პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე კერძო კლინიკებმა მზადყოფნა გამოთქვეს, საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები საკუთარ  კლინიკებში მიიღონ

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე კერძო კლინიკებმა მზადყოფნა გამოთქვეს, საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები საკუთარ კლინიკებში მიიღონ

access_time2020-03-19 16:27:00

საქართველოში არსებული კერძო კლინიკების ხელმძღვანელები მზადყოფნას გამოთქვამენ, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს გვერდით დაუდგნენ და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები საკუთარ კლინიკებში მიიღონ, - ამ თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, დღეს კერძო კლინიკების ხელმძღვანელ პირებს ესაუბრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე, ძირითად დატვირთვას მიიღებენ სახელმწიფო კლინიკები და ამ მიზნით, უკვე მომზადებულია რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება. თუმცა, ვინაიდან ქვეყანა გადადის ვირუსის გავრცელების ეტაპზე, შესაძლოა დადგეს დამატებითი საწოლების ფონდის მოძიების აუცილებლობა, რაშიც კერძო სექტორის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.



კერძო კლინიკების წარმომადგენლებმა დაადასტურეს სრული მზაობა, გამოყონ კლინიკები, როგორც თბილისში, ისე მათ შორის რეგიონულ ცენტრებში, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საჭიროება სახელმწიფოს წინაშე დადგება. ამასთანავე, შეხვედრაზე განხილული იყო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები და პირველადი დაცვის საშუალებების დეფიციტის პრევენცია. ამ კუთხით პოზიტიურად შეფასდა ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირბადეების და სადეზინფექციო საშუალებების საქართველოში წარმოება დაიწყო.



კერძო კლინიკების ხელმძღვანელებმა ეფექტურად შეაფასეს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და კოორდინაციის მაღალი დონე.




შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა კერძო სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის მზადყოფნის აუცილებლობას და ამ კუთხით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას. განიხილეს კლინიკებში არსებული მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობა და მზადყოფნის ხარისხი შესაბამისი აღჭურვილობის მიმართულებით.



შედგა შეთანხმება, რომ სახელმწიფოსა და კერძო კლინიკებს შორის აქტიური კომუნიკაციის რეჟიმი გაგრძელდება და ამ პროცესს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უხელმძღვანელებს.



შეხვედრაში 20-მდე კერძო კლინიკის ხელმძღვანელი პირები და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები მონაწილეობდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-04-03 19:30:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„აგარის შაქარი“ მუშაობას 1 ივნისიდან განაახლებს

„აგარის შაქარი“ მუშაობას  1 ივნისიდან განაახლებს
access_time2020-04-03 17:30:24
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებით და მხარდაჭერით „აგარის შაქრის ქარხანა“ კონსერვაციის რეჟიმიდან გადადის სარემონტო სამუშაოებზე და იწყებს მზადებას სრული დატვირატვით ასამუშავებლად“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ქარხნის ხელმძღვანელმა ალხან ალიზადემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქარხანა სრულად ფუნქციონირებას 1 ივნისიდან...

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“
access_time2020-04-03 16:25:10
ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები  საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერისგან მიიღო დავალება, რომ უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობა შემოწმდეს. კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან საბრძოლველად ემზადება სახელმწიფო და ემზადება ჰოსპიტალური...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-03 21:30:24
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ნორმალურ მთავრობას რაღაც დონის კრიზისული გეგმა ამ დრომდე უნდა მიეღო“ კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი თვეზე მეტი გავიდა, მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება დოკუმენტს, თუ როგორ აპირებს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შემსუბუქებას საქართველოს მთავრობა. მიუხედავად იმისა,...


მსგავსი სიახლეები

up