პრემიერ-მინისტრმა კლინიკა „ჯერარსი

პრემიერ-მინისტრმა კლინიკა „ჯერარსი" გახსნა

access_time2019-04-04 12:51:14

დღეს ჩვენ ვხსნით ობიექტს, რომელშიც ინვესტირებულია 40 მილიონ ლარზე მეტი, ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ ინვესტორებს სწამთ საქართველოში ეკონომიკური ზრდის და იმ პოლიტიკის, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კლინიკა „ჯერარსის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეორე ასეთი მაღალი სტანდარტის მრავალპროფილიან კლინიკა იხსნება, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლება ჯანდაცვის მიმართულებით სწორ და შედეგებზე ორიენტირებულ პოლიტიკას აწარმოებს.


„ადამიანი და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტი. სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შემოღებამ გამოიწვია ის, რომ ეს სფერო საინვესტიციო თვალსაზრისით საინტერესო გახდა. მიხარია, რომ თბილისში და საქართველოს რეგიონებში კერძო სექტორი მსგავს კლინიკებს ავითარებს. ამასთან ერთად ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ გვაქვს პოტენციალი, ჩამოვყალიბდეთ რეგიონულ ცენტრად სამედიცინო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, მათთვის მაღალი ჯანმრთელობის დაცვის სერვისების მიწოდება. მომავალ წლებში პრიორიტეტი იქნება ის, რომ საქართველომ შეძლოს, მეტი სერვისი მიაწოდოს ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს. მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოში უნდა შევქმნათ პოტენციალი, რომ სამედიცინო სერვისების ექსპორტის თვალსაზრისით ნახევარ მილიარდიანი ახალი სექტორი შეიქმნას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



კლინიკა „ჯერარსი" დაპროექტებულია გამოცდილი ქართველი სპეციალისტებისა და ისრაელიდან მოწვეული ექსპერტების მიერ. შენობა-ნაგებობა აშენებულია 12000 კვ.მ. ფართობზე და დაგეგმარებულია უსაფრთხოების და ეკოლოგიის ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. კლინიკაში განთავსებულია 10 საოპერაციო, 2 კათეტერიზაციის ლაბორატორია და 208 საწოლი პაციენტებისთვის.






რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი გააკეთა. „ქართული ოცნების“...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-09-17 13:00:26
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივებას, მათი რაოდენობის გაზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდას და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას. დღევანდელი მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. Mastercard–ის უნიკალურ...


მსგავსი სიახლეები

up