ზვიად ხორგუაშვილი Fitch-ის რეიტინგზე - პრემიერს შეუძლია რიცხვებით ჟონგლიორობა, მაგრამ პრობლემები რომ აქვს, ამას გვიჩვენებს ეკონომიკური ზრდა

ზვიად ხორგუაშვილი Fitch-ის რეიტინგზე - პრემიერს შეუძლია რიცხვებით ჟონგლიორობა, მაგრამ პრობლემები რომ აქვს, ამას გვიჩვენებს ეკონომიკური ზრდა

access_time2019-02-26 10:00:57

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობა გარე შოკების მიმართ, ლარიზაციის სტრატეგია, მიმზიდველი ბიზნესგარემო და სახელმწიფოს სწორი მიდგომები, ეკონომიკის დივერსიფიკაცია, სწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, საბანკო ლიკვიდობის, აქტივების ხარისხის და სხვა მაჩვენებლების ზრდა, ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკა, საპენსიო რეფორმა - ეს ის არგუმენტებია, რის გამოც პრომიერ მინისტრის განცხადებით. Fitch-მა საქართველოს პოზიცია „BB“ სტაბილურამდე გაზარდა.


როგორ აფასებენ ეკონომისტები მამუკა ბახტაძის მიერ დასახელებულ არგუმენტებს და ქვეყანაში განხორციელებულ ეკონომიკურ თუ ფინანსურ რეფორმებს, ამ საკითხზე „კომერსანტმა“ ზვიად ხორგუაშვილის პოზიცია მოისმინა.


  1. ლარიზაცია



ზვიად ხორგუაშვილი: „როდესაც ლარიზაციაზე ვსაუბრობთ უნდა გვესმოდეს, რომ ეს პრობლემა მთავრობის მიერ იყო მოგონილი. საქართველოში ლარიზაციის პრობლემა კი არ იყო, არამედ იყო სიღარიბის პრობლემა. შეიძლება აკრძალონ სესხის აღება დოლარში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა უკეთესად იგრძნობს თავს. ეს აჩვენა ბოლო დროინდელმა მოვლენებმა, როდესაც სამშენებლო ბიზნესს, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს, აგრეთვე ტექნიკის მაღაზიებს პრობლემები შეექმნა. მთელ ბაზარს, რომ შევეხოთ მოსახლოებას ბევრ რამეზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა - დაწყებული სესხებიდან, დამთავრებული პირადი მოხმარების საგნებით“. 



2. მიმზიდველი ბიზნესგარემო.




ზვიად ხორგუაშვილი: „როდესაც ძირითად საერთაშორისო რეიტინგებში, რომელიც ბიზნესის კეთების სიმარტივეს და ეკონომიკურ თავისუფლებას ეხება, მოწინავე პოზიციებზე გადავედით, ეს ცალსახად დადებითია. ამ მხრივ სვლა გრძელდება და ესეც პოზიტიური ნაბიჯია. თუმცა, ეს არ დაწყებულა ამ მთავრობის პოლიტიკით, ეს დაიწყო წინა მთავრობის დროს. როდესაც ბიზნესის კეთების სიმარტივეზე საუბრობენ, რიგ შემთხვევაში მთლიანი სურათი არ არის ასახული. ერთის მხრივ ტექნიკური პროცედურები საქართველოში მარტივია, მაგრამ ყველა რეიტინგის მიხედვით სერიოზული პრობლემები გაქვს სასამართლო დამოუკიდებლობის და კერძო უფლების დაცულობის კუთხით, რაც ხელს უშლის ინვესტიციების მოზიდვას “.



3. ფისკალური პოლიტიკა.



„როდესაც საუბრობენ ეკონომიკურ დივერსიფიკაციაზე, ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკაზე, ეს ძალიან ბუნდოვანი და ძალიან ზოგადი ფრაზებია. ფისკალურ პოლიტიკას თუ შევხედავთ, ერთის მხრივ ამ მთავრობამ გაზარდა, თუმცა, პარალელულად გაზარდა საგადასახადო წნეხი. გადასახადების მხრივ, რომელიც ფისკალური პოლიტიკის ერთი მხარეა, ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. ეს გამომდინარეობს იქედან, რომ გადასახადების შემცირება შეაჩერეს, რომელიც დაგეგმილი იყო 2013 წელსაც, აქედან მოყოლებული ზრდიან გადასახადებს, მათ შორის ახლაც გაზარდეს აქციზის გადასახადი თამბაქოზე. რაც შეეხება ფისკალური პოლიტიკის მეორე მხარეს - სამთავრობო ხარჯებს, აქაც გვაქვს სერიოზული პრობლემები. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთის მხრივ გვაქვს ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვა და მეორეს მხრივ გვაქვს ის, რომ მთავრობის ხარჯები სულ ისე იზრდება, რომ მთავრობის ზომა ეკონომიკაში არ მცირდება. არ შეიძლება ეს ჩაითვალოს წარმატებულ პოლიტიკად. რაზეც ბახტაძე საუბრობს, ეს არის რამდენიმე ფაქტორი. პირველი ეს არის მოგების გადასახადის რეფორმა და, ეს რა თქმა უნდა, დადებითი მხარე იყო ფისკალური პოლიტიკის. დადებითი იყო ასევე ის, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის 500,000 ლარამდე გაიზარდა და ერთ პროცენტამდე ჩამოვიდა გადასახადი.

რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, 2016- 2017 წლებში პრობლემები გვქონდა ინფლაციასთან დაკავშირებით, რადგან მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი გვქონდა, თუმცა ნელ-ნელა მაჩვენებელი მცირდება“.




4. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება.



ზვიად ხორგუაშვილი: „მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება ან არ შემცირება საერთოდ არ ნიშნავს ეკონომიკურ წარმატებას ან წარუმატებლობას. ძალიან ხშირად ჰგონიათ, რომ ექსპორტი ჯობია იმპორტს და უნდა დავეხმაროთ ექსპორტს. ეს არის მცდარი მიდგომა, ორივე არის თანაბრად მნიშვნელოვანი, სწორი არის ის, რომ ხელი არ შევუშალოთ არცერთს. თუ შევხედავთ სხვა ტიპის დოვლათის მოცულობებს ნომინალში შეიძლება იზრდება, მაგრამ ეკონომიკასთან მიმართებაში გვაქვს სერიოზული პრობლემები: ინვესტიციების მოცულობა, ტურიზმიდან შემოსული ფულადი ნაკადები ეკონომიკასთან მიმართებაში ისე არ იზრდება, როგორც იზრდებოდა. პრემიერსაც, ეკონომიკის მინისტრსაც, ფინანსთა მინისტრსაც შეუძლიათ რიცხვებით ჟონგლიორობა, ხელს ვერავინ შეუშლის, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ინვესტიციების ზრდაზე, იმპორტის ზრდაზე ან ექსპორტის ზრდაზე, უნდა განვიხილოთ ეკონომიკასთან მიმართებაში. იმას რომ პრობლემები გვაქვს, გვიჩვენებს ყველაზე მთავარი - ეკონომიკური ზრდა“.


ბაჩო ადამია






მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up