პრეზიდენტი - ვწუხვარ, რომ ამ პარლამენტში ნაწილმა აირჩია გარეთ დარჩენა - იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარლამენტი შეივსება, როგორც საჭიროა

პრეზიდენტი - ვწუხვარ, რომ ამ პარლამენტში ნაწილმა აირჩია გარეთ დარჩენა - იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარლამენტი შეივსება, როგორც საჭიროა

access_time2020-12-11 14:00:00

მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარლამენტი შეივსება, როგორც საჭიროა, რომ ეს პარლამენტი იქნება ის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება ახალი პოლიტიკა, რომელიც დაეყრდნობა მის ფასეულობებსა და რეალურ რესურსებს.

ქვეყნის შიგნით პანდემიამ, ბევრ ტრაგედიასთან ერთად, ყველას მინდა მივუსამძიმრო, ვისაც ეს შეეხო, შექმნა ახალი მოცემულობა და დაგვანახა განვითარების სტრატეგიის აუცილებლობა, რომელიც აისახება გამოკვეთილი პრიორიტეტებში: პროფესიონალიზმი, ანუ განათლების, გამოცდილების და ცოდნის ერთობლიობა. პანდემიამ დაგვანახა, რომ ქვეყანას ჰყავს მაღალი დონის სპეციალისტები, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პროფესიონალიზმის გადამწყვეტ როლს უკიდურესი საჭიროების ჟამს. ამასთან, გვაჩვენა ახალი კადრების მომზადების, ჩვენი ახალგაზრდების ნიჭის, მათი სამეცნიერო და შემოქმედებითი პოტენციალის მხარდაჭერის აუცილებლობა. ჩვენ უნდა დავეუფლოთ ახალ ტექნოლოგიებს, რაც ჩვენი ზომის და ადგილმდებარეობის ქვეყნისთვის სწორი მიმართულება და ინვესტიციების მოზიდვის ყველაზე საიმედო გზაა. ეს კი მაღალი კვალიფიკაციის გარეშე არ ხდება. ამ თვალსაზრისით სამწუხაროა, რომ ქუთაისის ახალი საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მნიშვნელობა ჯერ სათანადოდ ვერ არის აღქმული. რეგიონების გაძლიერება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ მმართველობას დაეკისროს მეტი პასუხისმგებლობა, მიეცეს მეტი ინიციატივის უფლება და მეტი მატერიალური, ადამიანური და პროფესიული რესურსი. პოლიტიკური კადრები რეგიონებში უნდა იწყებდნენ მოღვაწეობას და იქ მოიპოვებდნენ ნდობას. ამ თვალსაზრისით მომავალი წლის ადგილობრივ არჩევნებს ექნება ძალიან დიდი დატვირთვა. სოფლად დაბრუნება თავისთავად მოჰყვა პანდემიას. ახლა საჭიროა საფუძვლიანად მომზადდეს ეს პროცესი და ხელი შეეწყოს პროფესიონალი კადრების დამკვიდრებას სოფლად. ძლიერი რეგიონი ჩვენი მომავალი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ღერძი უნდა იყოს. ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტად გამოცხადების აუცილებლობა არსებული პანდემიის ფონზე ყველასთვის ნათელია! ამ სფერომ გამოავლინა კიდეც გარკვეული მდგრადობა კრიზისის დაძლევაში! თუმცა პრიორიტეტი უნდა გავრცელდეს მთლიანად მედიცინის დარგზე, რომელსაც ჩვენი ხვალინდელი ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან სექტორად გადაქცევის პოტენციალი გააჩნია. ამისთვის ერთ მთლიან სტრატეგიაში უნდა მოექცეს ყველა შესაძლებლობა და გამოცდილება, იქნება ეს ტრადიციული ხალხური მედიცინა თუ ახალ დაავადებებთან ბრძოლაში მოპოვებული თანამედროვე კომპეტენციები, ან კიდევ უზარმაზარი ბალნეოლოგიური, სარეაბილიტაციო და სამკურნალო პოტენციალი.

