პრემიერმა პატრიარქს საიუბილეო თარიღები მიულოცა

პრემიერმა პატრიარქს საიუბილეო თარიღები მიულოცა

access_time2018-01-04 18:15:59

„თქვენო უწმინდესობავ, თქვენი მეუფება არის არა მხოლოდ წყალობა ჩვენი ერისთვის, არამედ - სასიცოცხლო საჭიროებაც; იმ გამოწვევების ფონზე, სადაც ჩვენი ქვეყანა იმყოფება დღეს, თქვენი პატრიარქობა არის ჩვენი უდიდესი სიძლიერე და, რა თქმა უნდა - სასიცოცხლო აუცილებლობა“, - პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საიუბილეო თარიღები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.

 

 

გიორგი კვირიკაშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც, პატრიარქის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ძველი აღთქმის" სრული აკადემიური გამოცემისა და „მცხეთური ბიბლიის" ახალი რედაქციის პრეზენტაცია გაიმართა.

 

 

„თქვენო უწმინდესობავ, მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით, დიდი სიყვარულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ყველა ჩვენგანისთვის - თქვენი იუბილე; ასევე, მოგილოცოთ აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე; მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა და დიდხანს მეუფება. თქვენი მეუფება არის არა მხოლოდ წყალობა ჩვენი ერისთვის, არამედ ეს არის სასიცოცხლო საჭიროებაც. იმ გამოწვევების ფონზე, სადაც ჩვენი ქვეყანა იმყოფება დღეს, თქვენი პატრიარქობა არის ჩვენი უდიდესი სიძლიერე და, რა თქმა უნდა - სასიცოცხლო აუცილებლობა. ამიტომ, მინდა გისურვოთ დიდხანს მეუფება, მინდა საქართველოს ვუსურვო გაძლიერება, რასაც თქვენ ყოველდღიურად, ყოველწუთიერად აკეთებთ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ იმედისთვის, ყველა იმ ნუგეშისთვის, რომელსაც თქვენ უხვად უზიარებთ ჩვენს ქვეყანას", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა პატრიარქს.

 

 

პრემიერმა ორი უმნიშვნელოვანესი გამოცემის - „ძველი აღთქმისა" და „მცხეთური ბიბლიის" დასრულება მიულოცა ყველას და ამ საქმეში ჩართულ სამეცნიერო გუნდს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს არის კიდევ ერთი ბურჯი ჩვენი ეკლესიის სიძლიერის, ჩვენი ავტოკეფალიის განმტკიცების საქმეში. მინდა, მივულოცო იმ სამეცნიერო გუნდს, რომელმაც ამ გამოცემებზე იმუშავა, მინდა მივულოცო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ბატონ ზაზა აბაშიძეს და ყველა მეცნიერს. რა თქმა უნდა, ეს გამოცემები არის იმ ადამიანების სახელების უკვდავყოფაც, რომლებმაც თაობების მანძილზე იმუშავეს ამ ორ უმნიშვნელოვანეს გამოცემაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ყველას მიულოცა ახალი წელი და დამდეგი შობის დღესასწაული.

 

 

საპატრიარქოში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, სასულიერო პირები, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

 

 

 



„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე

„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-06-04 21:45:33
“თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო”, – თიბისის გენერალურმა დირექტორმა ბანკის გარდაუვალ ტრანსფორმაციაზე მედიასთან ხუთშაბათის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, სწორება უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან (ამაზონი, გუგლის) კეთდება. “ბანკი კი ვართ, მაგრამ ამავდროულად ტექნოლოგიური კომპანია ვართ.” ჯგუფი 2 კვირაში სტრუქტურული მოწყობის უფრო დეტალურ ხედვას წარმოადგენს, რისთვისაც 1500-ზე მეტი თანამშრომლის...

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...


მსგავსი სიახლეები

up