საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ორშაბათის სხდომაზე იმპორტიორებს მოუწოდა, დროულად შემოიტანონ ქვეყანაში იაფი და მაღალი ხარისხის თურქული მედიკამენტები, რაც, მისივე თქმით, ქართულ ბაზარზე წამლების გაიაფებას გამოიწვევს.
„დაპირებისამებრ, ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი, ახლა იმპორტიორებისგან გვაქვს მოლოდინი, რომ დროულად შემოიტანენ ხარისხიან და იაფ მედიკამენტებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ამ პროცესს აკვირდება.
„მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აქტიურად არის ჩართული. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო იმპორტიორებს, დროულად მოხდეს ამ მედიკამენტების შემოტანა, რაც, ჩვენი ვარაუდით, ძალიან მალე გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.