პრემიერის შეხვედრა მედიკოსებთან მხოლოდ დროის მოგებისთვის იყო

პრემიერის შეხვედრა მედიკოსებთან მხოლოდ დროის მოგებისთვის იყო

access_time2019-12-06 17:30:34

„2020 წლის ბიუჯეტი შემოსულია პარლამენტში და ყველაფერი კეთდება დროის მოგებისთვის, რათა არ შევიდეს ცვლილებები ამ ბიუჯეტში“,- ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პრემიერსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრას.პარლამენტარი აცხადებს, რომ მთავრობას შეხვედრა შეხვედრისთვის კარგად გამოსდის. მისი თქმით, საზოგადოებაში ცრუ მოლოდინია შექმნილი, რომ პრემიერსა და კლინიკებს შორის ძალიან კარგი შეხვედრა შედგა.

 

„უნდა აღინიშნოს რომ პრემიერის რეაქცია გაცილებით ადეკვატური იყო ვიდრე, ჯანდაცვის მინისტრის, გახარიამ მედიკოსებთან შეხვედრა მაინც მოაწყო. კლინიკის ხელმძღვანელები ხუმრობდნენ, რომ როგორც იქნა ჯანდაცვის მინისტრი დაინახეს. ალბათ ეს ამ შეხვედრის ერთადერთი დადებით ასპექტი იყო. კლინიკების ყველაზე მთავარი მოთხოვნა რაც იყო  ეს არის 520-ე  დადგენილების გადავადება, რა დროსაც შეიქმნებოდა სამუშაო ჯგუფი და რეფორმაზე იმსჯელებდნენ. ეს ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო მანამ, სანამ  520 დადგენილება ამოქმედდებოდა, ყველა ვხვდებით, რომ ესაა სწორი მიდგომა. რატომ არ გააკეთა ეს მანამდე? იმიტომ, რომ პარლამენტში შემოსულია 2020 წლის ბიუჯეტი, 2019 წლის კორექტირებული ვერსიაც და ახლა გადასულები არიან დროის მოგების რეჟიმზე, რათა არანაირი ცვლილება ბიუჯეტში არ შევიდეს“, - აცხადებს ლევან კობერიძე.

 

დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ 100 კლინიკისგან გამოითხოვა ფასები, შემდეგ საშუალო არითმეტიკული გამოიყვანა, გამოაკლო კიდევ 30% და მიიღო 520-ე დადგენილება. რაც მისი თქმით, არასწორია.

 

„კლინიკებთან მიმართებით პრობლემა, რომ არსებობს თვითონ კლინიკებიც აღიარებენ და თვითონ ისინი ითხოვენ დროულად იყოს შემოღებული ხარისხის სტანდარტი სახელმწიფოს მხრიდან, რომლითაც მოხდება კვალიფიკაციის განსაზღვრა. ამის შემდეგ დასახური კლინიკა დაიხურება და ვისაც ექნება შესაბამისი ხარისხის მომსახურება გააგრძელებს მუშაობას. ეს უნდა იყოს პირველი ნაბიჯი, ეს არის რეფორმის დასაწყისი და ამაზე ჩვენ პარლამენტშიც ხშირად გვისაუბრია. სამინისტროს ახლა როგორ მოსდის იცით? ბავშვი აბსოლუტურად სხვა რაღაცას, რომ დააშავებს და მერე სხვა რაღაცაზე უწევენ ყურს, ჩემი აზრით, ესეთ მცდელობასთან გვაქვს საქმე. თან ის კლინიკები, ვინც იყვნენ ამ შეხვედრაზე წარმოდგენილი, არ იმსახურებენ არანაირად ყურის აწევას. ყურის აწევას იმსახურებს ცეხებში და გარაჟში გახსნილი კლინიკები, რომლებიც მიზანმიმართულად გაიხსნა და ეს ძალან კარგად იცის ჯანდაცვის სამინისტრომ.