უნდა შეიქმნას ამ სტრატეგიის ერთი ბრენდი - „მედეა“, რომელიც დაგვიბრუნებს ბუნებრივ, ისტორიული ნიშას რეგიონსა და მსოფლიოში. ამ პრიორიტეტებში ვგულისხმობ ონკოლოგიას, რათა დავიბრუნოთ რეგიონული ცენტრის ფუნქცია და ბავშვები ქვეყნიდან გასვლის გარეშე გადავარჩინოთ! კულტურა - დროა გავიაზროთ არა როგორც გართობა, არამედ როგორც ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგი. ყველაზე მეტად კულტურის სფერო დაიჩაგრა პანდემიის პერიოდში. ამით საქართველო დაიჩაგრა, რადგან ქვეყნის გარეთ ჩვენ კულტურით გვიცნობენ, ქვეყნის შიგნით კი კულტურაა ჩვენი მაცოცხლებელი ძალა! ისიც უნდა ითქვას, რომ კულტურის სფერო საკმაოდ უმოქმედო აღმოჩნდა ამ ურთულეს პერიოდში. უცხოეთში ბევრი ცდილობდა მოეფიქრებინა, როგორ ეარსება კულტურას ასეთ უჩვეულო და ურთულეს ვითარებაში. ჩვენთან ეს ნაკლებად მოხდა. საქართველოში კულტურას მეტი ყურადღება სჭირდება სახელმწიფოსგან, თუმცა საჭიროა დაფინანსების ძველი სისტემის გადახედვა, რათა წახალისდეს ინიციატივა, სტიმულირდეს კონკურენტუნარიანობა. ამ სფეროში საჭიროა მეტი ნოვაცია, მეტი შემოქმედებითი ენერგია, მეტი თავისუფლება და გამბედაობა. ამას სჭირდება ძლიერი მენეჯმენტი, საკუთარი ადგილის დანახვა და დამკვიდრება მსოფლიო ბაზარზე. ეკონომიკის ახალი პარადიგმა, პამნდემიამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ ბაზრის პრინციპებზე აგებული ეკონომიკა ვერ პასუხობს მსოფლიო დონის გამოწვევებს. მთავარი პასუხისმგებლობა ჯანდაცვის, განათლების და სოციალური სფეროს უზრუნველყოფისთვის კვლავ სახელმწიფოს ეკისრება და უნდა ეკისრებოდეს კიდეც. მაგრამ საჭიროა მოიძებნოს ახლებური ბალანსი, რომელშიც კერძო სექტორის თავისუფალი მოქმედების არეალი არ შეიზღუდება - პირიქით, უფრო დაცული გახდება - და სახელმწიფო სექტორის როლი კი, არსებითი დარჩება.

როგორც ვნახეთ, სახელმწიფო სექტორის გაქრობის გეგმა აბსურდული აღმოჩნდა. თუმცა, ამ სფეროში უნდა დამკვიდრდეს კერძო სექტორისთვის დამახასიათებელი ეფექტურობა, მოქნილობა და ანგარიშვალდებულება ყოველ დახარჯულ ლარზე. ჩვენ გვჭირდება ახალი პოლიტიკა, რომელიც დაეყრდნობა ჩვენს ფასეულობებს, ჩვენს რეალურ რესურსებს; რომელიც ახალგაზრდებს დაუბრუნებს ქვეყნის სამსახურში ჩადგომის სურვილს, უცხოეთში გახიზნულ ადამიანებს - ჩვენს დიასპორას - სამშობლოსკენ შემოაბრუნებს; რომელიც გაგვიჩენს განცდას, რომ გადავლახეთ წარსული და ვაშენებთ მომავალს. ახალი პოლიტიკა ვერ იქნება დაპირისპირების, დაყოფის და დაშლის. როგორც წარსულში, ურთულეს პერიოდებში, დღესაც უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ისტორიული პრინციპი ,,ერთობითა და თანადგომითა მტერსა ზედა ძლევაი”. ეს იყოს ჩვენი გამაერთიანებელი, ეს იყოს ჩვენი მამოძრავებელი.


