პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი: დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ბანკებს ხარჯებს გაუზრდის

პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი: დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ბანკებს ხარჯებს გაუზრდის

person access_time2016-04-11 10:30:26

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედებას 2020 წლიდან ითვალისწინებს. რეფორმის აუცილებლობასა და მის მნიშვნელობაზე წლებია მიმდინარეობს საუბარი, თუმცა, აქამდე სისტემა ამოქმედებული არ არის.


ფინანსთა სამინისტროს მიერ „კომერსანტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, „დეპოზიტების დაზღვევის“ შესახებ კანონპროექტი უკვე შემუშავებულია და მისი განხილვა დაინტერესებულ მხარეებთან მიმდინარეობს.  კანონპროექტი პარლამენტში ივნისში უნდა შევიდეს, თუმცა, მისი მიღება საგაზაფხულო სესიაზე სავარაუდოდ ვერ მოესწრება.


დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მოდელი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს, გულისხმობს, რომ დაზღვევა კომერციული ბანკებისთვის სავალდებულო უნდა იყოს.


უნდა იყვნენ თუ არა ჩართული სისტემაში კომერციული ბანკების გარდა სხვა საფინანსო კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს მსგავს მომსახურებას სთავაზობენ? რა დადებითი და უარყოფითი ეფექტის მოტანა შეუძლია დეპოზიტების დაზღვევას და რატომ ვერ ამოქმედდა ის წლების განმავლობაში?


საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის მაია მელიქის განცხადებით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა კომერციულ ბანკებს ხარჯებს გაუზრდის. როგორც მან „კომერსანტს“ განუცხადა, რამდენით გაიზრდება ეს ხარჯები, ამის თქმა ჯერჯერობით რთულია, რადგანაც ეს სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ამ და სხვა საკითხებზე საუბარს პრეზიდენტის მრჩეველი მომავალ კვირაში რეფორმის შემუშავებაში ჩართულ მხარეებთან გეგმავს.


მისივე განცხადებით, მცირე ბანკები ცალსახად თვლიან, რომ სისტემის შემოღება სწორია, რაც შეეხება მსხვილ ბანკებს, მათ მოსაზრებას პრეზიდენტის მრჩეველი უახლოეს დღეებში მოისმენს.


პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, რომელიმე ბანკის გაკოტრების შანსი დღეს მინიმალურია, რადგანაც ამ ყველაფერს ეროვნული ბანკი აკონტროლებს, თუმცა, სისტემის შემოღების შემდეგ დეპოზიტარები გაცილებით უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს.



რაც შეეხება შეკითხვას, უნდა გავრცელდეს თუ არა სისტემა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, რომლებსაც დეპოზიტების მიღების უფლება არ აქვთ, თუმცა, მომხმარებელს მსგავსი შინაარსის მქოდე თამასუქების განთავსებას სთავაზობენ, მაია მელიქიძე აცხადებს, რომ ეს საკითხიც განხილვის თემას წარმოადგენს.

 

„მიკროსაფინანსოებს არ აქვთ დეპოზიტების მიღების უფლება, თუმცა, რამდენიმე მიკროსაფინანსოს ეს მომხმარებლისთვის შეთავაზებული აქვს სახეცვლილი ფორმით. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ეს კანონი მიუთითებს დეპოზიტების დაზღვევაზე და არა თამასუქების დაზღვევაზე, ეს საკითხიც არის განხილვის თემა. ამ საკითხსაც წამოვჭრი შეხვედრაზე, რომელიც მიმდინარე კვირაში გაიმართება“,- აცხადებს მაია მელიქიძე.


რატომ არ შემუშავდა დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საქართველოში წლების განმავლობაში, როდესაც ეს მსოფლიოში მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენს, პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, რომ ამ დრომდე საბანკო სექტორი არ იყო მზად ამ მასშტაბის ვალდებულებები საკუთარ თავზე აეღო.


„წლების განმავლობაში საბანკო სექტორი ფორმირების პროცესში იყო. კომერციულმა ბანკებმა საქმიანობა დაიწყეს 1991 წლიდან და დრო დასჭირდა მათ პოზიციონირებას, დახვეწას, ფორმირებას. საბანკო სექტორი არ იყო მზად ამხელა ვალდებულების საკუთარ თავზე ასაღებად“,- აცხადებს მაია მელიქიძე.


პირველი საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელი გივი კორინთელისთვის კი ძნელია ახსნა, თუ რატომ არ შემუშავდა დეპოზიტების დაზღვევის მოდელი ამ დრომდე. მისი თქმით, რეფორმა ერთი რომელიმე უწყების განსახორციელებელი არ არის და ის რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურის ძალიან დიდ და შრომატევად სამუშაოს გულისხმობს.


რაც შეეხება შეკითხვას, უნდა იყვნენ თუ არა სისტემაში ჩართული თამასუქის გამცემი ორგანიზაციები, გივი კორინთელი პასუხობს, რომ დაზღვევის სისტემაში ჩართული უნდა იყოს ყველა ის საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც აკმაყოფილებს  საბანკო წარმოების  საერთაშრისო სტანდარტებს და კორპორატიულ ნორმებს.


„მომხრე ვიქნებოდი, რომ ყველა იყოს თანაბარ პირობებში და მათაც მიიღონ მონაწილეობა დაზღვევის სქემაში. ეს ჩამოაყალიბებს მეორადი  ფინანსური ბაზრის ცნებას და გააძლიერებს მას. უნდა არსებობდეს ფულის მულტიპლიკატორი და კომერციული ბანკი არ უნდა იყოს ერთადერთი წყარო სესხის ასაღებად. უნდა გაიზარდოს იმ მონაწილეების წილი ბაზარზე, რომლებიც არ წარმომადგენენ კომერციულ ბანკებს, მაგრამ აქვთ მდგრადი ფინანსური მონაცემები და კორპორატიული პროცედურები“,- აცხადებს გივი კორინთელი.


მისივე თქმით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედება ბაზარზე მცირე და მსხვილ ბანკებს შორის კონკურენციას გაზრდის და ეს დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.


„ეს იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, ეს ერთი-ორად გაზრდის ნდობას არამარტო წამყვანი კომერციული ბანკების მიმართ, არამედ ბაზრის ყველა მონაწილე სუბიექტისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ სტანდარტს, მაგრამ არ აქვთ დიდი რესურსი. მათ ეს დაზღვევა თანაბარ პირობებში აყენებს დიდ ბანკებთან და ზრდის კონკურენციას“,- აცხადებს გივი კორინთელი.

 





თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?
access_time2019-07-20 16:00:59
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიწისქვეშა გაზსაცავის სკოპინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების პირველი ეტაპის პროცედურაა.   აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველო სხვადასხვა ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, შესაბამისად, ევროპისთვის საქართველო ნავთობითა და გაზით მომარაგების კუთხით უმნიშვნელოვანეს პარტნორად მოიაზრება.   არსებული მდგომარებით, საქართველოში ბუნებრივი აირით მომარაგება...

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის
access_time2019-07-20 14:00:53
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის შესახებ ქართული მედია-სივრცე დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ტელეკომპანია, რომლის სარედაქციო პოლიტიკის...

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი
access_time2019-07-20 12:00:47
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ქვეყნის პარლამენტმა შეთანხმებას ვერ მიაღწია. კონსერვატიული და მშრომელთა პარტიები ორივე...


მსგავსი სიახლეები

up