პრემიერმა ოზურგეთში პროფესიული კოლეჯი დაათვალიერა და გურიაში ტურიზმის განვითარების სტრატეგია მოისმინა

პრემიერმა ოზურგეთში პროფესიული კოლეჯი დაათვალიერა და გურიაში ტურიზმის განვითარების სტრატეგია მოისმინა

access_time2019-04-05 17:03:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოზურგეთში პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში" იმყოფებოდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ დეტალური ინფორმაცია მოისმინა იმ პროფესიების შესახებ, რომელთა დაუფლებას სასწავლებელი ახალგაზრდებს სთავაზობს.



სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება „ჰორიზონტი" ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მომსახურების სფეროს და საინჟინრო მიმართულების 18 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს, მათ შორისაა კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, ელექტროობა, გიდი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული ქსელების და სისტემების ტექნიკოსი, შემდუღებელი, ტრაქტორისტ-მემანქანე, სავალი ნაწილის ტექნიკოსი და ა.შ.



პროფესიული კოლეჯის დირექტორის ინფორმაციით, 2017-2018 წლებში, სასწავლებელს ჰყავდა 951 კურსდამთავრებული, რომელთა დაახლოებით 80% უკვე დასაქმებულია. კოლეჯის კურსდამთავრებულთა დამსაქმებლები არიან გურიისა და აჭარის რეგიონების სასტუმროები, რესტორნები, სამშენებლო კომპანიები, აგრარული მიმართულების საწარმოები, გურიის რეგიონის სატყეო სამმართველო და ა.შ.




მთავრობის მეთაურმა განათლების მასშტაბურ რეფორმაზე ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობაა. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა პროფესიული სასწავლებლების მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედების მნიშვნელობას, რათა ახალგაზრდები დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს, რაც სასწავლებლის დასრულებისთანავე მათი დასაქმების გარანტია იქნება.



პრემიერი ასევე გურიაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიას გაეცნო. დოკუმენტი ევროკავშირის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის - „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის" ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ევროკავშირმა 374 000 ევროს ოდენობის გრანტით დააფინანსა.








უკრაინის ახალ პრეზიდენტს „ტრამპის ეფექტი“ ელის

უკრაინის ახალ პრეზიდენტს  „ტრამპის ეფექტი“ ელის
access_time2019-04-22 20:00:50
მაშ ასე, უკრაინას  ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კომიკოსი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი. მისი დამანგრეველი გამარჯვების მიზეზი გახდა ის, რომ უკრაინული საზოგადოება ნათლად დარწმუნდა იმაში, რომ დღეს არსებული პოლიტიკური სისტემის რეფორმა შეუძლებელია და ის უნდა დაინგრეს. უნდობლობამ მიაღწია ისეთ მაღალ წერტილს, რომ უკვე ძირმომპალი სისტემის დასანგრევად ბულდოზერის როლის შესრულება უკრაინელმა ამომრჩეველმა მიანდო მსახიობს და შოუმენს, რომელიც...

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება
access_time2019-04-22 19:00:41
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ირანული ნავთობის იმპორტიორ  5 ქვეყანას აღარ ექნება შეღავათები, თუ ისინი ირანული ნავთობის იმპორტს გააგრძელებენ....

ეროვნული ბანკი საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი  საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს
access_time2019-04-22 18:00:34
საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს და მოუწოდებს მოქალაქეებს ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას   განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ. ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების...

დაივიწყეთ - MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის

დაივიწყეთ -  MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის
access_time2019-04-22 16:30:47
Acer-მა პროდუქტის ხაზები განაახლა გაძლიერებული მოდელებით და რამდენიმე სიახლეც შემოგვთავაზა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სპეციალურად შემოქმედებით სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის შექმნილი ხაზი - Concept D.Concept D-ს პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და ეკრანები სპეციალურად მორგებულია გრაფიკული დიზაინერების, ვიდეო-მემონტაჟეების, ინჟინრების, არქიტექტორებისა და პროგრამისტების საჭიროებებს. Concept D-ს ტექნიკა შექმნილია...

კომპანია „ფერის“ დირექტორი - „ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“

კომპანია „ფერის“ დირექტორი - „ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“
access_time2019-04-22 13:55:58
ჩვენ ხეობაში შევედით მხოლოდ საპატრულო პოლიციის სამი მანქანით და რომ არა დამატებითი პოლიციის ნაწილები, რომლებმაც წკიპზე მოუსწრეს, დამერწმუნეთ, გაცილებით ცუდი შედეგებით დასრულდება პროცესი, – ამის შესახებ კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა.მისივე განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების დღიდან მოსახლეობა ინფორმირებული იყო და როგორც იორდანიშვილი ამბობს, არავის პროტესტი არ გამოუთქვამს. „მაშინ,...


მსგავსი სიახლეები

up