პრემიერმა სოფელ თხინვალში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა  დაათვალიერა

პრემიერმა სოფელ თხინვალში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა

access_time2022-05-13 19:20:43

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


„სოფელ თხინვალში საჯარო სკოლა მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.



150 მოსწავლეზე გათვლილ შენობას აქვს სპორტული მოედანი, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. შენობაში დამონტაჟებულია გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები და სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.



როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, სოფელ თხინვალს ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სკოლა ამ დრომდე არ ჰქონია და მნიშვნელოვანია, რომ ამიერიდან მოსწავლეებს საშუალება ექნებათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღონ განათლება.


პრემიერ-მინისტრთან ერთად თხინვალის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






ბრიუსელში ვიზიტისას ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ? - პრემიერი

ბრიუსელში ვიზიტისას ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ? - პრემიერი
access_time2022-05-21 19:29:07
მაშინ, როცა ჩვენი მთავრობა მუშაობდა ინტენსიურად იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი მიეღოთ, ჩვენი ევროპელი კოლეგები, გაოცებული, მეც მიყვებოდნენ და ჩვენს კოლეგებსაც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დადიოდნენ ევროკავშირში და სთხოვდნენ,...

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება
access_time2022-05-21 18:00:11
ეს შესაძლოა გამოიყურებოდეს გალაქტიკის ნაწილდად, მაგრამ Star...

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს
access_time2022-05-21 19:00:46
საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Moody's-იმ უკრაინის საკრედიტო რეიტინგი Caa2-დან Caa3-მდე...

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება
access_time2022-05-21 17:00:18
წალკის (დაშბაშის) კანიონზე მოწყობილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი ვიზიტორებს 15 ივნისიდან მოემსახურება. შეგახსენებთ, რომ კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოებს...

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ
access_time2022-05-21 16:00:38
მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ...


მსგავსი სიახლეები

up