პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

access_time2020-05-05 14:27:43

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„საბჭოს წევრებმა განიხილეს დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პროცესი, რომელიც დღეიდან განხორციელდა. მათ შორისაა ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გასვლაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმება, ასევე მშენებლობასა და სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული საქმიანობა, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ცენტრებისა და ავტოსამრეცხაოების ფუნქციონირების განახლება. აღინიშნა, რომ ბათუმსა და ქუთაისში შესვლა, ისევე, როგორც ამ ქალაქებიდან გასვლა შესაძლებელია თავისუფლად, თუმცა ადგილზე რჩება სპეციალური გამშვები პუნქტები, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. ამასთანავე, აღინიშნა, რომ აქტიურად გაკონტროლდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი იმ ობიექტებზე, რომელთაც მუშაობის განახლების უფლება მიეცათ. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უკვე შემოწმებულია 1 344 კომპანია, რომელთა ნაწილი გაცემულ რეკომენდაციებს აკმაყოფილებს, ხოლო ის ობიექტები, რომლებსაც სათანადო უსაფრთხოების წესები უზრუნველყოფილი არ აქვთ, მუშაობის განახლების უფლების მიღებამდე დამატებით შემოწმდებიან.



უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს ღონისძიებების შემდგომი შემსუბუქების საკითხები და ის მიმართულებები, რომელთა ამოქმედება შესაძლოა გეგმით გათვალისწინებულზე უფრო ადრე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განხორციელდეს. მათ შორის, საუბარია თბილისისა და რუსთავის გახსნაზე, რის შესახებაც გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე მიიღება.



პრემიერმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის აღდგენის საკითხი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება და მისი მოგვარება დროში აღარ უნდა გადაიდოს. ამასთან, გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეკონომიკის გახსნის პროცესი გაგრძელდება და ეფექტიანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე, თითოეული კომპანია ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას პასუხისმგებლობით მოეკიდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება და შესაბამისად, მთავრობას არ მოუწიოს მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება.




საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის კოორდინაციით ხორციელდება. მინისტრმა განმარტა, რომ მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს. რაც შეეხება აგრარული ბაზრების საქმიანობას, საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზე გრძელდება შრომის უსაფრთხოების წესების დანერგვა. მინისტრის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ფუნქციონირებენ საქართველოში რეგისტრირებულ აგრარული ბაზრები, რომლებიც ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვისა და ინფექციის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით შემუშავებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.



უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სპეციალური რეისების შედეგად, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება, სამშობლოში უკვე დაბრუნდა 9 630 მოქალაქე, ხოლო 18 857 მოქალაქეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება.



სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 604 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 240 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 9 ადამიანი.



ინფიცირებულ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4919 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 497 პირი.



უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად, განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up