პრეზიდენტი - „გიორგი კვირიკაშვილი იყო უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელთან მუშაობაც ყველაზე კომფორტული იყო“

პრეზიდენტი - „გიორგი კვირიკაშვილი იყო უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელთან მუშაობაც ყველაზე კომფორტული იყო“

access_time2018-06-14 11:36:23

„საზოგადოება დაახლოებით, ერთი თვეა ძალიან აქტიურად აფიქსირებს თავის პოზიციას სამართლიანობასთან, მართლმსაჯულებასთან მიმართებაში და ჩვენ გვეძლევა ახალი ვერსია, რომ თურმე UNICEF-ის კვლევიდან გამომდინარე, კვირიკაშვილს ვერ აუგია ეკონომიკური პოლიტიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერი, ისეთი უმაღლესი თანამდებობის პირი იყო, რომელთან მუშაობაც მისთვის კომფორტული იყო.

 

„ოთხ უმაღლეს თანამდებობის პირთან მიმუშავია, როგორც პრეზიდენტს. მართალია, მესამე პრემიერ-მინისტრია, რომელიც წავიდა, მაგრამ მიმუშავია ოთხ უმაღლეს თანამდებობის პირთან, ეს არის ბატონი კვირიკაშვილი, ბატონი ღარიბაშვილი, ბატონი უსუფაშვილი და ბატონი კობახიძე. შემიძლია ნათლად ვთქვა, რომ ბატონი გიორგი იყო უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელთან მუშაობაც ყველაზე კომფორტული იყო, ნათლად განსაზღვრული და გასაგები ხედვით იმისა, რასაც აკეთებდა და რა მიმართულებითაც ავითარებდა ქვეყანას. საზოგადოებისთვის გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რატომ წავიდა ბატონი კვირიკაშვილი თანამდებობიდან, რადგან იმ პროცესში, რომელსაც ვაკვირდებით და რომელშიც კვირიკაშვილის გუნდი სწორედ ეკონომიკურ მიმართულებას ავითარებდა, ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ეკონომიკა და მოქალაქეების კეთილდღეობა უმაღლეს დონეზეა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ბატონი კვირიკაშვილის საქმიანობა წარუმატებელი იყო. ეკონომიკურ პრობლემებზე დაახლოებით, ერთი თვის წინ პარლამენტში ვისაუბრე, მაგრამ მაშინ სრული მიუღებლობა იყო იმ ჭეშმარირტების, რომ დასაქმების მიმართულებით სირთულეები არსებობს და ა.შ. უცებ UNICEF-ის კვლევამ საქართველოს მთავრობისთვის გასაგები გახადა, რომ ეკონომიკის მიმართულებით არსებობს პრობლემები, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის გუნდის მიერ 2 წლის განმავლობაში გაკეთებული და გადადგმული ნაბიჯები ერთმნიშვნელოვნად ვერ შეფასდება, როგორც წარუმატებელი და უარყოფითი.


 

„მასკარადი, როდესაც ინიშნებიან ადამიანები და რეალურად გადაწყვეტილების მიმღები არის თურმე პარტია, ავნებს საქართველოს, მის ევროპულ არჩევანს და ავნებს საქართველოს სტაბილურობას, - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.


პრეზიდენტმა მმართველ პარტიას მიმართა და პრემიერად იმ ადამიანის დასახელებისკენ მოუწოდა, რომელიც არის პარტიის ლიდერი. მარგველაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი კარგი პრემიერ-მინისტრი იყო.

 

„მოვუწოდებ საქართველოში პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალებს, აიღონ თავის პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მათ შორის, მმართველ პარტიას ყველაზე მეტად და დაასახელონ პრემიერ-მინისტრად ის ადამიანი, რომელიც არის პარტიის ლიდერი, რომელთანაც მე მიმუშავია, როგორც პრემიერ-მინისტრთან მინისტრის რანგში და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გამოცდილებით, ის კარგი პრემიერ-მინისტრი იყო. მასკარადი, როდესაც ინიშნებიან ადამიანები და რეალურად გადაწყვეტილების მიმღები არის თურმე პარტია და ეს არ გამოიხატება რეალურ ცხოვრებაში, ჩემი აზრით, ავნებს საქართველოს, მის ევროპულ არჩევანს და ავნებს საქართველოს სტაბილურობას, - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

„ინტერპრესნიუსი“





ტურისტებმა საქართველოში, ივლისში რეკორდული თანხა - 431 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს

 ტურისტებმა საქართველოში, ივლისში რეკორდული თანხა - 431 მილიონი  აშშ დოლარი დახარჯეს
person access_time2018-08-16 15:00:26
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ივლისში საქართველოში მყოფმა უცხოელმა ვიზიტორებმა რეკორდული რაოდენობის თანხა - 431 მილიონი დოლარი დახარჯეს. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში დანახარჯები  379 მილიონს შეადგენდა. აქამდე ტურიზმიდან თვეების განმავლობაში 400 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი საქართველოს  არ...

43 რეკომენდაციიდან მხოლოდ 4 არის შესრულებული- სასტუმრო „ველმონდი“ ხვალ დაილუქება

43 რეკომენდაციიდან მხოლოდ 4 არის შესრულებული- სასტუმრო „ველმონდი“  ხვალ დაილუქება
person access_time2018-08-16 13:58:30
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო “ველმონდის” (ყოფილი “ლეოგრანდის”) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. „კომერსანტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე ველმონდში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს [დეტალური,...

ოქროს მომპოვებლები: საქართველოს 8 რეგიონში ძვირფას მეტალს 15 კომპანია ეძებს

ოქროს მომპოვებლები: საქართველოს  8  რეგიონში ძვირფას მეტალს 15 კომპანია ეძებს
person access_time2018-08-16 10:30:27
საქართველოში ოქროს დაცული...

სებ-ის პესიმისტური სცენარით, ლარი 2018 წელს 10%-ით, 2019 წელს კი 15%-ით გაუფასურდება

სებ-ის პესიმისტური სცენარით, ლარი 2018 წელს 10%-ით, 2019 წელს კი 15%-ით გაუფასურდება
person access_time2018-08-16 11:00:19
...

რაულ ხაჯიმბა: აფხაზეთში რკინიგზა აუცილებლად ამოქმედდება, უნდა ეს საქართველოს თუ არა

 რაულ ხაჯიმბა: აფხაზეთში რკინიგზა აუცილებლად ამოქმედდება, უნდა ეს საქართველოს თუ არა
person access_time2018-08-15 20:00:00
აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმას რაულ ხაჯიმბამ რუსულ გამოცემა „იზვესტიას“ ინტერვიუ მისცა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up