პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო

access_time2019-04-10 12:16:56

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ და ლილიენ მორი პასკიემ საქართველოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ბოლო წლებში საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლას დემოკრატიის კონსოლიდაციისა და რეფორმების განხორციელების მიმართულებით.



მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტში საქართველოს მომავალი პრეზიდენტობა და ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევები.



ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტებს.




შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.



მოგეხსენებათ,  2019 საიუბილეო წელია, რადგან ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის, ხოლო ამ მნიშვნელოვან ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილე აღინიშნება. ამდენად, განსაკუთრებით მადლობელი ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ლილიან მორი პასკიესი, რომლის მოწვევით ვიმყოფები სტრასბურგში და მეძლევა შესაძლებლობა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პატივსაცემ დელეგატებსა და სტუმრებს მივმართო. ორმხრივი შეხვედრის დროს განვიხილეთ საქართველოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი წინსვლა და ხაზი გაესვა დემოკრატიული კონსოლიდაციისა და რეფორმების პროცესს, რაც კიდევ უფრო მყარ ფუნდამენტს შეუქმნის ჩვენს სამომავლო მიღწევებს. საუბარი ასევე შეეხო ევროსაბჭოს წინაშე ამჟამად არსებულ გამოწვევებს და მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ პრეზიდენტობას. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბრე საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და მასთან ერთად განვიხილე ბოლოდროინდელი მოვლენები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევების ფაქტები. ჩემის მხრივ, ხაზი გავუსვი, რომ საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზად არის. მადლიერება გამოვხატე საქართველოს რეფორმირების პროცესში ევროსაბჭოს ჩართულობისთვის, განსაკუთრებით საპარლამენტო ასამბლეის აქტიურობისთვის და აღვნიშნე, რომ ეს რეკომენდაციები მნიშვნელოვანია ევროპულ სტანდარტებთან ეროვნული პრაქტიკისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში. შევთანხმდით მაღალი დონის თანამშრომლობის მომავალში გაგრძელებაზე, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ამის კიდევ ერთი დამადასტურებელია ის ვიზიტი, რომელიც თბილისში 29-30 აპრილს შედგება. ლილიენ მორი პასკიე საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში  მონაწილეობას მიიღებს.








უკრაინის ახალ პრეზიდენტს „ტრამპის ეფექტი“ ელის

უკრაინის ახალ პრეზიდენტს  „ტრამპის ეფექტი“ ელის
access_time2019-04-22 20:00:50
მაშ ასე, უკრაინას  ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კომიკოსი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი. მისი დამანგრეველი გამარჯვების მიზეზი გახდა ის, რომ უკრაინული საზოგადოება ნათლად დარწმუნდა იმაში, რომ დღეს არსებული პოლიტიკური სისტემის რეფორმა შეუძლებელია და ის უნდა დაინგრეს. უნდობლობამ მიაღწია ისეთ მაღალ წერტილს, რომ უკვე ძირმომპალი სისტემის დასანგრევად ბულდოზერის როლის შესრულება უკრაინელმა ამომრჩეველმა მიანდო მსახიობს და შოუმენს, რომელიც...

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება
access_time2019-04-22 19:00:41
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ირანული ნავთობის იმპორტიორ  5 ქვეყანას აღარ ექნება შეღავათები, თუ ისინი ირანული ნავთობის იმპორტს გააგრძელებენ....

ეროვნული ბანკი საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი  საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს
access_time2019-04-22 18:00:34
საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს და მოუწოდებს მოქალაქეებს ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას   განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ. ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების...

დაივიწყეთ - MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის

დაივიწყეთ -  MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის
access_time2019-04-22 16:30:47
Acer-მა პროდუქტის ხაზები განაახლა გაძლიერებული მოდელებით და რამდენიმე სიახლეც შემოგვთავაზა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სპეციალურად შემოქმედებით სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის შექმნილი ხაზი - Concept D.Concept D-ს პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და ეკრანები სპეციალურად მორგებულია გრაფიკული დიზაინერების, ვიდეო-მემონტაჟეების, ინჟინრების, არქიტექტორებისა და პროგრამისტების საჭიროებებს. Concept D-ს ტექნიკა შექმნილია...

ჰესებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ქრონიკა - რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება და კერძო კომპანია მოსახლეობასთან კომუნიკაციას

ჰესებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ქრონიკა - რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება და კერძო კომპანია მოსახლეობასთან კომუნიკაციას
access_time2019-04-23 09:00:31
21 აპრილი 2019 წელი   პანკისის ხეობაში მოსახლეობამ ხადორ სამის მშენებლობა გააპროტესტა, რასაც ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს პანკისის ხეობაში დაშავდა, როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს...


მსგავსი სიახლეები

up