უწყებას იმისთვის აქვს რეგულაციის და კონტროლის სამსახური, რომ მსგავსი კლინიკები სელექციურ კონტრაქტირებაში არ ჩართოს, შეუმოწმოს მას ხარისხი და გამორთოს იმ შერჩევითი კონტრაქტირების სისტემიდან, რომლიდანაც ეს ბიუჯეტის ფული გაედინება. ამის გაკეთების მაგივრად მთავრობა ადგა და ნორმალურ კლინიკებს ფასები გაუთანაბრა, ფასების გათანაბრება სწორია მაგრამ, როდის გამოიყენებ ამას გააჩნია. ჯერ ხარისხის სტანდარტი უნდა დააწესო. მათ ფასები კი არ გაათანაბრეს 2012-13 წლის ფასებს დააკლეს. ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ნორმალური კლინიკების ფასები კი არ აიღეს, არამედ იმ კლინიკების, რომლებიც არაკვალიფიციურად მუშაობენ. მე მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მოსახლეობას თვალებში ნაცარს ნუ აყრიან თითქოს ბიუჯეტზე ზრუნავენ და რეალურად, ამ დროს აკეთებენ იმას, რაც ისევ პაციენტს დააწვება ტვირთად“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.


 

როგორც ლევან კობერიძე აცხადებს, პარლამენტში სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას და მასში უნდა მონაწილეობდეს სამინისტრო, კლინიკები, დარგის ექსპერტები, ჯანდაცვის კომიტეტის დეპუტატები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 

„რეფორმა იწყება სწორედ ხარისხის სტანდარტით, შემდგომ არის შემთხვევითი კონტრაქტირება. როდესაც ჩვენ გვეცოდინება 270 კლინიკიდან რამდენია დასახური და რამდენს შეუძლია სახელმწიფომ გაუფორმოს კონტრაქტი, რადგან ისინი აკმაყოფილებენ სამედიცინო სერვისის მომსახურების და ხარისხის სტანდარტს, შესაბამისად, უნდა დაიდოს მათთან კონტრაქტი და თითოეულ ნოზოლოგიაზე ფასი უნდა იყოს განსაზღვრული და არა ისე როგორც მათ გამოიყვანეს. გამოითხოვეს ფასები გაასაშუალოვეს, ეს არ არის სწორი.ეს ყველაფერი არის მიმართული იქეთკენ, რომ დრო გაჭიანურდეს  და 2-3 თვე სამუშაო რეჟიმში გადაიყვანოს. დადგენილება არ შეჩერდა, ეტყობა ქ.ნ ეკამ პირობა დადო, რომ ის ისეთი მაგარი მინისტრია, რომ წინა მინისტრის მსგავსად არ მოუწევს ბიუჯეტის დამატება და თამაშობს რკინის ლედის პოზიციას“, - განმარტავს ლევან კობერიძე.

 


ლევან კობერიძე იმ შედეგებზე საუბრობს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმას მოჰყვება.

 

 

„საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მწვავე, შეიძლება დღეს არ ჩანს პირდაპირ, მაგრამ ეს ეხება თითოეული მოქალაქისთვის ჯანდაცვის ხარისხიანი სერვისის მიწოდების საკითხს. მარტივად მინდა ავუხსნა მოსახლეობას რას გამოიწვევს 520-ე  დადგენილება. თუ თქვენ გაქვთ პრობლემა გულსისხლძარღვთა დაავადების და საკმაოდ რთული ოპერაცია გასაკეთებელი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კეთდება 10 სმ განაკვეთი ფერდქვეშა მიდამოში და იქედან შედის ქირურგი გულმკერდის ღრუში.პრაქტიკულად 4-5 დღეში პაციენტი სახლშია, რა დროსაც რეაბილიტაცია გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ამ დადგენილების მიღების შემდეგ გამომდინარე იქედან, რომ არარელევენტური და დაბალი ფასი დააწესა სახელმწიფომ, კლინიკას და ექიმს მოუწევთ სულ სხვა გზით წასვლა -არა მაღალტექნოლოგიური ოპერაციის ჩატარება, არამედ როგორც საბჭოთა პერიოდში ხდებოდა, როდესაც მთელი გულმკერდის ღრუ უნდა გადიხერხოს, გადაიხსნას რასაც სჭირდება შემდეგ დიდხნიანი რეაბილიტაცია. ეს არის ერთი მარტივი მაგალითი იმისთვის, რომ ადამიანებმა გაიგონ რას მიიღებენ რეფორმის შედეგად“.- აცხადებს ლევან კობერიძე.

