პრემიერი აღიარებს, რომ საჯარო სტრუქტურებში სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტია

პრემიერი აღიარებს, რომ საჯარო სტრუქტურებში სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტია

person access_time2016-03-04 14:00:06

პრემიერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უმწვავეს თემას – საჯარო მოხელეებს შორის სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტს შეეხო და მათ სახელმწიფო აზროვნებისკენ მოუწოდა.

 

"ვიყოთ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების!" – განაცხადა პრემიერმა და ამით აღიარა იმ პრობლემის სიმწვავე, რომლის დაძლევის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ მისი ორი წინამორბედი საუბრობდა, თუმცა, როგორც კვირიკაშვილის განცხადებიდან ჩანს, საჯარო მოხელეების აზროვნებაში გარდატეხის შეტანა ამ ოთხ წელიწადში ვერ მოხერხდა.


“მინდა მოვუწოდო ყველა საჯარო მოხელეს, ვიყოთ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების, ვაჩვენოთ მეტი თავმდაბლობა, განსაკუთრებით, როდესაც ვიმყოფებით საჯარო სივრცეში და მივცეთ მაგალითი ჩვენს თანამოქალაქეებს...


ჩვენ ვერ შევეგუებით იმ ფაქტს, რომ საჯარო მოხელეები საკუთარ თანამდებობას იყენებდნენ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად,“ – განაცხადა პრემიერმინისტრმა. 


იგი მიიჩნევს, რომ საჭიროა ქვეყანაში დამკვიდრდეს საჯარო მოხელის ქცევის ძალიან მაღალი სტანდარტი.


საჯარო მოხელეებს შორის და ზოგადად, მოქალაქეებში სახელმწიფოებრივი აზროვნების აუცილებლობაზე ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ პირველი პრემიერი საუბრობდა. მას ამ მიმართულებით რადიკალური გარდატეხის მოხდენა სურდა.


“მოქალაქე ნიშნავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სახელმწიფოებრივად ორგანიზებულ ინდივიდს, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობის განცდა, არა მარტო მათზე, ვისთანაც ცხოვრობს ან ვინც უყვარს, არამედ ყველა თანამოქალაქეზე, ვისაც საერთოდ არ იცნობს ან სულაც არ მოსწონს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ორი წლის წინ, საზოგადოება „მოქალაქის“ პრეზენტაციაზე. 

 


პოლიტიკაში მოსვლის დღიდან მას ხშირად უსაუბრია იმაზე, რომ საქართველოს საზოგადოებასა და ხელისუფლებაში ვერ ჩამოყალიბდა განცდა, რომ ხელისუფლება არის დაქირავებული და ის უნდა აკონტროლოს საზოგადოებამ.


“ჩვენ ვერ ვისწავლეთ ხელისუფლების დაქირავება, არ ვიცოდით, როგორ აგვერჩია და შემდეგ როგორ გვეკონტროლებინა ხელისუფლება. სწორედ ეს იყო მიზეზი მოჯადოებულ წრეზე სიარულის. ხელისუფლების მოსვლის დღიდან მე სწორედ ამაზე ვაკეთებდი ძირითად აქცენტს. დიახ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ კარგად, როგორ ვიქირაოთ ხელისუფლება, ჩვენ კარგად უნდა ვისწავლოთ, როგორ ვიქირაოთ ის და რატომ,” - განაცხადა ივანიშვილმა.


მოჯადოებული წრე  ვერც მომდევნო წლებში გაირღვა – ბიძინა ივანიშვილის შემცვლელის, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას ქვეყნის მმართველობაში არასახელმწიფოებრივი მიდგომები საკმაოდ გაძლიერდა. ამ პერიოდში ნეპოტიზმის გამო ხელისუფლებას სულ უფრო მეტი კრიტიკოსი გამოუჩნდა – შეკითხვები გაჩნდა ღარიბაშვილის სანათესაოსთვის პრივილეგიებისა და სახელმწიფო სამსახურებში დაწინაურებასთან დაკავშირებით. 


ამ ფონზე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები სახელმწიფოებრივი აზროვნების აუცილებლობაზე სადღეგრძელოებად იქცა. 


„თავისუფლებას გაფრთხილება სჭირდება, არასახელმწიფოებრივ აზროვნებას ჩვენი ქვეყნისთვის დიდი ზიანი მოაქვს,“ - ეს სიტყვები ექსპრემიერმა  თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თქვა. თუმცა მისი მმართველობა საპირისპირო მიმართულებით წარიმართა. ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდში სულ უფრო მეტი ბიზნესმენი უჩიოდა ბიზნესისადმი საჯარო მოხელეების არაპარტნიორულ დამოკიდებულებას და ხელისუფლებასთან კომუნიკაციის გართულებას. 


 სახელმწიფო სტრუქტურებში არასახელმწიფოებრივი აზროვნება რომ „ქართული ოცნების“ თითქმის ოთხწლიანი მმართველობის პერიოდშიც ვერ დაიძლია, ამაზე ახალი პრემიერის დღევანდელი განცხადებაც მიუთითებს. 

 

ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის ოთხი წლის თავზე პრემიერს უწევს ამგვარი მოწოდების გაკეთება, ნათლად მიანიშნებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა მიდგომები ისევ ძველ, „მოჯადოებულ წრეზე“ რჩება. 


აღნიშნული განცხადება კვირიკაშვილმა „ბათუმის წყლის“ დირექტორთან დაკავშირებული მოვლენების კომენტარისას გააკეთა: საქმე ეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შეკამათების გამო მოხდა ბათუმის ერთ-ერთი კვებითი ობიექტისთვის წყლის შეწყვეტა.


პრემიერს ამ საკითხზე მკაცრი პოზიცია აქვს – ის მიიჩნევს, რომ ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, „ბათუმის წყლის“ დირექტორმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს. 

 

ის, რომ ახალი პრემიერი საჯარო მოხელეებში არასახელმწიფოებრივი აზროვნების პრობლემაზე საუბრობს, იძლევა იმედს, რომ ამ შემთხვევაში მაინც, მოწოდებები სახელმწიფოებრივი აზროვნებისკენ ისევ სადღეგრძელოდ არ დარჩება და მათ  საჯარო სექტორში რეალური გარდატეხა მოჰყვება.

 

გიორგი კვირიკაშვილმა უკვე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი როგორც პოლიტიკის, ისე ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით, რომლებშიც ნათლად ჩანს მისი სურვილი, სახელმწიფო ბიუროკრატია შესუსტდეს, მთავრობა გახდეს გახსნილი ბიზნესისა და თითოეული მოქალაქისადმი, ხელისუფლება იყოს მეტად ანგარიშვალდებული საზოგადოებისადმი. 


შეცვლის თუ არა ეს პოლიტიკური ნება რეალობას, თუ „ქართული ოცნების“ მესამე პრემიერის განცხადებებიც სადღეგრძელოების კატეგორიაში დარჩება – ამას კვირიკაშვილის მმართველობის პერიოდი დაგვანახებს.



თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up