პრემიერის ანგარიში - მოსალოდნელია, რომ ეკონომიკა ნავარაუდევთან შედარებით გაცილებით სწრაფი ტემპით აღდგება

პრემიერის ანგარიში - მოსალოდნელია, რომ ეკონომიკა ნავარაუდევთან შედარებით გაცილებით სწრაფი ტემპით აღდგება

access_time2021-06-07 20:00:00

მარტის და აპრილის დადებითი ტენდენციების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკა ნავარაუდევთან შედარებით გაცილებით სწრაფი ტემპით აღდგება და მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გადააჭარბებს ბიუჯეტის დაგეგმვისას არსებულ 4,3 პროცენტიან პროგნოზს, რასაც მომდევნო წლების მშპ-ზეც დადებითი ეფექტი ექნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული.


დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი გაჯანსაღებისა და ეკონომიკური აქტივობის პოზიტიურ ტენდენციებზე ნათლად მიანიშნებს 2021 წლის თებერვლიდან საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.


„პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზეც და შეაჩერა ის პოზიტიური ტენდენციები, რაც პანდემიამდე ფიქსირდებოდა ეკონომიკის ყველა მიმართულებით. ბუნებრივია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები უარყოფითად აისახა ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელზე. პანდემიის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა ტურიზმის სფერო და მასთან დაკავშირებული საქმიანობები. ამ ყოველივეს გათვალისწინებით 2020 წელს ეკონომიკის კლებამ 6.2% შეადგინა. ტურისტული ნაკადების მნიშვნელოვანმა შემცირებამ (საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები შემცირდა 83.4%-ით) მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდა გამოიწვია და მშპ-ის 12.3% შეადგინა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქონლის ექსპორტის 12%-ით შემცირების მიუხედავად, ადგილობრივი პროდუქტის ექსპორტი 3.5%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.


პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე შემცირდა საინვესტიციო აქტივობაც და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც. სარეიტინგო კომპანიების „Fitch“-ისა და „S&P“-ის მიხედვით, საქართველო ინარჩუნებს „BB“ საკრედიტო სუვერენულ რეიტინგს ნეგატიური პერსპექტივით. პანდემიის მართვის კუთხით, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირებასა და ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესს. პანდემიით გამოწვეული რეცესიის ერთწლიანი პერიოდის შემდგომ, ეკონომიკური აქტივობის დონის რეალური ცვლილების მაჩვენებელი მარტში პირველად გახდა დადებითი (4%), ხოლო აპრილში ზრდამ მასშტაბური, 44.8% შეადგინა. შესაბამისად, საგრძნობლად გაიზარდა კუმულატიური ზრდის ტემპიც და 2021 წლის იანვარ-აპრილის პერიოდისათვის 8.1 პროცენტს გაუტოლდა.



საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი გაჯანსაღებისა და ეკონომიკური აქტივობის პოზიტიურ ტენდენციებზე ნათლად მიანიშნებს 2021 წლის თებერვლიდან საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. 2021 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით ექსპორტი შთამბეჭდავად, 70 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 378.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ აპრილში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება, როგორც 2020 წლის, ასევე 2019 წლის აპრილის (პანდემიამდე) მონაცემსაც (2019 წლის აპრილთან შედარებით ექსპორტის ზრდა 21.6%-ია). აპრილში იმპორტი 56.5 პროცენტით გაიზარდა და 749.1 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. 2021 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი გაიზარდა 19.6 პროცენტით და 1,199.0 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 10.1 პროცენტით აღემატება წინა წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელს და 2,730.0 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს. ამასთან, აპრილში 93.4%-ით არის გაზრდილი დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით“, - აღნიშნულია ანგარიშში.


ამავე ანგარიშის თანახმად, „2021 წელს პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება დაიწყება“.


„აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში 2021-2026 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის და 5.1%-ს გაუტოლდება. მარტის და აპრილის დადებითი ტენდენციების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკა ნავარაუდევთან შედარებით გაცილებით სწრაფი ტემპით აღდგება და მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გადააჭარბებს ბიუჯეტის დაგეგმვისას არსებულ 4,3 პროცენტიან პროგნოზს, რასაც მომდევნო წლების მშპ-ზეც დადებითი ეფექტი ექნება. ამასთან, 2021 წლის აპრილში წარმატებით დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამა და პროგრამის მე-8 შეფასება. სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების დროულმა სოციალურმა და ეკონომიკურმა ნაბიჯებმა შეაკავა პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური და სოციალური გავლენა. სტრუქტურული რეფორმების განხორციელება კვლავაც მნიშვნელოვანია პანდემიით განპირობებული ზიანის შესამსუბუქებლად“, - აღნიშნულია ანგარიშში.



IPN.GE




თეგები:
ანგარიში



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up