პრეზიდენტი მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობების ათვისების მიმართულებით მმართველი კოალიციის პოლიტიკით უკმაყოფილოა.


გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ამ სექტორს განვითარების დიდი შესაძლებლები აქვს, მაგრამ ეს „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გამოიყენა. რა ნაბიჯები უნდა გადაედგა ხელისუფლებას ან რა არ გააკეთა სწორად მმართველმა კოალიციამ, ამის შესახებ დეტალური განმარტებები პრეზიდენტს არ გაუკეთებია.


დადებით შედეგებს არც სტატისტიკა აჩვენებს. უკვე დიდი ხანია მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მთლიან ბიზნესსექტორში 20%-ს ვერ ასცდა. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, მკვეთრი ცვლილებების მიღწევა დროის მოკლე შუალედში შეუძლებელია.


როგორც „მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის“ ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე აცხადებს, სტატისტიკა დადებით მონაცემებს არ აჩვენებს, მაგრამ ამის მიზეზი ისაა, რომ დათვლა არასწორი მეთოდით ხდება.


„მცირე და საშუალო ბიზნესი განმარტებული არ არის და ის ზღვარი, რომელიც მოქმედებს ძალიან მოძველებულია, შესაბამისად, არასწორ შედეგებს გვაძლევს სტატისტიკა. 2014-2015 წლის ჩათვლით ბრუნვის კუთხით მსხვილი ბიზნესი გაიზარდა, მაგრამ ეს გამოწვეული იყო  არა იმით, რომ მცირე ბიზნესი შემცირდა, არამედ იმიტომ, რომ ინფლაცია მოხდა ქვეყანაში და უფრო მეტი გადაცდა მილიონ-ნახევრიან ზღვარს, შედეგად, ისინი მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში გადავიდნენ“,- აცხადებს მიხეილ ჭელიძე და აღნიშნავს, რომ რეალურად ამ მიმართულებით ფონი უმჯობესდება, რეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობა იზრდება და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება მცირე და საშუალო ბიზნესით.


„მცირე და საშუალო ბიზნესის“ ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის მუდმიად იდგმევა ნაბიჯები და მათი განვითარებისთვის „საქმე კეთდება“.



„მე არ ვიცი, რას გულისხმობდა პრეზიდენტი, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ნამდვილად კეთდება საქმე და ეს დასაფასებელია. არსებობს გარკვეული პროგრამები, არსებობს სააგნეტო, რომელიც პოლიტიკას განსაზღვრავს, არსებობს გრანტები და თანადაფინანსების პროგრამები. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალში, ამისთვის არსბეობს სტრატეგია, რომელიც უნდა ამოქმედდეს“,- აცხადებს მიხეილ ჭელიძე.


ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მკვეთრ ცვლილებებს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით 2020 წლისთვის უნდა ველოდოთ, როდესაც საბოლოოდ ამოქმედდება მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგია, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა.


„გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ ხელმძღვანელი გიგლა მიქაუტაძე კი ფიქრობს, რომ ერთადერთი, რისი ათვისებაც მმართველმა ძალამ ვერ შეძლო,  ეკონომიკური ზრდაა.

 

„ეკონომიკური ზრდა იყო ძალიან დაბალი, გასაგებია საგარეო ფაქტორები, მაგრამ ვფიქრობ, მეტის გაკეთება შეიძლებოდა. თუნდაც, ის ინიციატივები, რომლითაც ბოლო პერიოდში გიორგი კვირიკაშვილი გამოვიდა, უფრო ადრე შეიძლებოდა გაკეთებულიყო და ეს კონომიკაზე დადებითად იმოქმედებდა“,- აცახდებს გიგლა მიქაუტაძე.


მისივე თქმით, საქართველოს მსგავს პატარა ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საკმაოდ რთულია, რადგანაც ისინი ნაკლებად კონკურენტულები არიან მსხვილ ბიზნესთან შედარებით. მიქაუტაძე ამბობს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდება მაშინ, როდესაც ეკონომიკური ზრდა მაღალი იქნება, შესაბამისად, მაღალი იქნება მსხვილი ბიზნესის განვითარებაც; ამ მოვლენების მომდვენო ნაბიჯი კი უკვე მცირე და საშულო ბიზნესის განვითარება იქნება.


პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე მიიჩნევს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის მკვეთრ ცვლილებებს გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა, ამ 4 წლის განმავლობაში ხელისუფლებას შეეძლო, უკეთეს შედეგებზე გასულიყო და უფრო მეტად განევითარებინა ბიზნესის ეს სეგმენტი.


„ზოგადად შესაძლებლობები ყოველთვის არსებობს უფრო მეტი, ვიდრე გამოიყენება. აბოსლუტური გამოყენება, ალბათ, არსად არ არის. იყო გარკვეული სეგმენტები, სადაც შეგვეძლო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მეტი სტიმული მიგვეცა. მაგალითად, ჩვენ ვერ შევძელით სერვისების პრივატიზება,  თვითმმართველობები ისეთ სერვისებს ახორციელებენ თავიანთი ძალებით, რომელთა პრივატიზებაც შეგვეძლო: მაგალითად, კეთლმოწყობის, დასუფთავების ნაწილი გადაგვეცა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ეს კარგი სტიმული იქნებოდა მათთვის“,- აცხადებს ნოდარ ებანოიძე.


მისივე თქმით, მოგების გადასახადის რეფორმა, რომელიც 2017 წლიდან უნდა ამოქმედდეს, კარგი იქნებოდა, უფრო ადრე განხორციელებულიყო.

 

„ჩვენი ეკონომიკური ზრდა ისედაც დაბალია, ეკონოიკური ზრდა რომ შეეტყოს მოსახლეობას, ზრდა უნდა იყოს ორნიშნასთან მიახლოვებული. არ ვფიქრობ, რომ გრანდიოზული ნახტომის გაკეთება შეიძლებოდა ამ დროის განმავლობაში, თუმცა, ყველა რეზერვის ამოქმედების შემთხვევაში მცირე და საშუალო ბიზნესს შეეძლო უფრო მეტად განვითარება“,- აცხადებს ნოდარ ებანოიძე.




„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ნინო ზამბახიძე

„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“  - ნინო ზამბახიძე
access_time2019-10-21 19:30:25
„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ამის შესახებ დღეს პერემიერთან შეხვედრის შემდეგ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ ისაუბრა. დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების  შეხვედრაზე, გახარიამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან ძირითადი პრობლემური საკითხები მოისმინა. ერთ-ერთი იყო სოფლის მეურნეობის გამოწვევებიც,...

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა
access_time2019-10-21 20:30:17
2019 წლის იანვარს-სექტემბერში ჩინეთის მშპ-მ  9,8 ტრლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს  6,%-ით აღემატება- იტყობინება ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო.ბოლო 3 კვარტლის მანძილზე ქვეყნის მშპ-ს ზრდა მცირდება - პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 6,4%, მეორეში -6,2%, მესამეში - უკვე 6%. ბოლო ციფრი მოსალოდნელზე, ანუ 6,1%-ზე დაბალი აღმოჩნდა. ეს მაჩვენებელი  1992 წლიდან  ყველაზე დაბალია. 2019 წელს ჩინეთის ეკონომიკა ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....


მსგავსი სიახლეები

up