პრეზენტაცია ,,ბათუმი ცენტრალში“ – ორსართულიანი მატარებლები მგზავრებს მომავალი კვირიდან მოემსახურება

პრეზენტაცია ,,ბათუმი ცენტრალში“ – ორსართულიანი მატარებლები მგზავრებს მომავალი კვირიდან მოემსახურება

person access_time2016-07-22 22:05:03

,,ბათუმი ცენტრალში“ შვეიცარული კომპანია Stadler Bussnang AG-ის, ულტრათანამედროვე, ორსართულიანი, ელექტრო მატარებლის პრეზენტაცია გაიმართა.

 

ახალი მატარებელი ბათუმის სადგურში საზეიმოდ შემოვიდა. მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ორსართულიანი მატარებლის ინტერიერი. პრეზენტაციას დაესწრნენ და სს „საქართველოს რკინიგზის“ მორიგი წარმატებული პროექტის შესახებ ისაუბრეს ოფიციალურმა პირებმა.

 

სს “ საქართველოს რკინიგზის “ გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს რკინიგზას ასეთი კლასისა და სტანდარტის მატარებელები არასდროს  არ ჰყოლია.  “ ეს არის ახალი ნაბიჯი ჩვენი კომპანიის განვითრების ისტორიაში.  მინდა გითხრათ, რომ კომპანია “შტადლერი”  წარმოადგენს ერთერთ წამყვან ბრენდს სარკინიგზო ინდუსტრიაში. რაც შეეხება  მგზავრობის ფასს, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ რომ ფასი რჩება იგივე, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემადგენლობაა შემოსული. ჩვენ ვიყიდეთ 4   ელექტრომატარებელი; ორი არის ადგილზე, ორს დამატებით მივიღებთ დეკემბერში.” – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

“მინდა ყველა ჩვენს თანამოქალაქეს მივულოცო ეს  მოვლენა და განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო, რომ იმ ფონზე როცა ჩვენს ქვეყანაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება,  ასეთი ტიპის სერვისი ხელს შეუწყობს, იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის სტუმრებმა და ასევე ჩვენმა თანამოქალაქეებმა უფრო უსაფრთხოდ და კომფორტულად იმოგზაურონ საქართველოში, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის იმიჯს აამაღლებს,”- განაცხადა   საქართველოს ტურიზმის   ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.



კომპანია “Stadler Altenrhein AG” გენერალური დირექტორის  და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის მარკუს საუერბრახის თქმით, ისინი ძალიან ამაყები არიან რომ შეძლეს ამ ოთხი მატარებლის საქართველოსთვის მიწოდება. “ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ის რომ ამ ბაზარზე ვართ წარმოდგენილები, ამაყები ვართ, რომ მოწოდებული მატარებლები მაღალი ტექნოლოგიებით და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა.” -განაცხადა მარკუს საუერბრახმა.

ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის Stadler Kiss ოთხი ახალი მოდელის ელექტრომატარებელი ს/ს ,,საქართველოს რკინიგზამ“ კომპანია Stadler Bussnang AG-გან შეიძინა.

ელექტრომატერებლები თბილისიდან შავი ზღვის სანაპიროსაკენ მიმავალ მგზავრებს შემდეგი კვირიდან მოემსახურებიან. ახალი მატარებლები ევროპის ყველაზე მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. მათი ტექნიკური მონაცემები სრულად შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს. ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მატარებლები სრულად იქნებიან მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე. ელექტრომატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით გაჩერების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში – ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება.

 

 

მატარებლით მგზავრობის საფასური შავი ზღვის კურორტების მიმართულებით დარჩება იგივე.


მათ შორის იყვნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე, კომპანია Stadler Altenrhein AG-ის გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარკუს საუერბრახი, ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე გუნცაძე, ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და სხვა ოფიციალური პირები.

 



ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ "რაგუსას" წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“
access_time2020-01-23 14:30:56
ოთხი ამერიკელი კონგრესმენი – ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავენ. როგორც წერილშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლარიზაციის გამო. გარდა ამისა, მათი თქმით, ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი...

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს
access_time2020-01-23 15:30:50
როდის დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ვალს? აღნიშნულ კითხვაზე აქამდე მთავრობაში ამტკიცებდნენ, რომ 3-4 თვეში ამ ვალს ისინი გაისტუმრებდნენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამჯერად კონკრეტულ თარიღს ვეღარ ასახელებს. “ევროპული საქართველოს” წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ 2019 წელს დაგროვილი დავალიანების დაფარვას სახელმწიფო ამ წლის განმავლობაში ვერ შეძლებს, რადგან ბიუჯეტი მიმდინარე საჭიროებებს უნდა...

კიდევ ერთი გადავადებული პროექტი – მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ვადამ 2020 წლის ნაცვლად, 2024 წელს გადაიწია

კიდევ ერთი გადავადებული პროექტი – მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ვადამ 2020 წლის ნაცვლად, 2024 წელს გადაიწია
access_time2020-01-23 13:26:50
ბუნებრივი გაზის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სწორედ, ენერგოუსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესების დირექტივა (N 2004/67/EC) მიიღო საქართველომ ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია. თავდაპირველად პროექტის დასრულების ვადა 2020 წლის 31 დეკემბერი იყო, თუმცა თარიღის გადაწევა საქართველოსა და ენერგოგაერთიანების სამდივნოს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელი გახდა და გაზსაცავის...


მსგავსი სიახლეები

up