გიორგი გახარია-დღგ-ის მენეჯმენტი საქართველოში გახდება ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში

გიორგი გახარია-დღგ-ის მენეჯმენტი საქართველოში გახდება ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში

access_time2020-02-06 12:45:23

„დღეს ჩვენ განვიხილავთ ახალ რეფორმას საკანონმდებლო ცვლილების სახით, ეს გახლავთ - დამატებითი ღირებულების გადასახადის პრინციპების ჰარმონიზება ევროკავშირის პრინციპებთან. ამ კანონპროექტს წარმოადგენს ფინანსთა სამინისტრო და ძირითადი მიზანი გახლავთ დღგ-ს მენეჯმენტი ქვეყანაში გახდეს ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



მისი თქმით, რეფორმა და საკანონმდებლო ცვლილებები ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის განვითარებასა და იმ შესაძლებლობების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) აქვს.



„ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქართულ ბიზნესს, პირველ რიგში საშუალო ბიზნესს, მეტი ხელშეკრულებითი ვალდებულებები აიღოს და უფრო სწრაფად და ეფექტურად განახორციელოს ის შესაძლებლობები კომპანიებისთვის და ეკონომიკისთვის, რომელსაც გვაძლევს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.




აგრეთვე, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც საკუთრებაში ფლობენ 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.



„ეს არის მცირედი, თუმცა მაინც ხელშეწყობა ჩვენი დევნილებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.



პრემიერის განცხადებით, ახალი რეფორმის თანახმად, სამშენებლო სექტორის სტიმულირების მიზნით, საგადასახადო კოდექსში შევა ცვლილება - 2026 წლამდე გაგრძელდეს საგადასახადო კოდექსის იმ დებულებების მოქმედება, რომელიც შემოღებულია დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით. საუბარია 2008 წლამდე დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობების დღგ-სგან გათავისუფლებაზე, რითაც სამშენებლო სექტორს მიეცემა შესაძლებლობა დასრულდეს სამშენებლო ობიექტები, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს აღემატება.



„ეს ცვლილება, ეს შეღავათი იყო ძალზედ ეფექტური, რამაც ხელი შეუწყო ბევრი დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასეთი პროექტი იყო საკმაოდ ბევრი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს შესაძლებლობა ჩვენს ბიზნესს მივცეთ 2026 წლამდე,- განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up