პრემიერმა განახლებული მთავრობა წარადგინა - მინისტრების სია

პრემიერმა განახლებული მთავრობა წარადგინა - მინისტრების სია

access_time2016-11-22 14:40:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. წარმოგიდგენთ მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს (პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადებამდე ისინი სწორდე კანდიდატებად ითვლებიან).


მინისტრების წარდგენამდე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა - „კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურების თანახმად, საქართველოს პარლამენტმა ახლა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას. ჩემი, როგორც მომავალი მთავრობის მეთაურის, უმთავრესი ამოცანაა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ საქართველოში არსებული დემოკრატიული გარემო, უსაფრთხოების ხარისხი და ამავდროულად, ვუზრუნველყოთ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება.


სწორედ ამ მიზნის მისაღწევად იქნა შემუშავებული რეფორმების 4 პუნქტიანი გეგმა და სწორედ ამ რეფორმების ეფექტურად განხორციელების მიზნით პარლამენტს წარვუდგენ მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას".



საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი - კახა კალაძე , თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია,  ფინანსთა მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ზურაბ ალავიძე,  განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - ალექსანდრე ჯეჯელავა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - გიგლა აგულაშვილი,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი გახარია,  იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი, საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი მღებრიშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი , შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ვიქტორ დოლიძე 


დღესვე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება. პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7-დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება კვირის ბოლომდე მოხდება. 


ავტორები: politcommersant.ge



დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up