პრემიერმა თხილის სექტორში არსებული გამოწვევების უმოკლეს ვადაში გადასაჭრელად ლევან დავითაშვილს კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა დაავალა

პრემიერმა თხილის სექტორში არსებული გამოწვევების უმოკლეს ვადაში გადასაჭრელად ლევან დავითაშვილს კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა დაავალა

access_time2019-02-11 12:19:46

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თხილის სექტორში არსებული გამოწვევების უმოკლეს ვადაში გადასაჭრელად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა დაავალა.

 

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ფერმერებს დეტალური ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ აზიურ ფაროსანასა და თხილის სოკოვან დაავადებებთან ბრძოლის მეთოდებზე, რათა ზიანი მინიმუმამდე შემცირდეს და მოსახლეობამ ხარისხიანი მოსავალი მიიღოს.

 

პრემიერი მიიჩნევს, რომ წლევანდელი წელი მავნებელთან ბრძოლაში გამორჩეული უნდა იყოს, რისთვისაც შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი უკვე გამოყოფილია.

 

„გასულ წელს ჩვენ გვქონდა წარმატება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით, მაგრამ წლევანდელი წელი უნდა იყოს კიდევ უფრო გამორჩეული. არ უნდა დავტოვოთ არც ერთი ოჯახი, არც ერთი ფერმერი, რომელიც არ იქნება ინფორმირებული ბრძოლის მეთოდებსა და იმ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც ბიუჯეტში ჩაიდო და რომელსაც უკვე ვახორციელებთ. ფაროსანასთან ბრძოლის პარალელურად, მოსახლეობის ინფორმირება მაქსიმალური უნდა იყოს სოკოვან დაავადებებთან დაკავშირებითაც, რომელმაც ასევე მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა თხილის სექტორს და ჩვენს საექსპორტო პოტენციალს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 


მამუკა ბახტაძემ ლევან დავითაშვილისგან „თხილის დაცვის პროგრამით“ გაწერილი სამოქმედო გეგმა მოისმინა.

 

მინისტრის განმარტებით, კომპლექსური ღონისძიებების გეგმა მეთხილე ფერმერებს საშუალებას მისცემს, თხილის დაცვის და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღების მიზნით, მავნებლების და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ დროულად და ეფექტიანად ჩაატარონ აგროსამუშაოები, რათა თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო შეისყიდის და თხილის მწარმოებელთა ასოციაციას გადასცემს 2 000 ერთეულ მაღალი ეფექტურობის შესაწამლ აპარატს და უსაფრთხოების საშუალებებს; ასევე, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ჩართულობით უზრუნველყოფს საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას და აგროკონსულტანტების მომსახურებას ფერმერთა ჯგუფებისთვის.

 

პრემიერი მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასთან დაკავშირებული ტენდენციითაც დაინტერესდა.

 

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა თხილის ექსპორტის კუთხით საქართველოში არსებულ პოტენციალს და აღნიშნა, რომ საბოლოო წარმატება არა მავნებლის დამარცხება, არამედ მაღალი ხარისხის პროდუქციის მაქსიმალური ექსპორტი იქნება.

 

მთავრობის მეთაური მინისტრს ასევე ესაუბრა კაკლოვანი კულტურების განაშენიანების ხელშეწყობასა და ამ კუთხით არსებულ პერსპექტივებზე.

 

მეთხილეობის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე, სახელმწიფოს ხედვასა და თხილის კულტურის დაცვის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზუგდიდში დაგეგმილ კონფერენციაზე ისაუბრებს, რომლის მუშაობაში 400-მდე ფერმერი, მსხვილი მწარმოებლები, ექსპორტიორები, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.






მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა

 მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა
access_time2019-08-23 19:00:32
მილიარდელი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობდა და ქველმოქმედებაში მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ კოხის სპიკერმა კრისტიან ნიკოლასმა განაცხადა. ბიზნესმენი, რომლის ქონება 59 მილიად დოლარს შეადგენდა, მსოფლიოში უმდიდრეს  ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან კანზასის ქალაქ ვიჩიტაში დაფუძნებული კომპანია Koch Industries-იდან მიიღო, რომლის წლიური შემოსავალი 110 მილიარდ...

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...


მსგავსი სიახლეები

up