პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

access_time2021-01-21 16:10:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„შეხვედრისას განიხილეს ის ნაბიჯები რომლებიც, მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების მიმართულებით პირველ ეტაპზე უნდა გადაიდგას.



ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია მაქსიმალურად ფრთხილი მიდგომა და თითოეული შეზღუდვის მოხსნა ეფუძნებოდეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგს, რათა არსებული სტაბილიზაციის შემდეგ, ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს.




პრემიერ-მინისტრის დავალებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე, რომელიც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარედგინება. გეგმაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატშიც იმსჯელებენ.



ამასთან, ინტენსიურად გრძელდება ერთობლივი მუშაობა კერძო სექტორთან, რათა ბიზნესმა ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული დაცვის მექანიზმებისა და დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, გახსნის ეტაპზე უზრუნველყოს კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






თეგები:
შეზღუდვები



საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
access_time2021-03-06 21:27:06
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა. მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 29:16...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია

ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია
access_time2021-03-06 18:00:43
ყავის ლაბორატორიას შემოსავლები კორონავირუსის შედეგად შემცირებული აქვს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ განუცხადა, ლოკდაუნის დროს ბიზნესი მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით ფუნქციონირებდა, ახლა კი, მას შემდეგ, რაც შეზღუდვები მოიხსნა, გარე სივრცის მეშვეობითაც ახდენს რეალიზაციას. ზარქუა აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, კომპანიის შემოსავალი ვერ აუდის გაზრდილ ხარჯებს, ამიტომ, კომპანიას ყოველი თვე ზარალიანი აქვს. „როდესაც...


მსგავსი სიახლეები

up