„პრემიერი დაგვპირდა, რომ 520-ე დადგენილების ხარვეზებს გამოასწორებდა, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა“ - ჰოსპიტალური სექტორი კრიზისშია

„პრემიერი დაგვპირდა, რომ 520-ე დადგენილების ხარვეზებს გამოასწორებდა, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა“ - ჰოსპიტალური სექტორი კრიზისშია

access_time2020-09-19 19:04:55

კვირის ერთ-ერთი ყველაზე საინტერსო სტატია კომერსანტისგან.

2019 წლის ნოემბერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პირველი რეფორმა გაატარა. შედეგად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდა. მთავრობის გადაწყვეტილება მაშინ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ყველა პირმა, მედიკოსმა თუ ექსპერტმა გააკრიტიკა. დღეს 520-ე დადგენილება აღარავის ახსოვს, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ როცა 520-ე დადგენილება ჯანდაცვის სამინისტოში ახსოვდათ, უწყება პრობლემის მოგვარებით არც მაშინ იყო დაკავებული. „კომერსანტი“ დაინტერსდა 10 თვის შემდეგ რა შედეგები მოუტანა 520-ე დადგენილებამ კლინიკებს.

საქართველოს რეანიმაციისა და ანესთეზიის სკოლის დამფუძნებელი, კლინიკა „ღია გულის“ კარდიორეანიმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ ჰოსპიტალური სექტორი შემცირებული სამედიცინო პერსონალის, შემცირებული ხელფასის და პაციენტის გაზარდილი თანაგადახდის ხარჯზე არსებობას განაგრძობს, თუმცა ამბობს, რომ უახლოეს მომავალში კლინიკებს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნება, შედეგად კი ბევრი მათგანი დაიხურება. არსებული ვითარება ექიმის განმარტებით გამოიწვია იმან, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ არარეალური ფასები დაადგინა. გრიგოლიას განცხადებით ოპერაციის გაკეთება კლინიკისთვის აბსოლუტურად წამგებიანი გახდა, მისივე განმარტებით, როცა საქმიანობა წამგებიანი ან უნდა დახურო და ან ხარჯების შესამცირებელი გზები ეძებო.

„ჯანდაცვის სამინისტროსაც და პრემიერ- მინისტრსაც ვაფრთხილებდით, რომ 520 დადგენილება ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანდა, შედეგებს რომელსაც ახლა ვიმკით. კარდიოქირურგიის განვითარება შეჩერდა, ვერ ვაკეთებთ ოპერაციებს იმ რაოდენობით რაც ბრძანების ამოქმედებამდე კეთდებოდა. თუკი რამეს ვაკეთებთ, პაციენტებს ეს გაცილებით ძვირი უჯდება იმიტომ, რომ ის ფასები რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოგვიდგინა ოპერაციის გაკეთებას შეუძლებელს ხდის. შესაბამისად პაციენტის გადასახდელი თანხა გაიზარდა, ძალიან ბევრ მათგანს ამის შესაძლებლობა არ აქვს რის გამოც სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს. ოპერაციაში 20 – 30 %-ით მეტი თანხის გადახდა უწევთ. მეორე ცუდი შედეგი არის ის, რომ სამედიცინო პერსონალს, ხელფასების 20- დან 40% - მდე შეუმცირდა, ეს შეეხო როგორც ექიმებს ისე სანიტრებს, საშუალო სამედიცინო პერსონალს და ექთნებს. მესამე უარყოფითი შედეგი არის ის, რომ კლინიკები იძულებულები გახდნენ, რომ სამედიცინო პერსონალი სახლში გაეშვათ, კადრების რაოდენობა დაახლოებით 15%-ით შემცირდა“, - აცხადებს გიორგი გრიგოლია.

საქართველოს რეანიმაციისა და ანესთეზიის სკოლის დამფუძნებელი გვიყვება, რომ არანაირი ინოვაცია აღარ შემოდის, რადგან მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა ძალიან ძვირია, შესაბამისად კლინიკებს ამის რესურსი აღარ აქვთ, მისი თქმით გასულ წლებში დარგი სულ ვითარდებოდა ახლა კი ყველაფერი ნულზეა დასული.

