პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საბჭოს ახალი გადაწყვეტილებები მედიას გააცნო

პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საბჭოს ახალი გადაწყვეტილებები მედიას გააცნო

access_time2020-03-17 14:47:33

გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია, რომ პირველი გამოჯანმრთელებული ადამიანი საავადმყოფოდან გაეწერა. მიუხედავად იმისა, რომ ის თვითიზოლაციაში რჩება, ის სამკურნალო დაწესებულებიდან არის გასული. ეს არის პირველი შემთხვევა და რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს სამედიცინო სექტორის თანამშრომლებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს დამშვიდების საფუძველი. პირიქით. დღეს ჩვენ აბსოლუტურად მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საბჭო და მთავრობა ეფექტურად ახორციელებდა ინფექციის განვითარების იმპორტირების და შეჩერების ფუნქციას, დღეს უკვე ჩვენ ფაქტობრივად გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ შემთხვევების რაოდენობა გაგვეზრდება. ეს არის ობიექტური რეალობა. და ჩვენ ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 



მთავრობის მეთაურის თქმით, პროცესის მენეჯმენტი და მიდგომები უნდა შეიცვალოს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე.



„ეს გადასვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის, პირველ რიგში ჯანდაცვის სისტემა. ჯანდაცვის სისტემის მზაობა ნიშნავს იმას, რომ სისტემა სრულად უნდა იყოს მზად პაციენტების გაზრდილი რაოდენობის მომსახურებისთვის. ეს დავალებები დღეს გაიცა. ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ კარგ ფორმაშია დღეის მდგომარეობით, რომ შესაბამის გამოწვევებს გაუძლოს და ადეკვატურად უპასუხოს.



გარდა ამისა, ყველას მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამ პროცესის მენეჯმენტის - ვირუსთან ბრძოლის პირველი ეტაპის შეზღუდვები ეფექტურად გავატარეთ, დაწყებული საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, სავაჭრო ობიექტებიდან, რესტორნებიდან და კიდევ სხვა ბევრი გადაწყვეტილებები, პენიტენციალურ სისტემაში სრულად იყო გადალაგებული მენეჯმენტი, მოხდა დისტანციურ შრომაზე გადასვლა და შეზღუდვები - ოფისებში თანამშრომლების სიარულთან დაკავშირებით. ბევრი რამ იყო გაკეთებული და ახლა გამოწვევები უფრო იზრდება, შესაბამისად, მთავრობის პასუხიც იქნება მკაცრი,"- აღნიშნა პრემიერმა.



მისივე თქმით შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები დისკომფორტს იწვევდეს, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.



პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა.



„ამიტომ, ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული და სამარშრუტო ტაქსები ხვალიდან აიკრძალება. შესაბამისად, ქალაქში დარჩება მერიის ტრანსპორტი, ისევე, როგორც მეტრო, მაგრამ, მათ დაევალათ და ექნებათ ვალდებულება, ყოველდღიურად მოახდინონ ტრანსპორტის დეზინფექცია, შესაბამისად, აქ ჩვენ რისკების მართვა უკეთ შეგვიძლია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.




მთავრობის მეთაურის თქმით, სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზების და სპა-ცენტრების ფუნქციონირება.



„დღეს შესაბამის უწყებებს დაევალათ, გააკონტროლონ, როგორ სრულდება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. მსგავსი მექანიზმები შეიქმნება თითოეულ სამინისტროში და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ადეკვატურად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.



პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს მზაობას, რომ იქ, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება, სრულად დაეხმაროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, რათა მათაც მიეცეს საშუალება გაუმკლავდნენ ამ გლობალურ გამოწვევას.



მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ ხელისუფლება შეზღუდულია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შესაბამისი და იგივე დახმარება გაუწიოს, რასაც საქართველოს სხვა მოქალაქეები იღებენ.



„მიუხედავად ამისა, ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება, სრულად დავეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს იმისთვის, რომ მათაც მივცეთ საშუალება გაუმკლავდნენ ამ გლობალურ გამოწვევას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.



პრემიერის თქმით, შეუძლებელია, რომ ამ გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობამ უპასუხოს და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სამოქალაქო თვითშეგნება და პასუხისმგებლობა.



„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობის რესურსი არის შეზღუდული. შეუძლებელია ამ გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობამ უპასუხოს. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის სამოქალაქო თვითშეგნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.



პრემიერის დავალებით, შეიქმნება მექანიზმი რისკ ჯგუფებისთვის იმ მომსახურების გასაწევად, რომელიც მათ ყოველდღიურად ესაჭიროებათ.



მთავრობის რეკომენდაცია გახლავთ, რომ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები, უკლებლივ თითოეული, უნდა მოექცნენ თვითიზოლაციაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება, თითოეულის. ამ ამოცანის სწორად გადასაწყვეტად დღეს ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს ფოსტას დაევალა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, შექმნან მექანიზმი, რომელსაც შესთავაზებენ სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს, 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს, იმ მომსახურების გაწევისთვის, რომელიც მათ ესაჭიროებათ ყოველდღიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.



მთავრობის მეთაურის თქმით, ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი თოთოეული მოქალაქის სამოქალაქო თვითშეგნება და პასუხისმგებლობა.



„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობის რესურსი არის შეზღუდული და შეუძლებელია, ამ გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობამ უპასუხოს. ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი თოთოეული მოქალაქის სამოქალაქო თვითშეგნება და პასუხისმგებლობა. ერთმნიშვნელოვნად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up