პრეზიდენტი ახალქალაქში სიტყვით გამოსვლისას - აუცილებელია, რომ აქ გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა-ბაღი

პრეზიდენტი ახალქალაქში სიტყვით გამოსვლისას - აუცილებელია, რომ აქ გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა-ბაღი

access_time2019-04-14 15:26:59

ჩვენ და სახელმწიფო არაფერს დავიშურებთ, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს სახელმწიფო ენა. აუცილებელია, რომ აქ გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა-ბაღი, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალქალაქში დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ენა არის მთავარი კარი ურთიერთობებში და ერთმანეთის პატივისცემა სწორედ სახელმწიფო ენის ცოდნაზე გადის.

„რატომ არის საჭირო სახელმწიფო ენა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი? ენა არის მთავარი კარი, კარი ურთიერთობების. თუ გვინდა, რომ ერთმანეთს ვესაუბროთ, გავუგოთ, თუ გვინდა,რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ -ეს ყველაფერი გადის ენის ცოდნაზე, რომელიც არის სახელმწიფო ენა.

ენა არის კარი კულტურის, ენა არის კარი სახელმწიფოს გაძლიერების. ამისთვის იბრძოდნენ 14 აპრილს 1978 წელს. იბრძოდნენ იმისთვის, რომ სახელმწიფო ენა ყოფილიყო დაცული და მათ რომ არ გაემარჯვათ ალბათ, მერე არ მოჰყვებოდა ამას დამოუკიდებლობა და სახელმწიფოს აღდგენა. ეს ყველაფერი არის ერთად ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული და არ შეიძლება ერთი მეორეს გარეშე. მე მაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ვინც დღეს აქ ბრძანდებით და თქვენი შვილები, გახდეთ სრულყოფილი საქართველოს მოქალაქეები“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

სალომე ზურაბიშვილმა დღეს სიტყვით გამოსვლისას ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, მათ ვისაც სურს დაიბრუნოს, ან აღიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა, აუცილებელია ქართული ენის ცოდნა.


„ამიტომ არის, რომ მე ძალიან ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ორმაგი მოქალაქეობა ყოფილიყო შესაძლებელი ყველასთვის და არა ისე, როგორც აკრძალული იყო წინა კონსტიტუციით. ეს ცვლილება შემოვიდა კონსტიტუციაში და დღეს უკვე ყველას აქვს უფლება დაიბრუნოს, აღადგინოს საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ამისთვის საჭირო არის, რომ ორი მხარე იყოს და მეორე მხარემ ნაბიჯი უნდა გადადგათ. ეს ნაბიჯი არის ამ ენის სწავლა იმ დონეზე მაინც, რომ ჩააბაროთ ის პატარა გამოცდა, რაც თან ახლავს მოქალაქეობის აღდგენის პროცესს. ეს არის სიმბოლური, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს უნდა, რომ თქვენ გახდეთ საქართველოს სრული მოქალაქეები ყველა უფლებით და თქვენც გაქვთ სურვილი. მაშინ არის სახელმწიფო ძლიერი, როცა ყველა მის მოქალაქეს სურს, რომ იყოს სრულყოფილი წევრი, გრძნობს თავს ამ ქვეყნის მოქალაქედ.

ჩვენ და სახელმწიფო არაფერს დავიშურებთ, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს სახელმწიფო ენა. აუცილებელია, რომ აქ გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა-ბაღი. ვიცი , რომ ეს თქვენც გინდათ და ჩვენც გვინდა. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს, როცა აქ ჩამოვალ, ეს აღარ იქნება სურვილი, ეს იქნება განხორციელებული“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


IPN





სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს
access_time2019-04-24 15:00:23
m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველისასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში...

„კომერსანტის„ ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება

„კომერსანტის„  ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება
access_time2019-04-24 15:30:47
„კომერსანტისთვის „ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  2019 წლის ზაფხულში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის  მეათე სართულზე რესტორანი ათი იხსნება. რესტორანი როგორც  ტურისტებს, ასევე  ადგილობრივებს სთავაზობს განსაკუთრებულ გარემოს, ხედსა და მენიუს. ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა  ნინო ისაკაძემ...


მსგავსი სიახლეები

up