პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს ახალი ოფისი გახსნეს

პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს ახალი ოფისი გახსნეს

access_time2020-09-02 12:40:33

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ციფრული მმართველობის სააგენტოს ახალი სათავო ოფისი გახსნეს. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.


საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო მისიების, ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.



პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და აღნიშნა, რომ „უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორ გარემოში ვშრომობთ“. გიორგი გახარიას თქმით, „ეფექტურად, სწორად დალაგებული სერვისები, რომლებიც რაც შეიძლება ახლოს მივა თითოეულ მოქალაქესთან, ქვეყნის მთავარი გამოწვევაა და ეს არის ის, რასაც იუსტიციის სამინისტრო და საჯარო რეესტრი აკეთებენ“ იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების საშუალებით.



იუსტიციის მინისტრის თქმით, საჯარო რეესტრის თანამედროვე და ლამაზი ოფისი საბჭოთა არქიტექტურის ბეტონის ნარჩენების ადგილას აშენდა და ეს სიმბოლურია. თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა, რომ საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს საჯარო მოხელეები იმსახურებენ კომფორტულ სამუშაო პირობებს.
„მიწის რეგისტრაციის მიმართულებით4 წელიწადში საჯარო რეესტრმა გააკეთა ის, რასაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის მანძილზე ცდილობდნენ მიწის მართვის ორგანოები; 2017 წელს საჯარო რეესტრი იყო მსოფლიოში პირველი უწყება, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა თავის საქმიანობაში. უკვე ზედიზედ ორი წელია, საქართველო ბიზნესის დაწყების სიმარტივით მე-2 ადგილზეა მსოფლიოში; ციფრულ სააგენტოს კი, ჩემი წარდგენა არ სჭირდება – my.gov.ge-ს იცნობს უკვე ყველა ოჯახი, ეს პლატფორმა გახდა ჩვენი მოკავშირე პანდემიის პირობებში და ჩვენ მისი დახმარებით დავნერგეთ სახელმწიფო სერვისების გაცემა ჯავშნის პრინციპით“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.




გორგასლის ქუჩა №22-ში მდებარე შენობაში საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს ოფისები განთავსდება და მასში ამ სამსახურების 1100-ზე მეტი თანამშრომელი იმუშავებს, რომლებიც ამ დრომდე სამსახურებრივ მოვალეობებს ოთხ სხვადასხვა ოფისში ასრულებდნენ. ერთ სივრცეში გადასვლით შემცირდება ადმინისტრაციული, ლოჯისტიკური თუ ტრანსპორტირების დანახარჯები და მნიშვნელოვნად გაიზრდება სამუშაოს ეფექტიანობა, გაუმჯობესდება კოორდინაცია და დაიზოგება სამუშაოს შესრულების დრო.



საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს შენობა პირველი საჯარო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც თანამშრომელთა შვილებისათვის საბავშვო ბაღი იმუშავებს. ეს ნოვაცია თანამშრომლებს დროის ეფექტურად დაგეგმვაში დაეხმარება და ორგანიზაციულ კლიმატსაც გააუმჯობესებს.



ოფისის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და 2020 წლის 15 აგვისტოს დასრულდა. 12-სართულიანი შენობის საერთო ფართობი 15 373 კვ. მეტრია. თანამედროვე და კეთილმოწყობილი სამუშაო სივრცე მორგებულია როგორც თანამშრომლების, ისე მოქალაქეების ინტერესებსა და საჭიროებებს. კომფორტული სამუშაო ოთახების გარდა, შენობას აქვს სპეციალური სივრცე მოქალაქეთა მისაღებად – ზეპირი მოსმენებისა და აუდიენციების ოთახები, 180 პირზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი. შენობა ხელმისაწვდომია შშმ პირებისათვის – აღჭურვილია პანდუსით და ეტლით მოსარგებლეთა ლიფტით.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up