„520 დადგენილება ისე ამოქმედდა, რომ შეხვედრები და კონსულტაციები სპეციალისტებთან არ ყოფილა. ორი კვირით ადრე დაიდო ბრძანება, ამ ორ კვირაში მოვახერხეთ პრემიერმინისტრთან შხვედრა, პარლამენტში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა დადგენილების გადადებას ვითხოვდით, თუმცა გვითხრეს, რომ ხარვეზები გამოსწორდება ბრძანების ამოქმედების გადადება არაა სჭირო. პრემიერმინისტრმა თქვა ხარვეზები 2-3 დღეში გამოსწორდებაო, ამის შემდეგ ხარვეზი არ გამოსწორებულა. ბრძანება ამოქმედდა, შემდეგ დაიწყო კარანტინი, ვირუსთან ბრძოლა და ყველაფერი დაკონსერვდა. ამის მერე ჩვენი აქტიურობა გამოიხატებოდა იმაში, რომ დავუკავშირდით პროფკავშირებსაც, ასოციაციურ გაერთიანებასაც, რაც შეგვეძლო ყველა ძალა გამოვიყენეთ, მაგრამ სამწუხაროდ არანაირი შედეგი არ გვაქვს. ვირუსთან ბრძოლა როცა დაიწყო აქტიურობა შევწყვიტეთ, რადგან მთელი ჯანდაცვა და სახელმწიფო სულ სხვა პრობლემაზე გადაერთო“, - განმარტავს გიორგი გრიგოლია.


ექიმი აცხადებს, რომ კორონავირუსთან შვიდთვიანი ბრძოლის შემდეგ დრო მოვიდა ჯანდაცვის სამინისტრო იმ საჭირბოროტო საკითხებს დაუბრუნდეს, რომელიც ჰოსპიტალურ სექტორის სასწრაფოდ გადასაწყვეტია.

„მსგავსი სეკვესტრი სხვა სპეციალობებსაც ელოდება, ეს სპეციალობები ჯერჯერობით კოვიდ 19- მა გადაარჩინა. ვირუსის გავრცელებამდე იგეგმებოდა ერთიანი ტარიფის დადგენა ნეიროქირურგიაზე, ტრავმატოლოგიაზე. გადაწყვეტილება შეჩერებულია და იმედია საბოლოოდაა შეჩერებული. იქნებ 520 დადგენილებას ისევ გადახედონ და გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ, ეს ჩემი სურვილია, თუმცა იმედი არა მაქვს“,- განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

კლინიკა „ღია გულის“ კარდიორეანიმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მომართვიანობა არ შემცირებულა, თუმცა მისი განმარტებით, მომართვიანობას ოპერაცია აღარ მოჰყვება ხოლმე.

„ვთქვათ კლინიკაში მოვიდა ასი პაციენტი, თუ ადრე ასივე იკეთებდა ოპერაციას ახლა დაახლოებით 70 ადამიანი იკეთებს. ჩვენი კლინიკის მდგომარეობით ოპერაციების რაოდენობა 30% - ით შემცირდა. მიზეზი არის, ის რომ პაციენტს არ აქვს შესაძლებლობა თავისი წილი გადაიხადოს“,- ამბობს გიორგი გრიგოლია.

