პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატები

პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატები

access_time2018-06-14 09:00:05

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, კონსტიტუციით მმართველ გუნდს შვიდდღიანი ფიქრის დრო ეძლევა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ამ დროს არ გამოიყენებს, რადგან გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავთ.


მთავრობის მეთაურის კანდიდატურას კი საჯაროდ დღეს თუ არა მაქსიმუმ 2 დღეში დაასახელებენ.


პრემიერ მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებზე უკვე ვრცელდება ინფორმაცია.


პირველ ვერსიად განიხილება   ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.


ბახტაძემ მინისტრის პორტფელი საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორობიდან ჩაიბარა, სადაც მის მოღვაწეობას ექსპერტები არცთუ წარმატებულად აფასებენ. საპრემიერო იმიჯის შექმნას კი ბანკების მისამართით გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებს უკავშირებენ.



მამუკა ბახტაძე დაიბადა1982 წელს, თბილისში. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები. ფლობს მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. მას 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია. 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. 2013 წლიდან დღემდე კი საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 


მეორე კანდიდატად სახელდება მაია ცქიტიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ჩაიბარა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა.


მაია ცქიტიშვილი დაიბადა 1974 წლის 2 ივნისს ქ. თბილისში. 1991-1996 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალობით საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. 1993 წელს პრაღაში მეფე კარლის უნივერსიტეტში გაიარა ჩეხური ენის კურსები, ხოლო 1993- 1994 წლებში სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე. 2002 წელს სწავლა განაგრძო კავკასიის ბიზნესის სკოლაში. 1996 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს დასაქმების გაერთიანებულ ფონდში გენერალური დირექტორის თანაშემწედ. 1997-2002 წლებში იყო ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ ჯერ კომერციული დირექტორის თანაშემწე, ხოლო შემდეგ ხელშეკრულებების განყოფილების უფროსი. 2002-2003 მუშაობდა ავიაკომპანია “Georgian Air” კომერციისა და ოპერაციების დეპარტამენტში უფროს მენეჯერად. 2003-2005 წლებში იყო შპს „ბურჯის“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი. 2005 წელს მუშაობა განაგრძო სს „ქართუ ჯგუფში“ პრეზიდენტის თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობებში. 2006 წელს იყო სს „ბაგები სითი ჯგუფი“ პროექტების მენეჯერი, ხოლო 2007-2008 წლებში სს „პარქთაუნის“ დირექტორი. 2009 წელს მუშაობას აგრძელებს შპს „ქართუ მენეჯმენტში“ დირექტორის თანამდებობაზე.

2012 წლის 1 ნოემბრიდან  მუშაობდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის თანამდებობაზე, 2018 წლის 30 მარტს კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.


პრემიერობის კანდიდატად იხილებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც. მან ღამის კლუბების მხარდამჭერთა აქციაზე გამოსვლით და ბოდიშის მოხდით საკმაოდ გაიუმჯობესა რეიტინგი, თუმცა ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამოძიებამ მისი პოზიციები საგრძნობლად შეარყია.


გიორგი გახარიას დამთავრებული აქვს  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის  ფაკულტეტი. გახარიამ  მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ჯერ პოლიტოლოგიის ფაკულტეტი დაასრულა და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო, ხოლო შემდეგ, ამავე უნივერსიტეტში უმაღლესი ბიზნეს სკოლა დაამთავრა და ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.


რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას - 2004  – 2008 წ.წ. გიორგი გახარია იყო  SFK Group - გენერალური დირექტორი,  2006  – 2009 წ.წ. მაისი  – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მიწვეული ლექტორი, 2008  –  2013 წ. თებერვალი  – Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში; 2013 – 2016 წ.წ.  –  საქართველოს ბიზნესომბუდსმენი; 2014  -  2016 წ. წ.  – ეკონომიკური საბჭოს მდივანი, .2016 წლის 27 ნოემბრიდან ასრულებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობას, ერთ წელიწადში კი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.


სავარაუდოდ უახლოეს დღეებშივე, ახალი პრემიერობის კანდიდატი დაასახელებს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობას, სადაც უმრავლესობა კვლავ ძველი სახე იქნება. თანამდებობებს ძირითადად გიორგი კვირიკაშვილის კადრები დატოვებენ - პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. 


რაც შეეხება იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, მიუხედავად არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების საპროტესტო განცხადებებისა, როგორც კულუარულად ამბობენ, იგი ბოლომდე იბრძვის თანამდებობის შესანარჩუნებლად.     







კომპანია „სილქნეტის“ განცხადება

კომპანია „სილქნეტის“ განცხადება
access_time2019-01-22 22:27:41
კომპანია სილქნეტი განცხადებას სპეციალურ ავრცელებს. კომერსანტი ცვლელად გთავაზობთ ტექსტს: როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორში 2018 წელს განხორციელებული ბაზრის ლიდერი ორი კომპანიის  - სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანების შედეგად, შეიქმნა სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელმაც ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული ტელეფონიის სერვისები გააერთიანა მობილურ სერვისებთან და მომხმარებლებს შესთავაზა სატელეკომუნიკაციო...

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდა

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები  გაუარესდა
access_time2019-01-22 20:00:20
საერთაშორისო ორგანიზაცია Fund for Peace ყოველწიურად ადგენს სახელმწიფოების მდგრადობის რეიტინგს, რომელიც ასახავს სხვადსხვა ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების დონეს. სიის შემდგენელთა განცხადებით, მათი მიზანია პოლიტიკოსების გაფრთხილება შესაძლო დაძაბულობის და კონფლიქტების შესახებ. ინდექსი ზომავს ქვეყნებს სტაბილურობის დონეს. 2018 წლის მონაცემებით, საქართველომ დაიკავა 83-ე ადგილი 178 ქვეყანას შორის და 120...

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“
access_time2019-01-22 19:00:48
მთავრობამ 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის აამოქმედა. დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს....

„პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს

 „პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს
access_time2019-01-22 16:00:54
„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევროს ფინანსური სახსრები“ — პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული ეს განცხადება მედიაში დავის საგანი გახდა. ვებ-პორტალი „ბათუმელების“ ინფორმაციით, ევროკავშირს საქართველოსთვის აღნიშნული ფინანსური სახსრები არ გამოუყვია. შესაბამისად, პრემიერის ნათქვამი არასწორია. კომერსანტმა საკითხში გარკვევის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც ექსკლუზიურად...

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან
access_time2019-01-22 14:00:47
„საქართველოში მეწარმეები  ბიუროკრატიას ეწირებიან. აქამდე ამ თემაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდი, რადგან არ მინდოდა ფერმერთა ასოციაციის სახელი გამომეყენებინა. თუმცა ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ მე არ ვარ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩემი ფერმა გავყიდო, რომ მეტი დრო დავუთმო ფერმერთა ასოციაციას და დავეხმარო სხვა ფერმერებს, რომ იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. “,— ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ კომერსანტს...


მსგავსი სიახლეები

up