ექსპერტების შეფასებით, კვირიკაშვილის  გადადგომა ეკონომიკას ვერ გააცოცხლებს

ექსპერტების შეფასებით, კვირიკაშვილის გადადგომა ეკონომიკას ვერ გააცოცხლებს

access_time2018-06-13 19:30:08

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა შიდა პარტიული დაპირსიპირების შედეგია და არა შესაბამისი რეფორმების გატარების ახალი შესაძლებლობა  ეკონომიკის დარგის ექსპერტებთან მომხდარი სამთავრობო ცვლილება ასე შეაფასეს.  


ეკონომიკის ექპერტი ირაკლი ყიფიანი სკეტპიკურად უყურებს მომავალი პრემიერის მუშაობის მოსალოდნელ შედეგებსაც.


კვირიკაშვილმა ბრიფინგზე აქცენტი გააკეთა, თითქოს არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემებია და ამიტომ საჭირო იყო საკადრო ცვლილება. რეალური მიზეზი რომ ეკონომიკაში ყოფილიყო, მთავრობამ ეს აქამდეც იცოდა. წლებია აღნიშნული პრობლემის წინაშე ვდგავართ. ვფიქრობ, მიზეზები შიდა პარტიულ დაპირისპირებებში უნდა ვეძებოთ. რაც შეეხება მომავალი პრემიერის მუშაობას, პერსონის შეცვლა შედეგს ვერ მოიტანს თუ არ გატარდება მყისიერი რეფორმები: კერძოდ, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, რადგან საკუთრების დაცვის გარეშე ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები ვერ განხორციელდება. ასევე ხელისუფლება უნდა იყოს ორიენტირებული ინვესტიციების მოზიდვაზე, რასაც ერთი მხრივ ესტონურმა მოდელმა ხელი შეუწყო, მეორე მხრივ კი - ეს მოხდა აქციზის განაკვთის ზრდის ხარჯზე. საჭიროა მეტად ლიბერალური საგადასახო პოლიტიკა“,- განმარტავს ყიფიანი.



ირაკლი ყიფიანის მოსაზრებას ეთანხმება ეკონომისტი  გია ხუხაშვილი.  მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილი  შიდა დაპირისპირების გამო გადადგა, თუმცა პერსონების ცვლილებება ქვეყანაში არსებულ კრიზისულ ვითარებას ვერ შეცვლის.


აქ პერსონები არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ ქვეყანაში კრიზისია და ეკონომიკა სეროზული სტაგნაციის წინაშე  დგას. პრემიერის გადადგომა ამას არ უშველის, თუ მთლიანი მართვის სისტემა არ გახდება ეფექტური. ხელისუფლებაში ყოფნა არის სოლიდარული პასუხისმგებლობა და აუცილებელია მინისტრთა კაბინეტის სწორად დაკომპლექტება. რაც შეეეხება კვირიკაშვილის განცხადებას, რომ იყო შიდა დაპირისპირებები, ვფიქრობ ამაზე დღეს არ უნდა ესაუბრა, თუმცა ესეც გასაგებია  სტრესული მდგომარეობის გათვალისწინებით, თავს უფლება მისცა იმაზე მეტი ელაპარაკა,  ვიდრე პოლიტიკოსი უნდა საუბრობდეს ასეთ დროს“,- აცხადებს ხუხაშვილი.



სალომე ლემონჯავა

 





ტურისტებმა საქართველოში, ივლისში რეკორდული თანხა - 431 მილიონი აშშ დოლარი დახარჯეს

 ტურისტებმა საქართველოში, ივლისში რეკორდული თანხა - 431 მილიონი  აშშ დოლარი დახარჯეს
person access_time2018-08-16 15:00:26
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ივლისში საქართველოში მყოფმა უცხოელმა ვიზიტორებმა რეკორდული რაოდენობის თანხა - 431 მილიონი დოლარი დახარჯეს. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში დანახარჯები  379 მილიონს შეადგენდა. აქამდე ტურიზმიდან თვეების განმავლობაში 400 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი საქართველოს  არ...

43 რეკომენდაციიდან მხოლოდ 4 არის შესრულებული- სასტუმრო „ველმონდი“ ხვალ დაილუქება

43 რეკომენდაციიდან მხოლოდ 4 არის შესრულებული- სასტუმრო „ველმონდი“  ხვალ დაილუქება
person access_time2018-08-16 13:58:30
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო “ველმონდის” (ყოფილი “ლეოგრანდის”) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. „კომერსანტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე ველმონდში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს [დეტალური,...

ოქროს მომპოვებლები: საქართველოს 8 რეგიონში ძვირფას მეტალს 15 კომპანია ეძებს

ოქროს მომპოვებლები: საქართველოს  8  რეგიონში ძვირფას მეტალს 15 კომპანია ეძებს
person access_time2018-08-16 10:30:27
საქართველოში ოქროს დაცული...

სებ-ის პესიმისტური სცენარით, ლარი 2018 წელს 10%-ით, 2019 წელს კი 15%-ით გაუფასურდება

სებ-ის პესიმისტური სცენარით, ლარი 2018 წელს 10%-ით, 2019 წელს კი 15%-ით გაუფასურდება
person access_time2018-08-16 11:00:19
...

რაულ ხაჯიმბა: აფხაზეთში რკინიგზა აუცილებლად ამოქმედდება, უნდა ეს საქართველოს თუ არა

 რაულ ხაჯიმბა: აფხაზეთში რკინიგზა აუცილებლად ამოქმედდება, უნდა ეს საქართველოს თუ არა
person access_time2018-08-15 20:00:00
აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმას რაულ ხაჯიმბამ რუსულ გამოცემა „იზვესტიას“ ინტერვიუ მისცა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up