პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან პარტნიორობის სტრატეგია და მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მხარდაჭერის შესაძლო მიმართულებები განიხილა

პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან პარტნიორობის სტრატეგია და მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მხარდაჭერის შესაძლო მიმართულებები განიხილა

access_time2021-02-06 10:16:55

საქართველოსა და მსოფლიო ბანკის პარტნიორობის სტრატეგია და კონკრეტული პრიორიტეტები, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მხარდაჭერის შესაძლო მიმართულებები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდემ შეხვედრაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის არსებულ ეფექტურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერას, როგორიც მსოფლიო ბანკია, განსაკუთებით ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში. პრემიერ-მინისტრმა პანდემიის პერიოდში არაერთი მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის მსოფლიო ბანკს მადლობა გადაუხადა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ COVAX-პლატფორმის გარდა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფოსთან ვაქცინაზე დროული ხელმისაწვდომობის კუთხით და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას და ხელშეწყობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

ყურადღება გამახვილდა მსოფლიო ბანკის პორტფოლიოში არსებულ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტზე, ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამაზე და ა.შ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მსოფლიო ბანკის პროგრამებმა საქართველოს მთავრობას ხელი შეუწყო ისეთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაში, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის, კაპიტალის ბაზრის განვითარების, საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის რეფორმა და სხვა. გიორგი გახარიას შეფასებით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმის განხორციელებასა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებაში, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

მსოფლიო ბანკის მხრიდან დადასტურდა მზაობა, მხარი დაუჭირონ საქართველოში იმ სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, რომლებიც გათვალისწინებულია ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მთავრობის უმთავრესი გეგმით – 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობის ოფიციალური განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს პარტნიორობაზე განვითარების პოლიტიკის ოპერაციების ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიურ ზრდასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, რასაც ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მთავრობა აფასებს მსოფლიო ბანკის რეაგირებას საქართველოს საჭიროებებზე, მათ შორის კოვიდ-19-ის პანდემიაზე სტრატეგიული რეაგირების ჩარჩოს ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობაზე.

საუბარი შეეხო პანდემიით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური და ბიზნესის მხარდამჭერ ღონისძიებებს და ტურიზმის, როგორც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უდიდესი მამოძრავებელი ძალის აღდგენის მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, საქართველო გახდეს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი, ამიტომ უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რეგიონული მნიშვნელობის პროექტების მხარდაჭერა, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, რაც საერთაშორისო დონეზე ქვეყნის შესაბამისად პოზიციონირებას შეუწყობს ხელს.

მსოფლიო ბანკს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, რომელიც 2.7 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

ვიდეოკონფერენციაში მსოფლიო ბანკის ჯგუფის მხრიდან მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, ასევე განსახილველი თემების შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელები, როგორც მსოფლიო ბანკის სათავო, ასევე რეგიონული ოფისებიდან, ხოლო საქართველოს მხრიდან - ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up