პრემიერ-მინისტრმა ქართველ ელჩებს დაავალა, მსოფლიოს ხელახლა გააცნონ საქართველო, როგორც ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა

პრემიერ-მინისტრმა ქართველ ელჩებს დაავალა, მსოფლიოს ხელახლა გააცნონ საქართველო, როგორც ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა

access_time2020-05-18 21:04:03

საქართველო - უსაფრთხო დანიშნულების ადგილი - ეს არის გზავნილი, რომელიც ქართველმა დიპლომატებმა თავიანთ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საზოგადოებამდე უნდა მიიტანონ, - ქვეყნის ტურისტულად მიმზიდველ და უსაფრთხო ადგილად პოზიციონირების შესახებ საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„მთავრობის მეთაურის შეფასებით, იმას, რომ საქართველომ ეფექტურად შეძლო კოვიდ-19-ის პანდემიის მართვა, წამყვანი ევროპული ქვეყნებიც ხაზგასმით აღნიშნავენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, კრიზისი იქცეს შესაძლებლობად და ამ კუთხით მიღწეული წარმატებები კონვერტირდეს კონკრეტულ შედეგებში, რაც მსოფლიოში საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების ბრენდის დამკვიდრებას გულისხმობს.



საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრები უახლოეს პერიოდში მიიღებენ კონკრეტულ ინსტრუქციებსა და პროტოკოლებს, რომლებიც საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით იმოქმედებს და რასაც ადგილსამყოფელ ქვეყნებში, შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციაში გამოიყენებენ. ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ელჩები კიდევ უფრო გაააქტიურებენ მუშაობას სხვადასხვა ქვეყანასთან უსაფრთხო, ე.წ მწვანე დერეფნის ამოქმედებაზე, რაც უსაფრთხო საერთაშორისო მიმოსვლისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.




გარდა ამისა, ვიდეოკონფერენციისას საუბარი შეეხო საქართველოს ახალ როლსა და ადგილს გლობალურ საინვესტიციო პროცესებში. აღინიშნა, რომ Covid-19-ის პანდემიამ მსოფლიოს მულტინაციონალური კომპანიების დღის წესრიგში დააყენა წარმოების დივერსიფიკაციის საკითხი. შესაბამისად, ქართველ ელჩებს დაევალათ, ადგილსამყოფელ ქვეყნებში ასევე აქტიურად იმუშაონ საქართველოს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ქვეყნის იმიჯის განმტკიცებაზე, რომელსაც მეზობელი სახელმწიფოების გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აკავშირებს მსოფლიოს ისეთ უმსხვილეს ბაზრებთან, როგორიცაა მათ შორის ევროკავშირი, ჩინეთი და სხვა.



ვიდეოკონფერენციისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ სამუშაოსთვის, რომელიც მათ გაწიეს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ან მათთვის ადგილზე დახმარების აღმოჩენის მიმართულებით. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო დღეს წარმატებულია არა მხოლოდ Covid-19-თან ბრძოლაში, არამედ არის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც ძალიან ბევრი საკუთარი მოქალაქე სამშობლოში უსაფრთხოდ და ოპერატიულად დააბრუნა.



ვიდეოკონფერენციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი მონაწილეობდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up