რამეთუ, აქ და ახლა იწყება ახალი საქართველოს მშენებლობა! ეს პასუხისმგებლობა დიდწილად ამ პარლამენტს ეკუთვნის. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პარლამენტში ნაწილმა აირჩია გარეთ დარჩენა, რამეთუ პასუხისმგებლობა ყველასგან მოითხოვს, რომ დღეს, ამ ვითარებაში, ვიყოთ ერთად და გამოვიყენოთ ყველა ჩვენი შესაძლებლობები. მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარლამენტი შეივსება, როგორც საჭიროა, რომ ეს პარლამენტი იქნება ის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება. მე მინდა მეათე მოწვევის პარლამენტის წევრებს, ყველას მოგილოცოთ და გისურვოთ ყველას წარმატება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის! დიდი მადლობა! - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


IPN.GE 



თეგები:
პრეზიდენტი



საქართველოს რკინიგზამ 2021 წელს ლარში შემოსავლის 11,95%-იანი ზრდა აჩვენა

საქართველოს რკინიგზამ 2021 წელს ლარში შემოსავლის 11,95%-იანი ზრდა აჩვენა
access_time2022-09-29 14:00:08
„საქართველოს რკინიგზამ“ 2021 წელს ლარში შემოსავლის 11,95%-იანი ზრდა აჩვენა,  8,04%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა  დოლარის კუთხითაც, ოღონდ ლარის კურსის რყევების გამო, ოდნავ შენელებული ტემპით - ამის შესახებ ინფორმაცია TBC Capital -  ის კვლევაშია მოცემული. მათივე ინფორმაციით, პოზიტიური დინამიკა 2022 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, როდესაც შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარში 12,06%-ით გაიზარდა, ხოლო 21,81% -ით...

უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
access_time2022-09-29 12:55:22
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate (დეველოპერული კომპანია m2-ის მფლობელი კომპანია) ახალი გენერალური დირექტორი, გურამ ახვლედიანი უხელმძღვანელებს. გურამ ახვლედიანი Georgia Capital-ის ჯგუფში, რომელიც Georgia Real Estate-ის დედა კომპანიაა, შვიდი წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. 2021 წლიდან დღემდე,  ის  Georgia Real Estate -ის ტექნიკური დირექტორი იყო.   გიორგი ვახტანგიშვილი, რომელიც Georgia Real Estate-ის გენერალური დირექტორის...

„არ მაქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დავუჭირო სამოქალაქო საზოგადოებას“

„არ მაქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დავუჭირო სამოქალაქო საზოგადოებას“
access_time2022-09-29 12:37:21
ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ არასოდეს ჩარეულა და არც მომავალში ვაპირებს ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში, ჩავთვალე, რომ ვალდებული ვარ, როგორც ჩვენ ქვეყანაში, ასევე რეგიონში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო და საზოგადოებამდე ჩემი სათქმელი მივიტანო. დღეს...

ზეთის ფასი შემცირდა და არის წინაპირობა, რომ კიდევ უფრო გაიაფდეს - ბიზნესის მოლოდინი

ზეთის ფასი შემცირდა და არის წინაპირობა, რომ კიდევ უფრო გაიაფდეს - ბიზნესის მოლოდინი
access_time2022-09-29 12:30:49
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ზეთის ფასი საკმაოდ შემცირდა, არის წინაპირობა, რომ უფრო გაიაფდეს. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ფასის შემცირებას მათ შორის განაპირობებს ის ფაქტიც, რომ ზეთზე მცურავი ბაჟი შესაძლოა განულდეს. „ზეთი საკმაოდ გაიაფდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ დიდი მოსავალია, მათ შორის, რუსეთში. მცურავი ბაჟი იყო შემოღებული,...

ევროპაში გაზის ფასი დაახლოებით 2%-ით შემცირდა

ევროპაში გაზის ფასი დაახლოებით 2%-ით შემცირდა
access_time2022-09-29 11:58:07
ევროპაში გაზის საბირჟო ფასები, დღეს, ვაჭრობის დაწყების შემდეგ ზომიერად კლებულობს და ათას კუბურ მეტრზე 2 ათასი დოლარის დონეზეა შენარჩუნებული. Report-ის ცნობით, ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემები. უახლოესი, ოქტომბრის ფიუჩერსებით (უმსხვილესი ევროპული ჰაბის TTF ინდექსის მიხედვით) ვაჭრობა დაახლოებით $1,965,8 ათას კუბურ მეტრზე (-4,4%) გაიხსნა. შემდეგ ფასები 2016 დოლარამდე (-2%) გაიზარდა. კოტირების დინამიკა ეფუძნება წინა სავაჭრო დღის ანგარიშსწორების ფასს - $2,056.6...


მსგავსი სიახლეები

up