შემცირებულ ოპერაციებზე საუბრობს „საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის“ პრეზიდენტი კახაბერ ეცადაშვილი. კარდიოლოგი აცხადებს, რომ რეალურად პრობლემის მოსაგვარებლად ჯანდაცვის სამინისტროს ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

„ჯერჯერობით ახალი არაფერია, ყველაფერი ისევ ისეა როგორც ვამბობდით ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში. რეალურად დღეისთვის არაფერი შეცვლილა. ოპერაციები ძალიან შემცირებულია, დაახლოებით 50%-ით თუ მეტით არა, მაგრამ ეს 520-ე დადგენილების ბრალია თუ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის, მაგის თქმა რთულია. ჩემი აზრით, გამოსავალი არის ის, რომ სანამ რამეს გადაწყვეტენ, რომელიც შემდეგ პრემიერ მინისტრის ხელმოწერითაა და რთული შესაცვლელია, მანამდე გაიარონ კონკრეტულ ექსპერტებთან და დარგის სპეციალისტებთან“, - განმარტავს კახაბერ ეცადაშვილი.

ჰოსპიტალურ სექტორში შექმნილ რთულ მდგომარეობაზე საუბრობს „საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი“ ალექსანდრე ალადაშვილი. კარდილოგი აცხადებს, რომ 520-ე დადგენილება ყველას დაავიწყდა, შესაბამისად პრობლემა ისევ მწვავედ დგას.

„არავითარი სიახლე არ გვაქვს, დადგენილება მუშაობს, რა აჟიოტაჟიც მოყვა ყველაფერი ისევ ისე დარჩა. ექიმების პოზიცია იგივეა რაც თავდაპირველად, მაგრამ ჯანდაცვის სამინსტრო აზრს არ იცვლის. ჩემი პოზიციაც იგივეა, საჭიროა ტარიფების განსაზღვრა, ფასების უბრალოდ ცვლილება სპეციალური გათვლების გარეშე არასწორია, ჯერ უნდა დადგინდეს ტარიფი, რეალური ღირებულება და შემდეგ უნდა ვისაუბროთ იმაზე შეიძლება თუ არა ფასის ცვლილება. ძალიან ძნელია შედეგების განსაზღვრა, 520 დადგენილება ყველას დაავიწყდა, პაციენტების ნაკადები ახლა უკვე კორონავირუსის პანდემიამ შეამცირა და 520-ე დადგენილებამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მობილობა არ არის, მომართვიანობა მინიმუმ 35% - ითაა შემცირებული. ხალხს შემოსავალი ნაკლები აქვს და შესაბამისად ნაკლებს ხარჯავენ და რთულია პროგნოზის გაკეთება, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, მრავალ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა: დადგენილება, ეპიდემია და ეკონომიკური მდგომარეობის უკუსვლა, ვითარება ალბათ გაუმჯობესდება“, - განაცხადა ალექსანდრე ალადაშვილიმა.




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-22 21:00:21
1. ბანკებზე თავდასხმის ქრონიკა საქართველოში   ბანკების ძარცვა ტექნოლოგიების ერაში ბევრს ყველაზე მოძველებულ კრიმინალურ აქტად მიაჩნევა, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებზე შეიარაღებული თავდასხმა პლანეტის ერთერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად დღემდე რჩება....

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-22 18:10:25
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, კურსის ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი...

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა
access_time2020-10-22 20:00:48
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში ანტიმონოპოლური სარჩელი შეიტანა.   უწყების აზრით, კორპორაცია ონლაინ-ძიების ბაზარზე ხელოვნულ მონოპოლიას აჩენს.   Google არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1 ტრლნ. დოლარია. ის თითქმის მონოპოლოსტია მილიარდობით ინტერნეტ-მომხმარებლისთვის, კომპანია ისეთ სერვისებს ფლობს, როგორც  Chrome,  YouTube, Google maps, Google translate და...

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები
access_time2020-10-22 17:30:00
2020 წლის სამ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 499 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 81%-იანი დანაკლისია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. PMC Research-ის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.2%-ით შემცირდა. აპრილის შემდეგ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყოველ თვეში, მოგზაურების, ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 90%-ზე მეტად მცირდებოდა. კვლევაში მითითებულია, რომ COVID-19...

ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე

 ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე
access_time2020-10-22 17:00:34
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ახლიდან გაკეთდება.   მისივე ინფორმაციით, აქამდე გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.   „პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი...


მსგავსი სიახლეები

up