„520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული რაღაც ცვლილებები შევიდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაშ ყურადღება გაამახვილა კორონავირუსის გავრცელების მერე ტალღაზე და ჯანდაცვის სისტემის დახმარებაზე.
„520-ე დადგენილება არის რთული, მაგრამ უკიდურესად საჭირო დადგენილება იმისთვის. რომ ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში იყოს უფრო დაბალანსებული და სტაბილური მდგრადი გრძელვადიანი გამოწვევების წინაშე. ამიტომ 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული რაღაც ცვლილებები შევიდეს ეს არის და ეს. რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემის დახმარებას, მოგახსენებთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დეველოპმენტის და მშენებლობის სექტორის დახმარებით შემდგომ შემდეგი სექტორალური ანტიკრიზისული გეგმა იქნება ჯანდაცვის სისტემის მიმართულებით.
მთავრობის და ხელისუფლების ძირითად ამოცანა გახლავთ ის, რომ ეს სამი-ოთხი თვე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვამზადოთ ჯანდაცვის და სოციალური სისტემა, იმ შემთხვევაში თუ მეორე ტალღა იქნება ჩვენ შევძლოთ აი ამ შეზღუდვების გარეშე ვმართოთ პროცესი. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვექნება გარკვეული რაოდენობა ინფიცირებულების ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად ორი რაღაცისთვის პირველი სწრაფად გამოავლინოს ინფიცირების კერა და ამისთვის იქნება შემქნილი ეს ლაბორატორიების ქსელი და გამოვლენის შემდგომ სწრაფად უმკურნალოს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნოს ეს ადამიანები. ეს არის ის ერთადერთი შესაძლებლობა რომლისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რომ მეორე ტალღის შემთხვევაში მსგავსი ეკონომიკური მკაცრი და მძიმე შეზღუდვები არ დაგვჭირდეს“, — განაცხადა გიორგი გახარიამ.
ბაჩო ადამია