პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით პრეზიდენტის სასახლეში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით პრეზიდენტის სასახლეში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება

access_time2019-12-02 18:30:58

3 დეკემბერს, შშმ პირთა საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება.  ამის შესახებ „კომერსანტს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.


ფორუმზე სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია 3 დეკემბერს 16.00 საათიდან დაიწყება. ფორუმი კი, 17:00 სთ-დან 20:00 საათამდე გაიმართება. მისამართი: თბილისი, ათონელის ქ. N25; პრეზიდენტის ადმინისტრაცია.



ფორუმის მიზანს შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს წვდომას ვაკანსიებზე, მათ საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ და აარჩიონ სხვადასხვა შეთავაზება რამოდენიმე დამსაქმებელისგან.



დასაქმების ფორუმზე, დამსაქმებლები შშმ პირებს შრომის ბაზარზე არსებულ, აქტიურ ვაკანსიებს შესთავაზებენ. წარმოდგენილი იქნება აქტიური ვაკანსიები სხვადასხვა სფეროებიდან. მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან.



დასაქმების ფორუმზე სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს საშუალება ექნებათ, ადგილზევე დარეგისტრირდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე - www.worknet.gov.ge







ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...

თბილისელ მძღოლებს ზაფხულში სითი პარკის ჯარიმები ჩამოეწერებათ

თბილისელ მძღოლებს ზაფხულში სითი პარკის ჯარიმები ჩამოეწერებათ
access_time2020-06-06 12:00:29
თბი­ლი­სე­ლებს სითი პარ­კის გა­და­უხ­დე­ლი ჯა­რი­მე­ბი ჩა­მო­ე­წე­რე­ბათ. ინი­ცი­ა­ტი­ვა ცოტა ხნის წინ თბი­ლი­სის მერ­მა...

დონალდ ტრამპის პოსტის გამო, „ფეისბუქში“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკას შეცვლიან

დონალდ ტრამპის პოსტის გამო, „ფეისბუქში“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკას შეცვლიან
access_time2020-06-06 11:00:57
მარკ ცუკერბერგი „ფეისბუქზე“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკის გადახედვის პირობას დებს. ამის შესახებ მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის მფლობელმა ცოტა ხნის წინ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე...

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...


მსგავსი სიახლეები

up