პრემიერს ორშაბათს წარედგინება საქართველოს მასშტაბით იმ სამედიცინო დაწესებულებების სია, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ერთიანი კლინიკური მართვის პირობებში ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში იმოქმედებენ

პრემიერს ორშაბათს წარედგინება საქართველოს მასშტაბით იმ სამედიცინო დაწესებულებების სია, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ერთიანი კლინიკური მართვის პირობებში ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში იმოქმედებენ

access_time2020-03-14 20:00:27

პრემიერ-მინისტრს ორშაბათს წარედგინება საქართველოს მასშტაბით იმ სამედიცინო დაწესებულებების სია, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ერთიანი კლინიკური მართვის პირობებში ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში იმოქმედებენ, - აღნიშნული დავალება გიორგი გახარიამ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე გასცა.



პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე ესწრებოდნენ.



როგორც მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის მზაობა პაციენტების შესაძლო ზრდის პირობებში და საერთო ამოცანაა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად გადაწყდეს სამედიცინო ობიექტები რეგიონების მიხედვით როგორ უნდა იყოს გადანაწილებული.



პრემიერმა ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაავალა, ორშაბათს წარმოადგინონ კერძო სამედიცინო დაწესებულებების გეოგრაფიულად განაწილებული სია, იმისთვის, რათა არსებობდეს წინასწარი მზაობა კორონავირუსით ინფიცირებულთა შესაძლო ზრდის პირობებში, სამინისტროსთან სრული კოორდინაციით მოქმედებისთვის.



"მე შეხვედრა მქონდა კერძო სექტორთან. მათი მხრიდან მზაობა იქნება, რომ ის მოცულობები, რაც მათ გააჩნიათ, აუცილებლობის პირობებში, გაათავისუფლონ სახელმწიფოსთვის, რათა ჩვენ მოვახერხოთ პაციენტების მაქსიმალურად მომსახურება. ჩემი ამოცანაა, დღეს თქვენთან ერთად გადავწყვიტო, ეს სამედიცინო ობიექტები რეგიონების მიხედვით როგორ უნდა იყოს გადანაწილებული. დღეს, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იღებთ დავალებას, ორშაბათისთვის გვქონდეს კონკრეტული სია გეოგრაფიულად გადანაწილებული სამედიცინო დაწესებულებების, რომლებიც დღეს არიან კერძო სექტორში და რომლებიც სრულად უნდა მოემსახუროს საერთო საქმეს, ჯანდაცვის სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამასთანავე აუცილებელია პროფესიონალი, უმაღლესი კლასის შესაბამისი პროფილის მედიკოსების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც რეგიონულ საავადმყოფოებს დისტანციურად გაუწევენ შესაბამის კონსულტაციას, რათა საჭიროების შემთხვევაში პაციენტთა ნაკადები იმართოს.



„მოკლედ, რომ ვთქვა თქვენი ამოცანაა, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად იყოს მზად პაციენტების მისაღებად რეგიონულ და რაოდენობრივ ჭრილში, შესაბამისი პროფილის მედიკოსების კორპუსი კი იყოს მზად, როგორც დისტანციურად გაუწიოს კონსულტაციები რეგიონულ საავადმყოფოებს, ასევე მართოს ეს ნაკადები და ამასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანია, სპეციალისტი მედიკოსების რაოდენობა", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.



ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საზღვრზე კიდევ დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით. კერძოდ, შეზღუდვები დამატებით წესდება შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და დანიასთან.



აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან:



  1. წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში, ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.



2. PCR ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.



აღსანიშნავია, რომ აქამდე შეზღუდვები დაწესებული იყო ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან, ირანთან, იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, ესპანეთსა და ავსტრიასთან.



გარდა ამისა, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების გადაწყვეტილებით, 14 მარტიდან 10 დღის განმავლობაში საქართველო-აზერბაიჯანსა და საქართველო-სომხეთს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერებულია და უზრუნველყოფილი იქნება სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყნაში შეუფერხებელი შესვლა.



შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.






m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-04-03 19:30:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„აგარის შაქარი“ მუშაობას 1 ივნისიდან განაახლებს

„აგარის შაქარი“ მუშაობას  1 ივნისიდან განაახლებს
access_time2020-04-03 17:30:24
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებით და მხარდაჭერით „აგარის შაქრის ქარხანა“ კონსერვაციის რეჟიმიდან გადადის სარემონტო სამუშაოებზე და იწყებს მზადებას სრული დატვირატვით ასამუშავებლად“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ქარხნის ხელმძღვანელმა ალხან ალიზადემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქარხანა სრულად ფუნქციონირებას 1 ივნისიდან...

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“
access_time2020-04-03 16:25:10
ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები  საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერისგან მიიღო დავალება, რომ უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობა შემოწმდეს. კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან საბრძოლველად ემზადება სახელმწიფო და ემზადება ჰოსპიტალური...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-03 21:30:24
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ნორმალურ მთავრობას რაღაც დონის კრიზისული გეგმა ამ დრომდე უნდა მიეღო“ კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი თვეზე მეტი გავიდა, მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება დოკუმენტს, თუ როგორ აპირებს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შემსუბუქებას საქართველოს მთავრობა. მიუხედავად იმისა,...


მსგავსი სიახლეები

up