პრემიერმა ქართული სუფრა/პურობა და ქართული მრავალხმიანობა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიად განსაზღვრა. ამის შესახებ გიორგი გახარიას 18 თებერვლის დადგენილებებში წერია, რომლებიც საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.
"არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს − ქართულ მრავალხმიანობას განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია"... "არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს − ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართულ სუფრას) განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია" - წერია პრემიერის დადგენილებებში, რომლებიც უკვე ამოქმედებულია.
ქართულ სუფრას მსოფლიო ცივილიზაციის ყველაზე დიდ მიღწევას უწოდებს ბიძინა ივანიშვილი. მისი აზრით, იყო ქართველი, ნიშნავს - მღეროდე მრავალჟამიერს, ქმნიდე პოლიფონიას, ცეკვავდე ხორუმს, წერდე ვეფხისტყაოსანს".
წყარო: ტაბულა