პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ღია მმართველობის მაღალი დონის სამიტის მონაწილეებს მიმართა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ღია მმართველობის მაღალი დონის სამიტის მონაწილეებს მიმართა

access_time2020-09-24 17:20:09

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ღია მმართველობის მაღალი დონის სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში, ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



სამიტის მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნის იმ ლიდერებმა მიმართეს, რომლებმაც პანდემიასთან ბრძოლის პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულეს და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ეფექტური ღონისძიებები გაატარეს.



საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა „ღია მმართველობის პარტნიორობის" ინიციატივის როლზე, ასევე ხაზი გაუსვა პარტნიორობის პრინციპებისადმი საქართველოს ერთგულებას და დემოკრატიული განვითარების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლის, საჯარო სერვისების განვითარებისა და პროგრესული ღია მმართველობის დამკვიდრების კუთხით ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმების შედეგები განსაკუთრებით ხელშესახები გახდა COVID-19-თან ბრძოლის პერიოდში.



„საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის" ლიდერად გვევლინებოდა და მის მე-5 გლობალურ სამიტსაც უმასპინძლა თბილისში. საქართველოს წარმატების ისტორია გრძელდება და ჩვენ ვრჩებით ღია მმართველობის პარტნიორობისა და მისი ფასეულობების ერთგულნი. ჩვენ კორუფციასთან ბრძოლის, საჯარო სერვისების შემუშავებისა და პროგრესული ღია მმართველობის ჩამოყალიბებისთვის მკვეთრი ზომების განხორციელების სოლიდური გამოცდილება გვაქვს. ამ ძალისხმევის შედეგები განსაკუთრებით ხელშესახები გახდა, როდესაც ახალ კორონავირუსთან ბრძოლა დაიწყო. ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში განვითარებული ტექნოლოგიები, საჯარო სერვისები და სამოქალაქო საზოგადოებასთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის შენება დაგვეხმარა, მაქსიმალურად გამჭვირვალენი ვყოფილიყავით ახალი კორონავირუსის დროს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




გიორგი გახარიამ ასევე ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ პანდემიის მძიმე პერიოდმა ყველას შეახსენა მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების უწყვეტი თანამშრომლობის მნიშვნელობა.



„კრიზისამდე საქართველომ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად განაახლა „ღია მმართველობის პარტნიორობის" ერთობლივი შექმნის პროცესი და ეს განხორციელდა მაღალი დონის ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის შექმნის გზით, რაც მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ძალაუფლების თანაბარ გადანაწილებას უზრუნველყოფს. ამავდროულად, ის უმაღლეს დონემდე ზრდის ღია მმართველობის პოლიტიკის შემუშავებას. ეს კრიზისი არის იმის მტკიცებულება, რომ საფრთხის სიმძიმის მიუხედავად, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და მონაწილეობის ფასეულობები მუდამ ინარჩუნებს ფუნდამენტურ დატვირთვას და მხოლოდ ღია მთავრობას შეუძლია რეაგირება მოქალაქეების საჭიროებებზე, მხოლოდ მას შეუძლია, თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს გაუძლოს. ამ მძიმე დრომ ყველას შეგვახსენა, რომ მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობა წარმატების გასაღებია. ვაგრძელებთ პანდემიამდე დაწყებული რეფორმების განხორციელებას და მზად ვართ, ეს გამოწვევებით აღსავსე დრო ვაქციოთ შესაძლებლობად და ინოვაციური გზებით გავაუმჯობესოთ სერვისებით უზრუნველყოფა, ბიუჯეტის გამჭვირვალობა და სხვა მიმართულებები, რაც კარგი მმართველობის არსს განსაზღვრავს. დარწმუნებული ვარ, ღია მმართველობით ჩვენ შევძლებთ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას ჩვენს ქვეყნებში, პანდემიის პერიოდშიც და მის შემდგომაც", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.



შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრებმა, მათ შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.



ღია მმართველობის პარტნიორობის საერთაშორისო ინიციატივა 78 ქვეყანას აერთიანებს. საქართველომ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში OGP-ის მე-5 გლობალურ სამიტს 2018 წელს თბილისში უმასპინძლა. 2019 წელს წევრმა ქვეყნებმა საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად სამი წლის ვადით კიდევ ერთხელ აირჩიეს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up