პრეზიდენტი - ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები და საერთაშორისო დახმარებები ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი წყაროებია

პრეზიდენტი - ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები და საერთაშორისო დახმარებები ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი წყაროებია

access_time2020-09-29 23:30:00

ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები და საერთაშორისო დახმარებები ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი წყაროებია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს 75-ე სესიის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც COVID-19-სა და მის შემდგომ პერიოდში ,,2030 მდგრადი განვითარების დღის წესრიგის“ დაფინანსების საკითხს ეხებოდა.

მისივე განცხადებით, არცერთ ქვეყანას არ შესწევს ძალა მარტო გაუმკლავდეს პანდემიას.

„ეჭვი არავის ეპარება, რომ COVID-19-ის პანდემიამ მთელ მსოფლიოში სავალალო სოციალური და ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რაც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ჩვენ კვლავ ვხედავთ კორონავირუსის შედეგებს; მილიონამდე დაკარგული სიცოცხლე, 400 მილიონზე მეტი დაკარგული სამუშაო ადგილი, მოგებისა და შემოსავლის მნიშვნელოვანი ვარდნა, ქვეყნების ეკონომიკების ნეგატიური ზრდა, გლობალური ვალების გასამმაგება.

იმ 75 წლის განმავლობაში, რომელსაც წელს ჩვენ აღვნიშნავთ, გაერო და საერთაშორისო საზოგადოება ასეთი კატასტროფის წინაზე არ აღმოჩენილა. შესაბამისად, თქვენი ინიციატივა არა მხოლოდ დროული, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიცაა. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ არცერთ ქვეყანას არ შესწევს ძალა მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. აუცილებელია, რომ ერთობლივად ვიპოვოთ არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსის ეფექტიანად გამოყენების გამოსავალი და გზები.

მსურს, მადლობა გადავუხადო ექვსივე სადისკუსიო ჯგუფს გაწეული შრომისა და შემოთავაზებებისათვის.

ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, (ფულადი) გზავნილები და საერთაშორისო დახმარებები ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი წყაროებია. მე პირადად ვარ დაინტერესებული ქვეყანის განვითარების პროცესში დიასპორების აქტიურად ჩართვის საკითხით. დიასპორის ინვესტიციების მობილიზების მიზნით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ახლო მომავალში ფართო ონლაინფორუმს ვატარებთ.


სწორედ ახლა უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი და შევხედოთ არსებულ მდგომარეობას, როგორც შესაძლებლობას. სწორედ ახლაა დრო, რომ ნამდვილად ვისწრაფოდეთ მეტად მდგრადი, ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკისა და საზოგადოებისაკენ. ახლა უნდა გადავდგათ სწორი ნაბიჯები, რადგან იძულებული ვართ შევიცვალოთ.

მდგომარეობიდან გამოსვლა და რეკონსტრუქცია ფინანსური რესურსებს მოითხოვს და მე მჯერა, რომ ფინანსური სისტემები ამ მიზნებს მოერგება. სახელმწიფოები, ცენტრალური ბანკები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უკეთ არიან მომზადებული, რათა თავიანთ პორტფოლიოებში გააერთიანონ მდგრადი განვითარების მიზნები და პარიზის შეთანხმების მოთხოვნები. თუმცა, კერძო და კორპორატიულ სისტემებს ჯერ კიდევ ასაღები აქვთ ეს პასუხისმგებლობა.

ეკონომიკური და სოციალური შედეგების უკეთ აღქმა, სამუშაო ადგილების შესაქმნელად საჭირო მექანიზმების შემუშავება, ფინანსურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ღია წვდომა, განათლებისა და უნარების განვითარების მხარდაჭერა მხოლოდ საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობით მიიღწევა. მდგრადი ინვესტირების შესაძლებლობები უნდა ითვალისწინებდეს გარემოზე მორგებულ პროექტებს, რომლებიც ჩართულობის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს კაცებს და ქალებს და პროექტის სიცოცხლისუნარიანობის გაზრდის მიზნით შესაძლოა, კლასტერებზე გადანაწილდეს.

მხოლოდ ერთობლივი მუშაობითა და ძალისხმევით შევძლებთ აღდგენასა და აღორძინებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


IPN.GE



თეგები:
პრეზიდენტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up