პრემიერი ინვესტიციების ზრდას ბიზნესზე ორიენტირებულ პოლიტიკას უკავშირებს

პრემიერი ინვესტიციების ზრდას ბიზნესზე ორიენტირებულ პოლიტიკას უკავშირებს

access_time2016-04-11 13:32:39

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა იწყებს ახალ რეფორმებს, რომლის მიზანიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ეფექტიანი მმართველობა, განათლების სისტემის რეფორმირება და ინფრასტრუქტურული და რეგიონული განვითარებაა.


საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, სატრანზიტო პოტენციალზე და ბიზნესის სიმარტივის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე საუბრით დაიწყო სიტყვით გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის პლენალურ სესიაზე - „Global Leaders Debate.“


გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ და ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ თავისუფალ, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს. მისი განმარტებით, ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით), რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს, როგორც საინვესტიციო ქვეყნის მიმზიდველობა.


“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება. 2014 წელს დაფიქსირდა 80-პროცენტიანი ზრდა და ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 1,75 მილიარდი დოლარი. ამ ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკა, უწყვეტი რეფორმები ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, მტკიცე საგარეო-სავაჭრო ურთიერთობები, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა. საქართველო მაქსიმალურად იყენებს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ჩვენ გვთავაზობს ორი წლის წინ ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან. ასე რომ, ქვეყნებისთვის, რომელთაც არ აქვთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ხელსაყრელია ინვესტირება საქართველოში. მნიშვნელოვანია საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, ჩვენი მაღალი შედეგები სხვადასხვა ბიზნესრეიტინგში, ჩვენი დაბალი გადასახადები. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, გადასახადების სიმსუბუქის კუთხით ჩვენ მე-9 ადგილზე ვართ მსოფლიოში,” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.



მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა იწყებს ახალ რეფორმებს, რომლის მიზანიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაა, ეფექტიანი მმართველობა, განათლების სისტემის რეფორმირება და ინფრასტრუქტურული და რეგიონული განვითარებაა.

 

“გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი და რომელთა მიზანიცაა ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, შავი ზღვის სანაპიროზე, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რაც გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს (პორტის ყოველწლიური ტვირთბრუნვა იქნება 100 მილიონი ტონა წელიწადში),” - აღნიშნა პრემიერმა.


გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ინვესტორთა საბჭოს შესახებ და განაცხადა, რომ ბიზნესსაზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა საქართველოში ტრადიციად იქცა.

 

“სულ ახლახანს ჩვენ დავაარსეთ ინვესტორთა საბჭო, რომელიც თავს უყრის ყველა მსხვილ ინვესტორსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსხვილი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს,” - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.



IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა
access_time2020-11-30 19:00:59
ის, რომ უკრაინას შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების მორიგ ტრანში ვერ მიეღო, წარმოუდგენელი და დაუჯერებელი სულაც არ ყოფილა. და აი ეს დღე მოვიდა, თუ რამე არ შეიცვალა და სავარაუდოდ, არაფერი შეიცვლება, ქვეყანა საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს.   შესაბამისად, მთავრობა ბიუჯეტის შესრულების მხრივ საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდება. უზარმაზარი დეფიციტი ასევე უზარმაზარ პრობლემებს შექმნის. პირველ რიგში ეს ე.წ. „დაუცველ ხარჯებს“ შეეხება, მათი შესრულება უკვე დაუწყო,...

30 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

30 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-11-30 18:05:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3253 ლარი...

წერილი პრემიერს - ტურისტული სექტორი ინდუსტრიის ჩაკეტვის გააუქმებას მოითხოვს

წერილი პრემიერს - ტურისტული სექტორი ინდუსტრიის ჩაკეტვის გააუქმებას მოითხოვს
access_time2020-11-30 17:00:57
„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance“  საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას განცხადებით მიმართავს, სადაც ნათქვამია, რომ სტუმართ-მასპინძლობის სექტორსა და მთავრობას შორის კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე უფრო ღრმად ორიენტირებული და ეფექტური დიალოგი უნდა წარიმართოს. ალიანსის საქართველოს მთავრობას 4 კონკრეტული მოთხოვნით მიმართავს. „კომერსანტი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ“   ბატონო...

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“
access_time2020-11-30 15:00:05
სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ სუფთა სახლის ფილიალებში საახალწლო პროდუქცია დახლებზე განთავსებულია, თუმცა ამ ეტაპზე მათი შეძენის უფლება მომხმარებელს არ აქვს, პარალელურად ვრცელდება „კარფურის“ ქსელის ფოტოები, სადაც მსგავსი პროდუქცია უპრობლემოდ იყიდება. მომხმარებლები საუბრობენ, რომ შეზღუდვები ბიზნეს ობიექტებზე არათანაბრად და არასამართლიანად ვრცელდება. „კომერსანტი“ ამ საკითხზე „სუფთა სახლს“ დაუკავშრიდა, ქსელის მარკეტინგის განყოფილებაში...

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...


მსგავსი სიახლეები

up