პრემიერობისას, მოგების გადასახადის გაუქმება ვერ გავბედე, კვირიკაშვილმა გარისკა

პრემიერობისას, მოგების გადასახადის გაუქმება ვერ გავბედე, კვირიკაშვილმა გარისკა

access_time2016-09-24 13:43:18

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოში მოღვაწე ბიზნესწარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მან თავისი პრემიერმინისტრობის დროს ბიზნესის მოგების გადასახადისგან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო, რადგნა რისკებს ხედავდა, თუმცა ეს კვირიკაშვილმა გააკეთა.

 


მისი თქმით, ეს იყო ის კვერცხი, რომელიც "ოცნების" გუნდმა გამოსაჩეკად შეინახა და პერსპექტივაზე გათვალა.


"როდესაც პრემიერმინისტრი გავხდი ვთქვი, რომ მოგების გადასახადს გავაუქმებდით, მაგრამ ციფრები რომ ვნახეთ ვერ გავბედე. კვირიკაშვილმა ეს გააკეთა.



პოლიტიკოსისთვის ეს დიდი რისკია. ფართო მოსახლეობას ეს შეიძლება არ ესიამოვნოს, მაგრამ ეს ბიზნესისთვის არის სასიამოვნო, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ბიუჯეტისთვის გონივრულ რისკებს შეიცავს, მაგრამ ეს არის ის კაცი, ეს არის ის გუნდი, რომელიც სავარძელს არ უფრთხილდება და ქვეყნის სტრატეგიაზე ფიქრობს.


ამას უნდა გააზრება და ეს უნდა ავუხსნათ პირდაპირი მნიშვნელობით ფართო საზოგადოებას, მასებმა რომ გაიგონ. ალბათ უკმაყოფილებასაც გამოიწვევს იმიტომ, რომ 2017-18 წლებში შესაძლებელი იყო ეს ფული სოციალური მიმართულებით გადანაწილებულიყო.


ეს ის კვერცხია, რომელიც გამოსაჩეკად შევინახეთ და პერსპექტივაზე გავთვალეთ. ასეთი ეკომონიკის პირობებში პოლიტიკოსოსითვის ეს კარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ კაცი არ არის მოწოდებული სკამი შეინარჩუნოს, მოწოდებულია იმისთვის, რომ უახლოეს დროში ქვეყანა განვითარდეს,"-განაცხადა ივანიშვილმა.

 



ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს

ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს
access_time2019-12-09 21:00:20
ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საკონცერტო დარბაზის უქონლობაზე სოციალურ ქსელში  წერს და მთავრობას მოუწოდებს ამ საკითხის მიმართ მეტი სენსიტიურობა გამოიჩინონ. „კომერსანტი“სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:   "ეჰ, რამდენ რამეზე ვფიქრობ, რამდენ ვინმეზე ვფიქრობ...   მაგრამ ახლა მაინც ყველაზე მეტად ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე, მოსაგვარებელ პრობლემებზე და მათ შორის ჩვენი ეროვნული ორკესტრის ისევ გადაუჭრელ და ჩემთვის გულის გახეთქვამდე მტკივნეულ...

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

ევროკავშირმა Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

ევროკავშირმა   Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა
access_time2019-12-09 20:00:53
ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროებმა  Facebook-ის ვირტუალური ვალუტის - ლიბრას  მოძრაობა აკრძალეს. აღნიშნული შეეხება ასევე  სხვა „სტებლკოინებს“, ანუ კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიმაგრებულია ან ჩვეულებრვი ვალუტებთან, ამ საქონელთან. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არაა მზად ახალი საგადამხდელო საშუალების მისაღებად. მთავრობების...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...


მსგავსი სიახლეები

up