„პრემიერის მიერ წარდგენილ გეგმას ეკონომიკასთან კავშირი არ აქვს, ეს სოციალური პაკეტია“

„პრემიერის მიერ წარდგენილ გეგმას ეკონომიკასთან კავშირი არ აქვს, ეს სოციალური პაკეტია“

access_time2020-04-24 15:40:53

„კრიზისული მენეჯმენტისთვის ჯამში და არა პოსტკრიზისულ ეკონომიკურ აღდგენაზე, ქვეყანა დახარჯავს 3 მლრდ 500 მლნ ლარს. აღნიშნულიდან მოქალაქეზე ზრუნვასა და მათ სოციალურ დახმარებაზე დაიხარჯება 1 მლრდ 35 მლნ ლარი, ეკონომიკაზე ზრუნვასა და მეწარმეობის მხარდაჭერაზე 2 მლრდ 110 მლნ ლარი, ხოლო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და პანდემიასთან ბრძოლაში 350 მლნ ლარი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.


პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი გეგმა სოციალური დანიშნულებისაა და მას ეკონომიკის სტიმულირებასთან საერთო არაფერი აქვს. მისივე თქმით, ეკონომიკის სტიმულირებად მხოლოდ დღგ-ს დაბრუნების და საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების ნაწილი შეიძლება მივიჩნიოთ.


„პრემიერისგან რა გეგმაც მოვისმინეთ ძირითადად, სოციალური დანიშნულებისაა და ამას ეკონომიკის სტიმულირებასთან სუსტი კავშირი აქვს. ეკონომიკური სტიმულირების დარქმევა ამ ყველაფერზე დიდი გადაჭარბება იქნება. ეკონომიკასთან კავშირი აქვს ერთადერთი საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირებას თუ კომპანიები შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს. ტექნიკური დახმარებაა დღგ-ს ავტომაური დაბრუნებაც, რაც ისედაც კანონში არის გაწერილი და ვისაც ეკუთვნის უნდა დაუბრუნდეს. დანარჩენი ყველაფერი ეს არის წმინდა წყლის სოციალური მოქმედებები, ამ თანხების ეკონომიკასთან მიბმა ბევრად უკეთესად შეიძლებოდა და ეს ხელისუფლებამ არ გააკეთა.



ეჭვი მაქვს, რომ ამის მიზეზი არჩევნებია, მხედველობაში მაქვს უმუშევრების 6 თვის განმავლობაში 200 ლარით დაფინანსება, ამ თანხების ხარჯვა ბიზნესთან ერთად აზრიანი პროექტი გახდებოდა, მაგრამ მთავრობა ამას არ აკეთებს რადგან ურჩევნია, რომ არჩევნების წინ ამომრჩეველს პირდაპირ ხელიდან-ხელში თვითონ მისცეს ფული და ამით საარჩევნოდ ხმები მიიღოს. ეს ყველაფერი ცოტაა, მაგრამ მეტი რა შეუძლია ამ ჩვენ ბიუჯეტს. განსაკუთრებით ტრაგიკომიკურად გამოიყურებოდა პენსიების 20-25 ლარით გაზრდა, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ინფლაცია და სამომხმარებლო კალათა დაახლოებით 20%-ით გაიზარდა, ამ დროს კი ასეთ მატებას რომ გთავაზობენ, საკმაოდ ცინიკურად ჟღერს, ისეც მომავალი წლიდან. რაც დღეს მოვისმინეთ ამას ეკონომიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს წმინდა წყლის სოციალური პაკეტია, მაგრამ რა უნდა მოვთხოვოთ მაშინ, როდესაც მთავრობაში სხედან ისეთი ადამიანები, რომლებიც სოციალურ და ეკონომიკურ პაკეტებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავენ“, - განმარტავს გია ხუხაშვილი.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up