პრესტური მცირე და საშუალო საწარმოებში ეკო-ინოვაციური მიდგომების  გასაცნობად

პრესტური მცირე და საშუალო საწარმოებში ეკო-ინოვაციური მიდგომების გასაცნობად

access_time2022-10-31 12:25:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პრესტური გაიმართა იმ მცირე და საშუალო საწარმოებში, სადაც ეკო-ინოვაციური მიდგომები გამოიყენება. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.


„პრესტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს საწარმოები, რომლებმაც უკვე გადადგეს გარკვეული ნაბიჯები თავიანთი წარმოების პროცესის გამწვანებისკენ. მონაწილეები ადგილზე გაეცნენ „ეკო ჯორჯიან გრუპის“, „ბიოდიზელ ჯორჯიას“, „ყვარლის ბაგას“ და „სართიჭალა ვაინეარდ მენეჯმენტის“ მუშაობის პროცესებს. მედიის წარმომადგენლები სოფელ იყალთოში მდებარე ენერგოეფექტურ საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ, რომლის რეაბილიტაცია ევროკავშირის მხარდაჭერით განცორციელდა.


პრესტურის ფარგლებში გაიმართა შეხვედრაც, რომელიც მიზნად ისახავდა მედიის წარმომადგენლების, მეწარმეებისა და გადაწყვეტილებების მიმღებთა შეკრებას მათი მოსაზრებების და გეგმების გაზიარების მიზნით მდგრადი ბიზნესის პრაქტიკებისა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეკოეტიკეტირებისა და მდგრადი წარმოების უპირატესობების შესახებ.



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მედიის წარმომადგენლებს საქართველოში მწვანე ეკონომიკისა და მისი პრინციპების დანერგვის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.



პრესტურს მედიის წარმომადგენლებთან ერთად, UNEP-ის პროგრამის ოფიცერი ფარიდ იაკერი, EU4Environment პროექტის ექსპერტი ლესია ნიკოლაევა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმდჯომარის მოადგილე კახა დემეტრაშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


შეხვედრა ვროკავშირის მიერ დაფინანსებულო EU4Environment პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომლის აქტივობების განმახორციელებელია გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP). გაეროს გარემოსდაცვის პროგრამა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან თანამშრომლობით აქტიურად მუშაობს მდგრადი საჯარო შესყიდვების დანერგვისა და პოპულარიზაციის მიზნით. აღნიშნული ღონისძიებები მოიცავს კანონმდებლობის გაუმჯობესებას მდგრადი საჯარო შესყიდვების დებულებების დასანერგად.


ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლას, კერძოდ, მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომის დანერგვას, ეკოეტიკეტირებისა და ეკო-ინოვაციების წახალისებას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
პრესტური



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up