პრემიერი კურორტ „ლებარდეს" განვითარებას აანონსებს – კონცეფცია ზაფხულისთვის დასრულდება

პრემიერი კურორტ „ლებარდეს" განვითარებას აანონსებს – კონცეფცია ზაფხულისთვის დასრულდება

person access_time2016-03-09 09:00:43

კურორტ „ლებარდეს" განვითარების კონცეფცია მიმდინარე წლის ზაფხულისთვის დასრულდება. გეგმაზე მუშაობა მარტვილის მუნიციპალიტეტმა უკვე დაიწყო. რა პოტენციალი აქვს კურორტ „ლებარდეს" და რა მიმართულებით აპირებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მის განვითარებას?


მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია „კომერსანტთან" აცხადებს, რომ ეს საკითხი კომპლექსურად, სხვადასხვა უწყებების დონეზე უნდა შეთანხმდეს. მათ შორის, გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სამინისტროებთან. მისი თქმით, კურორტ „ლებარდეს" დიდი პოტენციალი აქვს და მისი კურორტად ქცევა ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან დაეხმარება.


„შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდება ხალხი, გაიხსნება ახალი ბიზნესები, რაც რეგიონს წინ წასწევს ეკონომიკურად"-აცხადებს გაბისონია.

 


მისი თქმით, რა ოდენობის ინვესტიცია იქნება განსახორციელებელი, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. გაბისონიას თქმით, როდესაც დაიდება განვითარების გეგმა, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება იმის თქმა შესაძლებელი, თუ რა რესურსია საჭირო იმისთვის, რომ „ლებარდე" კურორტად იქცეს. ასევე მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ინვესტორებისთვის შეთავაზება და მათი ამ კურორტით დაინტერესება.


გაბისონია აცხადებს, რომ კურორტი „ლებარდე" უნდა იყოს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის კურორტი.


საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში ახალი კურორტების განვითარების აუცილებლობაზე რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. მისი განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს 4-სეზონიანი კურორტების განვითარებაზე - იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც მთის კურორტებზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები. კვირიკაშვილი კონკრეტულ კურორტებსაც ასახელებს, რომელთა განვითარებასაც, ბახმაროსა და აბასთუმნის გარდა, მთავრობა გეგმავს, ესენია ლებარდე, აბასთუმანი და სხვა.


 



„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up