პრემიერი ტურისტულ ღონისძიებათა კალენდრის შექმნის იდეით გამოდის

პრემიერი ტურისტულ ღონისძიებათა კალენდრის შექმნის იდეით გამოდის

access_time2016-02-01 09:25:56

ტურიზმის განვითარების პერსპექტივები, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსის ხარჯვის ეფექტურობა, ღონისძიებების კალენდარი და გაძლიერებული კამპანია ვიზიტორთა მოსაზიდად - ტურისტული სექტორის პრიორიტეტები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც მთავრობის წევრებთან ერთად, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.


პრემიერმინისტრის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ტურისტთა მოსაზიდად საჭიროა კამპანიის გაძლიერება, ასევე უნდა შემუშავდეს წლის ღონისძიებათა კალენდარი, რათა უქმე დღეებში და დღესასწაულებზე თბილისი ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდეს.



„აქ ტურიზმის სფეროს დივერსიფიცირებული მიმართულებების წარმომადგენლები ბრძანდებით და გვინდა, რომ უმოკლეს ვადებში დავგეგმოთ გაძლიერებული კამპანია, რაც შეიძლება მეტი ვიზიტორის საქართველოში შემოსაყვანად. ამას გარდა, განვიხილოთ სხვადასხვა ღონისძიების კალენდარი წლის განმავლობაში, რომ ყოველ უქმეზე თუ დღესასწაულზე თბილისში ხდებოდეს რაღაც საინტერესო, რაც მეტ ტურისტს მოიზიდავს, როგორც რეგიონიდან, ისე შორეული ქვეყნებიდან. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელიც გვინდა, რომ შემოგთავაზოთ და გვინდა თქვენი აზრი მოვისმინოთ ამ გეგმის შესახებ. ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე წარმოგიდგენთ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსის ხარჯვის პრიორიტეტებს და გვინდა მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები, თუ რამდენად ეფექტური იქნება ეს, ხომ არ შევცვალოთ რაიმე ან როგორ მოვძებნოთ უფრო მნიშვნელოვანი და უფრო ეფექტური ხარჯვის გზა," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მსგავს შეხვედრებს ექნება რეგულარული ხასიათი, რათა ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც სახელმწიფო გადადგამს, შეთანხმებული იყოს სექტორის წამყვან კომპანიებთან.



რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up