პრემიერ-მინისტრმა ტურისტულ ინდუსტრიაში სავალდებულოდ  აღსასრულებელ ახალ რეგულაციებსა და ეკონომიკის გახსნის პროცესში რეკომენდაციების შესრულებაზე სამუშაო შეხვედრა გამართა

პრემიერ-მინისტრმა ტურისტულ ინდუსტრიაში სავალდებულოდ აღსასრულებელ ახალ რეგულაციებსა და ეკონომიკის გახსნის პროცესში რეკომენდაციების შესრულებაზე სამუშაო შეხვედრა გამართა

access_time2020-05-20 21:00:12

ტურისტულ ინდუსტრიაში სავალდებულოდ აღსასრულებელი ახალი რეგულაციები, ეკონომიკის გახსნის მიმდინარეობა, ამ პროცესში სხვადასხვა მიმართულებით დაწესებული რეკომენდაციები და მათი აღსრულების მონიტორინგი განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს სასტუმრო სექტორის, კვების ობიექტებისთვის, ღია და დახურული ტიპის აუზებისთვის განსაზღვრულ სპეციფიკურ მოთხოვნებზე, რომლებიც მოიცავს როგორც დეზინფექციის სტანდარტებს, ასევე დისტანციის დაცვას, ტემპერატურულ სკრინინგს, ბარიერების განთავსებას თუ სხვა მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებებს.



სტანდარტები, რომელიც ტურისტულ ინდუსტრიაში მოქმედმა ყველა სუბიექტმა, მათ შორის განთავსების ობიექტებმა, სარესტორნო ბიზნესმა, ტურისტულმა კომპანიებმა, ტურისტულმა ტრანსპორტმა თუ გიდებმა უნდა დააკმაყოფილონ, საჯარო უახლოეს მომავალში გახდება.




პრემიერ-მინისტრთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების მიღების წესები და ის სავალდებულო დოკუმენტაცია, რაც ტურისტს აუცილებლად თან უნდა ჰქონდეს მოგზაურობისას. ასევე, ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო აეროპორტებისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახმელეთო პუნქტების აღჭურვის სტანდარტებზე.



მთავრობის მეთაურმა სავალდებულო რეგულაციების აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით კონკრეტული მითითებები გასცა.



აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით შესრულება, რაც ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას და ქვეყანას მისცემს საშუალებას, შეინარჩუნოს ის წარმატებული მაჩვენებლები, რაც დღეს აქვს ხელისუფლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისა და მოსახლეობის ერთობლივი, კოორდინირებული ნაბიჯების შედეგად“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

ივნისში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა

ივნისში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა
access_time2020-07-15 11:00:57
უძრავი ქონების სერვისების გლობალურმა კომპანია Colliers international Georgia-მ  პანდემიამდე, პანდემიის პერიოდსა და რეაბილიტაციის ეტაპზე უძრავი ქონების ტრანზაქციების კვლევა ჩაატარა. როგორც კვლევაში ჩანს, თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების მაჩვენებელი მარტის პირველივე კვირიდან დაიწყო, ტრანზაქციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი აპრილის ბოლო კვირას დაფიქსირდა. 6 მაისიდან, როდესაც იუსტიციის სახლები სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ, ბინების ტრანზაქციების...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს
access_time2020-07-15 10:00:20
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...


მსგავსი სიახლეები

up