პრეზიდენტი: ქუთაისმა საქართველოს კულტურული დედაქალაქის სახელი უნდა დაიბრუნოს

პრეზიდენტი: ქუთაისმა საქართველოს კულტურული დედაქალაქის სახელი უნდა დაიბრუნოს

access_time2019-02-10 23:00:14

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ქუთაისშია ჩასული, სადაც ის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვითაც გამოვიდა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ის რეგიონების პრეზიდენტი იქნებოდა.

ეს ნიშნავს პირველ რიგში პრეზიდენტის ყურადღებას რეგიონების მიმართ. და ყურადღების პირველი ნიშანი არის ჩამოსვლა და თქვენთან ყოფნა; იმის გაგება თუ როგორ შეუძლია პრეზიდენტს მხარი დაუჭიროს იმ მიმართულებებს, რომლებიც განვითარებისკენ არის მიმართული. პრეზიდენტს შეუძლია რეგიონსა და მთავრობასთან შუამავალი იყოს, რომ ზოგიერთი მიმართულება გაძლიერდეს. პრეზიდენტს შეუძლია თავისი ხედვა ჰქონდეს. რამდენად იქნება ეს ხედვა გაზიარებული - სხვა საკითხია. და პრეზიდენტს აქვს სიტყვის თქმის უფლება და შეიძლება ეს სიტყვა ძალიან ძლიერი იყოს, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


პრეზიდენტის თქმით, ქუთაისს დიდი პოტენციალი გააჩნია და მან ამ მიმართულებით რამდენიმე საკითხი ჩამოთვალა:

პირველ რიგში ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ნიშანი როგორც საქართველოს კულტურის დედაქალაქი. და რადგან მე მიმაჩნია, რომ ვარ საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის ელჩი, ჩემი დანიშნულებაა მივიტანო იქამდე სადაც გვყავს პარტნიორები, გავაგებინო რომ ეს კულტურა არის მსოფლიოს და ევროპის კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ახლახანს ვიყავი ბრიუსელში.... ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ რომ გავხდეთ ევროპის კულტურის სრულყოფილი წევრი და ეს ძალიან ბევრს გვაძლევს. ჩვენ უნდა ვიყოთ აღიარებული როგორც შემადგენელი ნაწილი ევროპული კულტურის.


როცა ახლოდან ხედავენ რა არის ჩვენი კულტურა, მაშინ კითხვა არ ისმის თუ რატომ უნდა იქნეს მიღებული საქართველო ამ წრეში. ეს არის ერთ-ერთი ჩემი მისია და ამ მისიაში ძალიან დიდი ნაწილი უჭირავს ქუთაისს თავისი მრავალფეროვნებით... მნიშვნელოვანია ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ყველანაირი ძეგლებია აქ. აღარაფერს ვიტყვი გელათზე, რომელიც ჩაწერილია იუნესკოს ძეგლთა სიაში. და ეს არის მნიშვნელოვანი, აღარ გავიხსენებ ბაგრატის სამწუხარო ბედს. მაგრამ გელათმა გადაარჩინა ქუთაისი. ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთეთ, რათა ქუთაისმა დაიბრუნოს ადგილი მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილად, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 


imedinews.ge






რომან კაკულია ეკონომიკის მინისტრების ცვლილებაზე: არ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვა

რომან კაკულია ეკონომიკის მინისტრების ცვლილებაზე: არ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვა
access_time2019-04-19 14:00:10
9 თვის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ გიორგი ქობულია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად, გიორგი ქობალიასვე მოადგილე, ენერგეტიკის მიმართულებაში ნათია თურნავა დანიშნა. არსებული ინფორმაციით გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა ოფიციალურ მიზეზებზე პრემიერ-მინისტრის კაბინეტში განცხადება არ...

ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს, არიან დაშავებულები

ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს, არიან დაშავებულები
access_time2019-04-19 12:28:33
ვარკეთილში, მე-3 მიკრორაიონში, სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, 1 ადამიანს თავის არეში აქვს დაზიანება მიღებული. ასევე ვრცელდება ინფორმაცია მეორე პირის დაშავების შესახებაც. შსს-ს ცნობით, დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებიათ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას...

აღმოაჩინეთ ინდური ალტერნატიული მედიცინა სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobulet-ში

აღმოაჩინეთ ინდური ალტერნატიული მედიცინა სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobulet-ში
access_time2019-04-19 13:00:19
სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobulet-ი ვიზიტორებს  ინდურ მასაჟებს სთავაზობს. როგორც ცნობილია, ინდური აიურვედას ცენტრი სასტუმროში ექსკლუზიურად ფუნქციონირებს 2010 წლიდან, რომელიც კომპლექსურად აერთიანებს როგორც სარელაქსაციო ასევე სამკურნალო მასაჟების ციკლს. რაც ყველაზე...

ინიშნება თუ არა მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრად?

ინიშნება თუ არა მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრად?
access_time2019-04-19 12:14:18
ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა BM.GE-სთან საუბრისას უარყოფს, რომ ის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს. რამდენიმე ხნის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიხელ დუნდუა, შესაძლოა, ფინანსთა მინისტრად დაინიშნოს. ის ჯერ „შემოსავლების სამსახურის“ უფროსად დაინიშნა. თუმცა ამ თანამდებობაზე მხოლოდ 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მეტიც, მის შესახებ ვრცელი ინფორმაცია „შემოსავლების სამსახურის“...

„განცდა, რომ ქვეყანას ჰყავდა მინისტრი, რომელმაც ხელი დაატყო ეკონომიკას, დიდი ხანია აღარ არსებობს“

„განცდა, რომ ქვეყანას ჰყავდა მინისტრი, რომელმაც ხელი დაატყო ეკონომიკას, დიდი ხანია აღარ არსებობს“
access_time2019-04-19 11:00:49
“ქვეყანაში გული აღარ გვწყდება მინისტრის ცვლილებისას, არ ვამბობთ, ეს როგორ გაუშვეს, ან რატომ წავიდა.  განცდა, რომ ქვეყანას ჰყავდა მინისტრი, რომელმაც ხელი დაატყო ეკონომიკას, ან ნებისმიერ სხვა სფეროს და მერე მოსახლეობას გული დაწყდა ,რომ იგი ვეღარ გააგრძელებს საქმიანობას საკუთარ პოზიციაზე, დიდი ხანია აღარ არსებობს. ქობულიას მინისტრობის პერიოდში, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები არ გვქონია. ქვეყანაში რაიმე თუ იცვლება, ეროვნულ ბანკთან უფრო მეტადაა...


მსგავსი სიახლეები

up