პრემიერის მრჩეველი - ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი არიან ბავშვები და სწორედ ეს იყო ამ გადაწყვეტილების ფუნდამენტი

პრემიერის მრჩეველი - ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი არიან ბავშვები და სწორედ ეს იყო ამ გადაწყვეტილების ფუნდამენტი

access_time2020-08-06 16:52:29

ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ კომპენსაციების, რომელიც უკავშირდება კოვიდს, მისი ბენეფიციარების რაოდენობა გაზარდოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.


ანტიკრიზისული სოციალური მხარდაჭერის მე-3 ეტაპზე საუბრისას ბექა ლილუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი და მგრძნობიარე ეკონომიკური კრიზისების მიმართ ბავშვები არიან.



„ჩვენ ვსაუბრობთ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომელიც შეეხო, როგორც სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს, ასევე გარკვეული საშუალო სოციალური ფენის წარმომადგენლებს. პირველ რიგში, აქ ვსაუბრობთ ბავშვებზე. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი და მგრძნობიარე ეკონომიკური კრიზისების მიმართ არიან ბავშვები და სწორედ ეს იყო ფუნდამენტი ამ გადაწყვეტილების. რა თქმა უნდა, ისევე, როგორც კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ნაწილში, არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ ვისაც ამის საჭიროება არ გააჩნია, მან ეს დახმარება არ აიღოს", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.


პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ მთავრობამ, სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის 100 000 სოციალური სარეიტინგო ქულის ქვემოთ მყოფი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, თითოეულ ბავშვზე 2019 წელს 5-ჯერ გაზარდა ეს დახმარება.


„ეს არის სისტემა და მეთოდოლოგია, რომლის შემუშავებაშიც ,სრულიად, თავიდან ბოლომდე ჩართული იყო მსოფლიო ბანკი და სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტი. შესაბამისად, ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, სოციალური დაცვის სისტემა, როგორც მთლიანი სისტემა, საჭიროებს კიდევ უფრო განვითარებას და ეს არ არის სტატიკური პროცესი. ბუნებრივია, მუდმივად საჭიროა, სოციალური კონიუნქტურის ცვლილებასთან ერთად, ამ სისტემის გადახედვა. თუმცა დღეს, ჩვენ, როგორც იცით, გამოცხადებული გვაქვს მორატორიუმი სოციალური დაცვის სისტემიდან გასვლაზე. ჩვენ, მიუხედავად იმისა, ადამიანს შემოსავალი დაუფიქსირდება თუ არა, არ გადის ამ სისტემიდან და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სისტემის მოცვა გავზარდოთ და ბოლო სამი თვლის განმავლობაში, დაახლოებით, 30 000 ადამიანი მოხვდა ამ სისტემაში და შესაბამისად მიიღო წვდომა ყველა იმ სარგებელზე, რასაც მას სახელმწიფო სთავაზობს", - აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up