პრეზიდენტი პრემიერის გადადგომაზე : საზღვარგარეთ ყოფნისას პრეზიდენტები შიდაპოლიტიკურ საქმეებზე განცხადებებს არ აკეთებენ

პრეზიდენტი პრემიერის გადადგომაზე : საზღვარგარეთ ყოფნისას პრეზიდენტები შიდაპოლიტიკურ საქმეებზე განცხადებებს არ აკეთებენ

access_time2019-09-02 15:16:00

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მამუკა ბახტაძის გადადგომასაც არ აფასებს. პოლონეთში ვიზიტით მყოფმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აფასებენ და ეს გადაწყვეტილება ბახტაძის მიერ არის მიღებული.


მისივე თქმით, პრემიერის დანიშვნას უნდა დაველოდოთ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ ყოფნისას პრეზიდენტები შიდაპოლიტიკურ საქმეებზე განცხადებებს არ აკეთებენ.


"უნდა ჩავიდე, გავიგო რა ვითარება არის, შემდეგ შეიძლება განცხადებებისა და შეფასებების გაკეთება. მე ჰიპოტეტურ გადაწყვეტილებებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, რაც არ უნდა შესაძლებელი იყოს არ შევაფასებ. არაკორექტული იქნება აქედან რომ შევაფასო პრემიერის ქმედებები და მისი მოღვაწეობა, რომელიც უნდა შეაფასოს ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ და პოლიტიკურმა პარტიებმა. ხვალ იქნება იმის დრო, რომ კომენტარები გაკეთდეს", — აღნიშნა პრეზიდენტმა.


მამუკა ბახტაძემ პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ფეისბუქზე დღეს, 2 სექტემბერს დაწერა.



on.ge





ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა
access_time2020-05-31 14:00:14
მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, ინდოეთში, პაკისტანში, აფრიკაში, ევროპაში  - ღარიბი ადამიანები, რომლებიც პანდემიის გამო კიდევ უფრო ღარიბები გახდნენ, კარანტინს, იზოლაციას, და ეკონომიკის გაჩერებას სულ უფრო აქტიურად აპროტესტებენ. მთელს მსოფლიოში სასურსათო დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციები ღარიბთა მხრიდან უფასო კვებაზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობდნენ. მდიდარ საფრენგეთში კი, უფასო სასადილოებში ღარიბების და...

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება
access_time2020-05-31 12:30:54
შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა...

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს
access_time2020-05-31 10:00:08
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი...


მსგავსი სიახლეები

up