 

 

 

ბაჩო ადამია





როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ
access_time2020-01-26 20:00:26
ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები სულ უფრო იზრდება. საინტერესოა, რატომ წარმოიქმნება მუდმივად ახალ-ახალი ვირუსები? რატომ არ არსებობს უნივერსალური წამალი? მოსალოდნელია თუ არა ახალი გლობალური ეპიდემია?   როგორ წარმოიქმნება გლობალური ეპიდემია? გლობალურ ეპიდემიას ან პანდემიას უწოდებენ დაავადებას, რომელიც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან ქალაქის ფარგლებში ვრცელდება, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს და ამით ადამიანების...

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა
access_time2020-01-26 19:00:51
Hyundai და Kia-მ ერთობლივად ჩადეს 100 მლნ.  საავტომობილო სტარტაპ Arrival-ში, რომლის ღირებულებაც შეფასდა 3 მლრდ. დოლარად - კომპანია შექმნა რუსეთის მოქალაქე დენის სვედრლოვმა, რომელიც ამჟამად საქმიანობს ინგლისში. შესაბამისად, კორეული გიგანტები მიიღებენ კომპანიის აქციების 3,3%-ს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარიგების მიზანია კომერციული ელექტრომობილების საყოველთაო დანერგვა, და 2025 წლისთვის ამ ტიპის მანქანების მწარმოებელთა სამეულში...

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის
access_time2020-01-26 15:00:16
Google-ის ახალი ყურსასმენი - Pixel Buds – თავსებადი იქნება Pixel-ის სმარტფონებთან.   მოწყობილობა შეუერთდება ვირტუალური თანაშემწეს პროგრამას Google Assistant და გააქტიურდება სპეციალური ღილაკის დაჭერით.   ყურსასმენის მართვა შესაძლებელია ხმოვანი მითითებებით - მაგალითად, მომხმარებელს შეეძლება სთხოვოს მოწყობილობას ჩართოს ესა თუ ის სიმღერა, დარეკოს ტელეფონით, უჩვენოს გზა, და ა.შ.   თუმცა, ახალი ყურსასმენის ყველაზე საინტერესო ფუნქცია იქნება...

Balenciaga მაღალ მოდაში ბრუნდება

Balenciaga მაღალ მოდაში ბრუნდება
access_time2020-01-26 17:00:19
  ჟან-პოლ გოტიე სამუდამოდ ტოვებს მოდის სცენას, თუმცა დემნა გვასალია იწყებს გააქტიურებას.   კერძოდ, დიზაინერმა განაცხადა, რომ ამა წლის ზაფხულში პირველად52 წლის მანძილზე Balenciaga წარმოადგენს კუტიურ-კოლექციას.   ბრენდის ისტორია შეწყდა 1968 წელს, როდესაც კრისტობალ ბალენსიაგამ  დახურა თავისი სამკერვალო, შემდეგ კი გარდაიცვალა. 1986 წელს კომპანია აღდგა, თუმცა, უარი განაცხადა მაღალი მოდის კოლექციების შექმნაზე.   დღეს...

„კრისტალბეთი“ გამარჯვებულ მოქალაქეს ჯეკპოტს არ აძლევს

„კრისტალბეთი“ გამარჯვებულ მოქალაქეს ჯეკპოტს არ აძლევს
access_time2020-01-26 11:00:22
არის შემთხვევები, როცა აზარტული თამაშების კომპანია „კრისტალბეთში“ მოთამაშეებმა ჯეკპოტი მოიგეს, თუმცა ონლაინტოტალიზატორი თანხას არ გასცემს, – ამის შესახებ ადვოკატებმა გიორგი ჩერქეზიამ და სალომე აბესლამიძემ, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას...


მსგავსი სიახლეები

up